პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქამდე მეგონა, რომ ყველაფერი ვნახე, გავიარე, გადავიტანე, მოვერიე, მაგრამ არა..." - რას ჰყვება უკრაინელი მოხალისე ქალი Ambebi.ge-სთან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და კიევის დაბომბვაზე
"აქამდე მეგონა, რომ ყველაფერი ვნახე, გავიარე, გადავიტანე, მოვერიე, მაგრამ არა..." - რას ჰყვება უკრაინელი მოხალისე ქალი Ambebi.ge-სთან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და კიევის დაბომბვაზე

"ომის და­წყე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე ღამე", - ასე აფა­სე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წუ­ხან­დელ ღა­მეს. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი" რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ რუ­სეთ­მა "მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის" ია­რა­ღით დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის საწ­რთნელ ცენ­ტრებს ჩერ­ნიგ­ნოვ­ში, ჟი­ტო­მირ­სა და ლვოვ­ში.

26 ივ­ნისს, გამ­თე­ნი­ას რუ­სე­თის არ­მი­ამ სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა კი­ე­ვის გარ­შე­მო, სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნა­ზეც, და­ბომბვის შე­დე­გად, და­ზი­ან­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და სა­ბავ­შვო ბაღი. უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრის მრჩევ­ლის, ან­ტონ გე­რაშ­ჩენ­კოს თა­ნახ­მად, არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლია ხალ­ხი, რო­მელ­საც მაშ­ვე­ლე­ბი ახ­ლაც ეძე­ბენ...

მათ პა­რა­ლე­ლუ­რად, და­კარ­გუ­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ "მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც". 26 წლის იუ­ლია ში­მა­ნო­ვა, AMBEBI.GE -ს უყ­ვე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­შე­საფ­რებ­ში იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რად­გან ინ­ტენ­სი­უ­რი ძლი­ე­რი, და­ბობმ­ვე­ბი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა.

  • - ჩემს თავს ვე­კი­თხე­ბი, რა არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, რა მი­ჭირს, სად ვავ­ლენ სი­სუს­ტეს?.. აქამ­დე მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხე, გა­ვი­ა­რე, გა­და­ვი­ტა­ნე, მო­ვე­რიე, მაგ­რამ არა, რო­დე­საც და­ბომ­ბილ სახ­ლში ან შე­ნო­ბა­ში შევ­დი­ვარ და და­სის­ხლი­ა­ნე­ბულ ბავ­შვებს ვხე­დავ, იქ ვგრძნობ, რომ ჩემი წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სიმ­შვი­დე მღა­ლა­ტობს.

თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან, რო­გორც კი გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ქვე­ყა­ნას არ დავ­ტო­ვებ­დი და რო­გორც შე­მეძ­ლო, ისე უნდა მემ­სა­ხუ­რა, მო­ხა­ლი­სედ ჩა­ვე­წე­რე. ახლა ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას გავ­დი­ვარ და იმის მე­ში­ნია, ვი­თა­რე­ბა ისევ არ გამ­წვავ­დეს და ვერ ჩა­ვა­ბა­რო. ოკუ­პან­ტსაც ეს უნდა, ჩვენ ცხოვ­რე­ბა ვერ გა­ვაგ­რძე­ლოთ, ერთ ად­გილ­ზე გა­ვი­ყი­ნოთ, ავ­ღა­ნე­თად, ან სი­რი­ად გვაქ­ცი­ონ, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვათ.

მო­ხა­ლი­სე­ო­ბის სირ­თუ­ლე­ზე ვსა­უბ­რობ­დი, - მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი რა­მის მე­ში­ნია, სა­ნამ ად­გილ­ზე მი­ცალ, ისი­ნი ცო­ცხლე­ბი არ დამ­ხვდნენ. ვცდი­ლობ, შე­ში­ნე­ბულ ბავ­შვებს თვა­ლებ­ში არ ვუ­ყუ­რო, რომ ძალა არ დავ­კარ­გო. ამი­ტომ, ზომ­ბი­ვით ვმუ­შა­ობ, საქ­მეს ვი­ნა­წი­ლებთ, ისი­ნი მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად გა­რეთ გა­მოგ­ვყავს და მათ უსაფრთსო გა­და­ნა­წი­ლე­ბას ვი­წყებთ და რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის, მერე ვი­წყებ იმა­ზე ფიქ­რს, თუ რა მოხ­და, რა ვნა­ხე და კი­დევ რას ვნა­ხავ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­კარ­გუ­ლი?

- არ ვიცი, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, აღ­რი­ცხვა, გა­მო­კი­თხვა. ვინ იყო სახ­ლში, ვინ გა­რეთ, ვინ მო­ას­წრო გა­მოს­ვლა... რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და აცხა­დებს, რომ მხო­ლოდ სამ­ხედ­რო და სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტებს ბომ­ბა­ვენ, არა­და, სა­ბავ­შვო ბაღს და­არ­ტყეს, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს ეს­რო­ლეს, სა­დაც ხალ­ხი იყო. კი­ე­ვე­ლე­ბი ხომ ეტა­პობ­რი­ვად ბრუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში და ამას მტე­რი ვერ ეგუ­ე­ბა.

ძა­ლი­ან უნ­დათ, გვე­ში­ნო­დეს, ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე საფრ­თხე­ზე ვფიქ­რობ­დეთ. ამი­ტომ უშე­ნენ მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას ბომ­ბებს, რა­კე­ტებს, ტყვი­ას. სა­რა­კე­ტო იე­რი­ში რო­გორ უნდა გვიკ­ვირ­დეს, რო­დე­საც მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­და­პირ ქუ­ჩებ­ში ხვრე­ტენ. ეს არის პა­სუ­ხი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის სტა­ტუს­ზე და "ჰა­ი­მარ­სებ­ზე".

ჩემი ერთი ძმა "აზო­ვე­ლია", მე­ო­რეც მო­ხა­ლი­სე. მშობ­ლე­ბი, ვი­თომ სამ­შვდო­ბოს, ლვოვ­ში, ნა­თე­სა­ვებ­თან გა­ვუშ­ვით, იქც და­ბომ­ბეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ეგრედ წოდებული "რუსეთი" სიკვდილის წინ კუდს იქნევს.

გიორგი
2

რუსეთის ბოლო გაფართხალებაა სიკვდილის წინ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"აქამდე მეგონა, რომ ყველაფერი ვნახე, გავიარე, გადავიტანე, მოვერიე, მაგრამ არა..." - რას ჰყვება უკრაინელი მოხალისე ქალი Ambebi.ge-სთან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და კიევის დაბომბვაზე

"აქამდე მეგონა, რომ ყველაფერი ვნახე, გავიარე, გადავიტანე, მოვერიე, მაგრამ არა..." - რას ჰყვება უკრაინელი მოხალისე ქალი Ambebi.ge-სთან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და კიევის დაბომბვაზე

"ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე", - ასე აფასებენ ადგილობრივები წუხანდელ ღამეს. სააგენტო "როიტერსი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთმა "მაღალი სიზუსტის" იარაღით დარტყმა მიაყენა უკრაინის არმიის საწრთნელ ცენტრებს ჩერნიგნოვში, ჟიტომირსა და ლვოვში.

26 ივნისს, გამთენიას რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის გარშემო, საცხოვრებელ ზონაზეც, დაბომბვის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი. უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს თანახმად, არიან დაღუპულები და დაშავებულები, ნანგრევებში მოყოლილია ხალხი, რომელსაც მაშველები ახლაც ეძებენ...

მათ პარალელურად, დაკარგული და დაზარალებული ადამიანების დახმარებას ცდილობენ "მოხალისეებიც". 26 წლის იულია შიმანოვა, AMBEBI.GE -ს უყვება, რომ რამდენიმე ქალაქის მოსახლეობა, მთელი ღამის განმავლობაში თავშესაფრებში იყო გადანაწილებული, რადგან ინტენსიური ძლიერი, დაბობმვები არ შეჩერებულა.

  • - ჩემს თავს ვეკითხები, რა არის ყველაზე რთული, რა მიჭირს, სად ვავლენ სისუსტეს?.. აქამდე მეგონა, რომ ყველაფერი ვნახე, გავიარე, გადავიტანე, მოვერიე, მაგრამ არა, როდესაც დაბომბილ სახლში ან შენობაში შევდივარ და დასისხლიანებულ ბავშვებს ვხედავ, იქ ვგრძნობ, რომ ჩემი წინასწარი მომზადებული, შემუშავებული სიმშვიდე მღალატობს.

თებერვლის ბოლოდან, როგორც კი გავაცნობიერე, რომ ქვეყანას არ დავტოვებდი და როგორც შემეძლო, ისე უნდა მემსახურა, მოხალისედ ჩავეწერე. ახლა ერთ-ერთ საერთაშორისო უნივერსიტეტში, სერტიფიცირებას გავდივარ და იმის მეშინია, ვითარება ისევ არ გამწვავდეს და ვერ ჩავაბარო. ოკუპანტსაც ეს უნდა, ჩვენ ცხოვრება ვერ გავაგრძელოთ, ერთ ადგილზე გავიყინოთ, ავღანეთად, ან სირიად გვაქციონ, მაგრამ არ გამოუვათ.

მოხალისეობის სირთულეზე ვსაუბრობდი, - მხოლოდ ერთადერთი რამის მეშინია, სანამ ადგილზე მიცალ, ისინი ცოცხლები არ დამხვდნენ. ვცდილობ, შეშინებულ ბავშვებს თვალებში არ ვუყურო, რომ ძალა არ დავკარგო. ამიტომ, ზომბივით ვმუშაობ, საქმეს ვინაწილებთ, ისინი მაშველებთან ერთად გარეთ გამოგვყავს და მათ უსაფრთსო გადანაწილებას ვიწყებთ და როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, მერე ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რა მოხდა, რა ვნახე და კიდევ რას ვნახავ.

- როგორ ფიქრობთ, ბევრი ადამიანია დაკარგული?

- არ ვიცი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა, აღრიცხვა, გამოკითხვა. ვინ იყო სახლში, ვინ გარეთ, ვინ მოასწრო გამოსვლა... რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს ბომბავენ, არადა, საბავშვო ბაღს დაარტყეს, საცხოვრებელ კორპუსს ესროლეს, სადაც ხალხი იყო. კიეველები ხომ ეტაპობრივად ბრუნდებიან თავიანთ სახლებში და ამას მტერი ვერ ეგუება.

ძალიან უნდათ, გვეშინოდეს, ყველა ნაბიჯზე საფრთხეზე ვფიქრობდეთ. ამიტომ უშენენ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბებს, რაკეტებს, ტყვიას. სარაკეტო იერიში როგორ უნდა გვიკვირდეს, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას პირდაპირ ქუჩებში ხვრეტენ. ეს არის პასუხი ევროკავშირის წევრობის სტატუსზე და "ჰაიმარსებზე".

ჩემი ერთი ძმა "აზოველია", მეორეც მოხალისე. მშობლები, ვითომ სამშვდობოს, ლვოვში, ნათესავებთან გავუშვით, იქც დაბომბეს.