რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ საქართველოს მთიან რეგიონებში სერიოზული პრობლემები შექმნა. ადიდების გამო კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარეებმა დააზიანეს საგზაო ინფრასტრუქტურა და საავტომობილო მოძრაობა შეაფრხეს. გასაკუთრებით დაზარალდა მთიულეთისა და ხევსურეთის მხარე. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩამოწოლილმა მეწყერმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის ნაწილი ჩაანგრია. ფაქტის ამსახველ ფოტოს არმაზ წიკლაური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ფოტო: არმაზ წიკლაური
გზის საფარის დაზიანების გამო, ადგილობრივების ინფორმაციით, არაერთი სატრანსპორტო საშუალება ჩარჩა ხევსურეთისკენ მიმავალ გზაზე.
"ფშავიდან ბარისახომდე რამდენიმე მეწყერია ჩამოწოლილი. ჩარჩენილები არიან ჩემი მეგობრები როშკარსთან, სამარშუტო ტაქსიში. ინტერნეტიც გაეთიშათ და ახლა ვერ ვუკავშირდები" - გვეუბნება თამარ გზირიშვილი.
ირაკლი ლომაშვილი, რომელიც თბილისი-შატილის რეისის სამარშუტო ტაქსის მძღოლია AMBEBI.GE- ს ეუბნება, რომ 4 გერმანელ ტურისტთან ერთად სოფელ ბარისახოს სიახლოვეს არი ჩარჩენილი.
"ადგილობრივები, ვინც სამარშუტო ტაქსში ისხდნენ, ბარისახლოში დაბრუნდნენ ფეხით. ახლა ჩემთან 4 გერმანელი ტურისტია. სამაშველო სამსახური ფიზიკურად ვერ მოდის, რადგან გზაა ჩახერგილი. სადაც ახლა ჩვენ ვდაგავრთ, იქედან დახოებით 300 მეტრში მეწყერია ჩამოწოლილი და გზა არის ჩახერგილი. ჯერჯერობით ვართ უსაფრთხოდ, მაგრამ სადამდე მოგიწევს ასე ყოფნა, არ ვიცი, ალბათ ხვალ გაიხსნება გზა" - ამბობს ირაკლი ლომაშვილი.
ასევე იხილეთ: