საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცენარე თვითონ გელაპარაკება - წყალი მწყურია და დამალევინეო" - ულამაზესი ვარდების ბაღი გვიშტიბში და ყვავილები, როგორც ბიზნესი: წარმატებული მებაღის რჩევები
"მცენარე თვითონ გელაპარაკება - წყალი მწყურია და დამალევინეო" - ულამაზესი ვარდების ბაღი გვიშტიბში და ყვავილები, როგორც ბიზნესი: წარმატებული მებაღის რჩევები

სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი მე­ვარ­დეა, მათ შო­რის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მოყ­ვა­რუ­ლიც, რომ­ლებ­საც მშვე­ნი­ე­რი ვარ­დე­ბი გა­მოჰ­ყავთ და შე­სა­ნიშ­ნა­ვად უვ­ლი­ან კი­დეც.

მუ­რად სა­ღა­რე­იშ­ვი­ლი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვიშ­ტიბ­ში ცხოვ­რობს. ყვა­ვი­ლე­ბის მოყ­ვა­ნით წლე­ბია, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია. აქვს თა­ვი­სი პა­ტა­რა სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა, სა­დაც არა მარ­ტო ვარ­დებს, გე­ორ­გი­ნებს და ტი­ტებ­საც ახა­რებს...

რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ამ მცე­ნა­რემ იყ­ვა­ვი­ლოს, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ვარ­დი და არის თუ არა, ეს ბიზ­ნე­სი ხელ­საყ­რე­ლი, ამა­ზე ბა­ტო­ნი მურ­დი გვე­სა­უბ­რე­ბა...

- წლე­ბის წინ ჩემს სი­ძეს თბი­ლის­ში სათ­ბუ­რი ჰქონ­და და მი­ხა­კი გა­მოგ­ვყავ­და. მერე ვარ­დებ­ზე გა­და­ვე­დით, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში „მი­ხა­კო­ბია“ დამ­თავ­რდა, უფრო სწო­რად, მისი ფასი ძა­ლი­ან და­ე­ცა. თურ­ქე­თი­დან და­ი­წყეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­ტა­ნა და ამი­ტომ. წვა­ლე­ბად აღარ ღირ­და, რად­გა­ნაც ბევ­რი წამ­ლო­ბა, შრო­მა უნდა. მოკ­ლედ, ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში მი­ხაკს ვარ­დმა აჯო­ბა.

- რით გა­მო­ირ­ჩე­ვა ვარ­დი სხვა მცე­ნა­რის­გან?

- თუ მო­იყ­ვან მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძვი­რად ფა­სობს, რაც ცხა­დია, უკე­თე­სია და მერე ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის მოყ­ვა­ნა ადა­მი­ანს სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს. ისე, დიდი წვა­ლე­ბა უნდა, თუმ­ცა ად­ვი­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი არც არა­ფე­რია. მო­დი­ან ჩემ­თან ადა­მი­ა­ნე­ბი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ - რა ლა­მა­ზი ვარ­დე­ბია?!. კი, კარ­გია, მაგ­რამ რომ ჩა­მო­ვუთ­ვლი ამას, მათ რა სჭირ­დე­ბა, მერე უკვე სხვაგ­ვა­რად ოც­დე­ბი­ან - თუ ამ­დე­ნი რამ უნ­დო­და, არ გვე­გო­ნაო...

- რა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ვარდს თა­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა ჰქონ­დეს?

- ნი­ა­და­გი კარ­გად უნდა მომ­ზად­დეს. ისე­თი მიწა უნდა მო­ი­ტა­ნო, სა­დაც მო­სა­ვა­ლი არ არის მოყ­ვა­ნი­ლი, სა­სურ­ვე­ლია, მთის მიწა იყოს. ზო­გი­ერ­თი პლას­ტი­ლი­ნი­ვით არის, ზოგი - ფხვი­ე­რი. ვარ­დის­თვის რაც შე­იძ­ლე­ბა ფხვი­ე­რი უნდა იყოს და შავი შე­ირ­ჩეს. ამას­თან, სა­ქონ­ლის დამ­წვა­რი ნა­კე­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­იც­რას და ტორფში აე­რი­ოს. შემ­დეგ სა­დღაც 30-40 სან­ტი­მეტრზე ორმო კეთ­დე­ბა, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა ჩა­ი­ყა­როს და ნერ­გი ჩა­ირ­გოს. რა თქმა უნდა, წყა­ლი უნდა და­ვას­ხათ, მოვრწყათ. ასე დარ­გუ­ლი მცე­ნა­რე კარ­გად იზ­რდე­ბა. ისე ამინ­დზეც ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, წვი­მი­ან ამინ­დებ­ში მორ­წყვა არ დას­ჭირ­დე­ბა. ხოლო მშრალ ამინ­დში - მიწა რომ გა­მოშ­რე­ბა და უნდა მო­ირ­წყას. მცე­ნა­რე თვი­თონ გე­ლა­პა­რა­კე­ბა - წყა­ლი მინ­და კი, რომ შე­ხე­დავ, ამ­ბობს, - წყა­ლი მწყუ­რია და და­მა­ლე­ვი­ნე.

- ცნო­ბი­ლია, რომ მას სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა უჩ­ნდე­ბა და მე­ვარ­დე­ებს ამას­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა უწევთ...

- კი, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა უჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა თუ ვარდს ჩემ­გან წა­ი­ღე­ბენ, თა­ვი­ანთ ეზო­ში დარ­გვის შემ­დეგ, და­ა­ვა­დე­ბა მალე არ გა­უჩ­ნდე­ბა. სა­ერ­თოდ კი ვარ­დის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მაა ტკი­პა, ტილი და ბუგ­რი. თი­თო­ე­უ­ლის წა­მა­ლი არ­სე­ბობს. წა­მა­ლი სათ­ბურ­ში, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, უფრო მეტი სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე გა­რეთ. შე­იძ­ლე­ბა, რომ გა­რეთ უფრო ად­ვი­ლად მო­იყ­ვა­ნო. თუ წვი­მა მოვა, ბუ­ნებ­რი­ვად გა­ა­სუფ­თა­ვებს. თუ გა­რეთ მატ­ლი გა­უჩ­ნდა, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ფო­თო­ლი უნდა აი­ღოთ და სპე­ცი­ა­ლურ მა­ღა­ზი­ა­ში წახ­ვი­დეთ. იქ მი­ი­ღებთ შე­სა­ბა­მის წა­მალს და რჩე­ვას, რო­გორ უმ­კურ­ნა­ლოთ. დო­ზი­რე­ბის დაც­ვაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბუგ­რის წა­მა­ლი სხვაა, ასე­ვე ნაც­რის...

- თი­თო­ე­უ­ლი რა პე­რი­ოდ­ში ჩნდე­ბა?

- რომ გა­მო­ზა­ფხულ­დე­ბა, მწვა­ნე ბუგ­რე­ბი არა­ერთ მცე­ნა­რეს ესე­ვა და მათ შო­რის, ვარ­დსაც. თუ არ მო­ა­ცი­ლებთ, გა­ა­ფუ­ჭებს. ასე­ვეა მატ­ლი, რო­მე­ლიც ორ­ნა­ი­რია - ერთი შე­იძ­ლე­ბა დღის სი­ნათ­ლე­ზე, ვარ­დის ფო­თოლ­ზე თვა­ლით და­ი­ნა­ხო, შე­სა­ბა­მი­სი წამ­ლით მო­წამ­ლო, მოკ­ლა და ასე მო­ა­ცი­ლო, მაგ­რამ არის მე­ო­რე­ნა­ი­რი მატ­ლი - რომ და­ღამ­დე­ბა მი­წი­დან ამო­დის. ღამე მუ­შა­ობს, ფოთ­ლებს ჭამს და სა­ნამ გა­თენ­დე­ბა, ისევ მი­წა­ში ჩა­დის. ამი­ტომ ვარ­დი, ამის გამო, შუ­ა­ღა­მი­სას ბევ­რჯერ მო­მი­წამ­ლავს. - სურ­ნე­ლო­ვა­ნი ვარ­დე­ბი გაქვთ? - არა, სურ­ნე­ლი ძვე­ლე­ბურ „ჩაის ვარ­დებს“ ჰქონ­და. ჩემი ვარ­დე­ბი ჰო­ლან­დი­უ­რია, იქი­და­ნაა შე­მო­ტა­ნი­ლი. ასე­ვე ერე­ვან­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­მოჰ­ყავთ, ოღონდ, კა­ლამ­ზე. ნამ­ყე­ნი და კალ­მით გა­მოყ­ვა­ნი­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნირ­ჩე­ვა. მე­კი­თხე­ბი­ან, - რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვსო? თუ კალ­მის ვარდს დარ­გავთ, ვთქვათ, ქა­ლაქ­გა­რეთ, ნაკ­ვეთ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მორ­წყოთ იმის გამო, რომ ჩას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეთ, კალ­მის ვარ­დი გა­გიხ­მე­ბა. ნამ­ყე­ნი კი, რაც არ უნდა გვალ­ვა იყოს, თავს გა­და­ირ­ჩენს. ფეს­ვი შორს აქვს გად­გმუ­ლი და კა­ლამ­ზე გა­ხა­რე­ბუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ფეს­ვი უფრო სუს­ტია. გვალ­ვას ვერ უძ­ლებს, თუმ­ცა თუ თა­ვის დრო­ზე მორ­წყავ, ისიც გა­ი­ხა­რებს.

- სად ყი­დით თქვენს ვარ­დებს?

- პა­ტა­რა ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია წყალ­ტუ­ბო­ში მაქვს და იქ ვყი­დი, შემ­დეგ რაც მომ­რჩე­ბა, ქუ­თა­ის­ში ჩა­მაქვს და საყ­ვა­ვი­ლე­ებს ვთა­ვა­ზობ. თუ ვინ­მეს უნდა, იღებს. მაქვს კი­დევ გე­ორ­გი­ნე­ბი და ტი­ტე­ბი. სათ­ბურ­ში უკვე დარ­გუ­ლია და გაყ­ვა­ვე­ბას ერთ თვე­ში და­ი­წყებს. მქონ­და ასე­ვე ტი­ტე­ბი, მაგ­რამ უკვე მო­ი­ლია. იცით, გე­ორ­გი­ნა რო­გო­რი მცე­ნა­რეა? თუ ადრე გა­ზა­ფხულ­ზე დარ­გავ, შე­მოდ­გო­მამ­დე ყვა­ვის. შე­მოდ­გო­მა­ზე კი ბოლ­ქვე­ბი უნდა ამო­ი­ღო და მშრალ ად­გილ­ზე შე­ი­ნა­ხო. ტი­ტებ­საც ასე­ვე უნდა მო­ექ­ცე - ბოლ­ქვე­ბი რომ იყ­ვა­ვი­ლებს, მერე ამო­ი­ღო და შე­ი­ნა­ხო. ვარ­დი სათ­ბურ­ში თუ გა­რეთ ზამ­თარ­ში ყვა­ვილს არ გა­ი­კე­თებს, გა­ჩე­რე­ბუ­ლია, რომ გა­მო­ზა­ფხულ­დე­ბა გაყ­ვა­ვე­ბას და­ი­წყებს.

- ღირს ამ საქ­მის კე­თე­ბა?

- ათას­ნა­ი­რი საქ­მე არ­სე­ბობს, შე­იძ­ლე­ბა, კაც­მა პა­მი­დო­რი მო­იყ­ვა­ნოს და ვარდს თავი და­ა­ნე­ბოს. გა­აჩ­ნია ამას ვინ რო­გორ მი­უდ­გე­ბა. თუ საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით არ მი­უ­დე­ქი, არა­ფე­რი გა­მო­ვა. თუ გა­ინ­ტე­რე­სებს და გიყ­ვარს, მო­იყ­ვან, თუ ეს ინ­ტე­რე­სი არ გაქვს, ამ საქ­მის გა­კე­თე­ბას ვერ შეძ­ლებ. მა­ნამ­დე კი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა შე­ის­წავ­ლო, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც უნდა გქონ­დეს. მოკ­ლედ, თე­ო­რია სა­ჭი­როა, მაგ­რამ პრაქ­ტი­კა ამა­ზე მე­ტად.

- თქვენს სათ­ბურ­ში ვარ­დი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვა­ვი­ლობს?

- გა­მო­ზა­ფხულ­დე­ბა თუ არა, რომ იწყებს, დე­კემ­ბრამ­დე შე­იძ­ლე­ბა სამ­ჯერ იყ­ვა­ვი­ლოს. ზამ­თარ­ში თუ გათ­ბო­ბას ჩა­ურ­თავ, მა­ში­ნაც მოვა, მაგ­რამ გათ­ბო­ბა ისე­თი რამ არის, შე­მო­სა­ვალ­ზე მე­ტად გა­სა­ვა­ლი მე­ტია. თით­ქმის ვე­რა­ვინ ათ­ბობს. ამი­ტომ ზამ­თრის თვე­ებ­ში ვარ­დე­ბი ის­ვე­ნე­ბენ. გა­ზა­ფხულ­ზე კი იწყე­ბენ ყვა­ვი­ლო­ბას. სათ­ბურ­ში ერთი თვით ადრე, აპ­რილ­ში მო­დის, გა­რეთ - მა­ის­ში. ფასი მეტი აქვს. როცა უკვე გა­რე­თაც შე­მო­დის, მა­შინ მისი ფასი უკვე იკ­ლებს. თუ კა­რად მო­უვ­ლი, სათ­ბურ­ში 4-ჯე­რაც შე­გიძ­ლია მოჭ­რა. ვარ­დი 3-4 წელი რომ იმუ­შა­ვებს, იმ ძი­რებს ვი­ღებ, ვყი­დი და მის ნაც­ვლად ახალს ვრგავ. ეს მცე­ნა­რე უნდა ჩა­ვა­ბა­რო და ამი­ტომ, ხა­რის­ხი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ძლი­ერ, ლა­მაზ, ნამ­ყენ ვარდს რომ დარ­გავ, 20-25 წე­ლი­წა­დი არის. მერე რომ იღებ და ანაც­ვლებ, სხვა ეზო­სა და მი­წა­ში უფრო ხა­რობს.

- რას გვირ­ჩევთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან?

- თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს, უნდა ის­წავ­ლოს და გა­ა­კე­თოს. ამა­სო­ბა­ში გა­ი­გებს, რა არის ვარ­დი... ვის რა ვურ­ჩიო? ვი­საც ვურ­ჩიე, მათ­გან ზოგ­მა საყ­ვე­დუ­რი მი­თხრა და ზოგ­მა - მად­ლო­ბა. სა­ნამ არ გა­ა­კე­თებ და შე­დე­გებს არ მი­ი­ღებ, მა­ნამ­დე ვერ გა­ი­გებ. მის გა­ხა­რე­ბა­ზე რომ და­ი­წყებ მუ­შა­ო­ბას, თვი­თონ ვარ­დი გა­გა­ხა­რებს...

- ეს ბიზ­ნე­სი რით გან­სხვავ­დე­ბა სხვა ბიზ­ნე­სის­გან?

- ყვე­ლა­ფე­რი შე­მო­სა­ვალ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პო­მი­დო­რი რო­გორც პრო­დუქ­ტი, მიყ­ვარს, მაგ­რამ მო­სავ­ლე­ლად გული ვერ და­ვუ­დე. ვარ­დი მიყ­ვარს, სი­ლა­მა­ზე მიყ­ვარს, ამი­ტომ, სათ­ბურ­ში მუ­შა­ო­ბი­სას ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. როცა ვმუ­შა­ობ, თვი­თონ მე­უბ­ნე­ბა, - რა სჭირ­დე­ბა და ამ საქ­მეს სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ. თუ საქ­მეს სიყ­ვა­რუ­ლით არ აკე­თებ, კარ­გად არ გა­მო­ვა... სი­ლა­მა­ზეს ვქმნი და მომ­წონს. ამ ყვე­ლა­ფერს ვქმნი და აქე­დან ეს­თე­ტი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბას თვი­თო­ნაც ვი­ღებ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეონა
0

მადლობა ავტორს შესანიშნავი სტატიისთვის

Tiniko
0

Dzalian pouitiuri statiaa

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მცენარე თვითონ გელაპარაკება - წყალი მწყურია და დამალევინეო" - ულამაზესი ვარდების ბაღი გვიშტიბში და ყვავილები, როგორც ბიზნესი: წარმატებული მებაღის რჩევები

"მცენარე თვითონ გელაპარაკება - წყალი მწყურია და დამალევინეო" - ულამაზესი ვარდების ბაღი გვიშტიბში და ყვავილები, როგორც ბიზნესი: წარმატებული მებაღის რჩევები

საქართველოში უამრავი მევარდეა, მათ შორის, პროფესიონალი და მოყვარულიც, რომლებსაც მშვენიერი ვარდები გამოჰყავთ და შესანიშნავად უვლიან კიდეც.

მურად საღარეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში ცხოვრობს. ყვავილების მოყვანით წლებია, დაინტერესებულია. აქვს თავისი პატარა საოჯახო მეურნეობა, სადაც არა მარტო ვარდებს, გეორგინებს და ტიტებსაც ახარებს...

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ მცენარემ იყვავილოს, რომელია ყველაზე ძლიერი ვარდი და არის თუ არა, ეს ბიზნესი ხელსაყრელი, ამაზე ბატონი მურდი გვესაუბრება...

- წლების წინ ჩემს სიძეს თბილისში სათბური ჰქონდა და მიხაკი გამოგვყავდა. მერე ვარდებზე გადავედით, რადგან საქართველოში „მიხაკობია“ დამთავრდა, უფრო სწორად, მისი ფასი ძალიან დაეცა. თურქეთიდან დაიწყეს დიდი რაოდენობით შემოტანა და ამიტომ. წვალებად აღარ ღირდა, რადგანაც ბევრი წამლობა, შრომა უნდა. მოკლედ, ჩვენ შემთხვევაში მიხაკს ვარდმა აჯობა.

- რით გამოირჩევა ვარდი სხვა მცენარისგან?

- თუ მოიყვან მთელი წლის განმავლობაში, ძვირად ფასობს, რაც ცხადია, უკეთესია და მერე ასეთი გამორჩეული სილამაზის მოყვანა ადამიანს სიამოვნებას განიჭებს. ისე, დიდი წვალება უნდა, თუმცა ადვილი გასაკეთებელი არც არაფერია. მოდიან ჩემთან ადამიანები და აღფრთოვანებულები ამბობენ - რა ლამაზი ვარდებია?!. კი, კარგია, მაგრამ რომ ჩამოვუთვლი ამას, მათ რა სჭირდება, მერე უკვე სხვაგვარად ოცდებიან - თუ ამდენი რამ უნდოდა, არ გვეგონაო...

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვარდს თავის განსაკუთრებული მომხიბვლელობა ჰქონდეს?

- ნიადაგი კარგად უნდა მომზადდეს. ისეთი მიწა უნდა მოიტანო, სადაც მოსავალი არ არის მოყვანილი, სასურველია, მთის მიწა იყოს. ზოგიერთი პლასტილინივით არის, ზოგი - ფხვიერი. ვარდისთვის რაც შეიძლება ფხვიერი უნდა იყოს და შავი შეირჩეს. ამასთან, საქონლის დამწვარი ნაკელი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიცრას და ტორფში აერიოს. შემდეგ სადღაც 30-40 სანტიმეტრზე ორმო კეთდება, სადაც ეს ყველაფერი უნდა ჩაიყაროს და ნერგი ჩაირგოს. რა თქმა უნდა, წყალი უნდა დავასხათ, მოვრწყათ. ასე დარგული მცენარე კარგად იზრდება. ისე ამინდზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, წვიმიან ამინდებში მორწყვა არ დასჭირდება. ხოლო მშრალ ამინდში - მიწა რომ გამოშრება და უნდა მოირწყას. მცენარე თვითონ გელაპარაკება - წყალი მინდა კი, რომ შეხედავ, ამბობს, - წყალი მწყურია და დამალევინე.

- ცნობილია, რომ მას სხვადასხვა დაავადება უჩნდება და მევარდეებს ამასთან სერიოზული ბრძოლა უწევთ...

- კი, სხვადასხვა დაავადება უჩნდება, თუმცა თუ ვარდს ჩემგან წაიღებენ, თავიანთ ეზოში დარგვის შემდეგ, დაავადება მალე არ გაუჩნდება. საერთოდ კი ვარდის ძირითადი პრობლემაა ტკიპა, ტილი და ბუგრი. თითოეულის წამალი არსებობს. წამალი სათბურში, დახურულ სივრცეში, უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე გარეთ. შეიძლება, რომ გარეთ უფრო ადვილად მოიყვანო. თუ წვიმა მოვა, ბუნებრივად გაასუფთავებს. თუ გარეთ მატლი გაუჩნდა, დაავადებული ფოთოლი უნდა აიღოთ და სპეციალურ მაღაზიაში წახვიდეთ. იქ მიიღებთ შესაბამის წამალს და რჩევას, როგორ უმკურნალოთ. დოზირების დაცვაც მნიშვნელოვანია. ბუგრის წამალი სხვაა, ასევე ნაცრის...

- თითოეული რა პერიოდში ჩნდება?

- რომ გამოზაფხულდება, მწვანე ბუგრები არაერთ მცენარეს ესევა და მათ შორის, ვარდსაც. თუ არ მოაცილებთ, გააფუჭებს. ასევეა მატლი, რომელიც ორნაირია - ერთი შეიძლება დღის სინათლეზე, ვარდის ფოთოლზე თვალით დაინახო, შესაბამისი წამლით მოწამლო, მოკლა და ასე მოაცილო, მაგრამ არის მეორენაირი მატლი - რომ დაღამდება მიწიდან ამოდის. ღამე მუშაობს, ფოთლებს ჭამს და სანამ გათენდება, ისევ მიწაში ჩადის. ამიტომ ვარდი, ამის გამო, შუაღამისას ბევრჯერ მომიწამლავს. - სურნელოვანი ვარდები გაქვთ? - არა, სურნელი ძველებურ „ჩაის ვარდებს“ ჰქონდა. ჩემი ვარდები ჰოლანდიურია, იქიდანაა შემოტანილი. ასევე ერევანში, ლაბორატორიაში გამოჰყავთ, ოღონდ, კალამზე. ნამყენი და კალმით გამოყვანილი ერთმანეთისგან განირჩევა. მეკითხებიან, - რა მნიშვნელობა აქვსო? თუ კალმის ვარდს დარგავთ, ვთქვათ, ქალაქგარეთ, ნაკვეთში, აუცილებლად უნდა მორწყოთ იმის გამო, რომ ჩასვლა ვერ მოახერხეთ, კალმის ვარდი გაგიხმება. ნამყენი კი, რაც არ უნდა გვალვა იყოს, თავს გადაირჩენს. ფესვი შორს აქვს გადგმული და კალამზე გახარებულის შემთხვევაში ფესვი უფრო სუსტია. გვალვას ვერ უძლებს, თუმცა თუ თავის დროზე მორწყავ, ისიც გაიხარებს.

- სად ყიდით თქვენს ვარდებს?

- პატარა ყვავილების მაღაზია წყალტუბოში მაქვს და იქ ვყიდი, შემდეგ რაც მომრჩება, ქუთაისში ჩამაქვს და საყვავილეებს ვთავაზობ. თუ ვინმეს უნდა, იღებს. მაქვს კიდევ გეორგინები და ტიტები. სათბურში უკვე დარგულია და გაყვავებას ერთ თვეში დაიწყებს. მქონდა ასევე ტიტები, მაგრამ უკვე მოილია. იცით, გეორგინა როგორი მცენარეა? თუ ადრე გაზაფხულზე დარგავ, შემოდგომამდე ყვავის. შემოდგომაზე კი ბოლქვები უნდა ამოიღო და მშრალ ადგილზე შეინახო. ტიტებსაც ასევე უნდა მოექცე - ბოლქვები რომ იყვავილებს, მერე ამოიღო და შეინახო. ვარდი სათბურში თუ გარეთ ზამთარში ყვავილს არ გაიკეთებს, გაჩერებულია, რომ გამოზაფხულდება გაყვავებას დაიწყებს.

- ღირს ამ საქმის კეთება?

- ათასნაირი საქმე არსებობს, შეიძლება, კაცმა პამიდორი მოიყვანოს და ვარდს თავი დაანებოს. გააჩნია ამას ვინ როგორ მიუდგება. თუ საქმის სიყვარულით არ მიუდექი, არაფერი გამოვა. თუ გაინტერესებს და გიყვარს, მოიყვან, თუ ეს ინტერესი არ გაქვს, ამ საქმის გაკეთებას ვერ შეძლებ. მანამდე კი ყველაფერი კარგად უნდა შეისწავლო, პრაქტიკული გამოცდილებაც უნდა გქონდეს. მოკლედ, თეორია საჭიროა, მაგრამ პრაქტიკა ამაზე მეტად.

- თქვენს სათბურში ვარდი მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს?

- გამოზაფხულდება თუ არა, რომ იწყებს, დეკემბრამდე შეიძლება სამჯერ იყვავილოს. ზამთარში თუ გათბობას ჩაურთავ, მაშინაც მოვა, მაგრამ გათბობა ისეთი რამ არის, შემოსავალზე მეტად გასავალი მეტია. თითქმის ვერავინ ათბობს. ამიტომ ზამთრის თვეებში ვარდები ისვენებენ. გაზაფხულზე კი იწყებენ ყვავილობას. სათბურში ერთი თვით ადრე, აპრილში მოდის, გარეთ - მაისში. ფასი მეტი აქვს. როცა უკვე გარეთაც შემოდის, მაშინ მისი ფასი უკვე იკლებს. თუ კარად მოუვლი, სათბურში 4-ჯერაც შეგიძლია მოჭრა. ვარდი 3-4 წელი რომ იმუშავებს, იმ ძირებს ვიღებ, ვყიდი და მის ნაცვლად ახალს ვრგავ. ეს მცენარე უნდა ჩავაბარო და ამიტომ, ხარისხი მნიშვნელოვანია. ძლიერ, ლამაზ, ნამყენ ვარდს რომ დარგავ, 20-25 წელიწადი არის. მერე რომ იღებ და ანაცვლებ, სხვა ეზოსა და მიწაში უფრო ხარობს.

- რას გვირჩევთ თქვენი გამოცდილებიდან?

- თუ ვინმეს აინტერესებს, უნდა ისწავლოს და გააკეთოს. ამასობაში გაიგებს, რა არის ვარდი... ვის რა ვურჩიო? ვისაც ვურჩიე, მათგან ზოგმა საყვედური მითხრა და ზოგმა - მადლობა. სანამ არ გააკეთებ და შედეგებს არ მიიღებ, მანამდე ვერ გაიგებ. მის გახარებაზე რომ დაიწყებ მუშაობას, თვითონ ვარდი გაგახარებს...

- ეს ბიზნესი რით განსხვავდება სხვა ბიზნესისგან?

- ყველაფერი შემოსავალზეა დამოკიდებული. პომიდორი როგორც პროდუქტი, მიყვარს, მაგრამ მოსავლელად გული ვერ დავუდე. ვარდი მიყვარს, სილამაზე მიყვარს, ამიტომ, სათბურში მუშაობისას ველაპარაკები. როცა ვმუშაობ, თვითონ მეუბნება, - რა სჭირდება და ამ საქმეს სიყვარულით ვაკეთებ. თუ საქმეს სიყვარულით არ აკეთებ, კარგად არ გამოვა... სილამაზეს ვქმნი და მომწონს. ამ ყველაფერს ვქმნი და აქედან ესთეტიკურ სიამოვნებას თვითონაც ვიღებ.