ავტორი:

"გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა - არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს" - პრემიერი

"გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა - არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს" - პრემიერი

მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა... არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - გამოდის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტოა ევროპაში იმ ფონზე, როდესაც რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე პრობლემა არის ყველგან.

ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი. იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. ამას შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო მაღალი ტემპით გავაგრძელებთ მუშაობას.

არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას და ქვეყნის განვითარებას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების - ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომელსაც ყველა ერთად შევასრულებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: