ავტორი:

"7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსულმა რაკეტამ მისი სახლი არ ააფეთქა" - დმიტრო კულება

"7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსულმა რაკეტამ მისი სახლი არ ააფეთქა" - დმიტრო კულება

"7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსული ფრთოსანი რაკეტა არ აფეთქდა მის სახლში. უკრაინის გარშემო, კიდევ ბევრი ადამიანი თავდასხმების ქვეშაა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ "ტვიტერის“ გვერდზე დაწერა და დაზარალებული ბავშვის ფოტო ატვირთა.

"დიდი შვიდეულის“ სამიტმა მეტი სანქციებით უნდა უპასუხოს რუსეთს და უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება გადმოსცეს. რუსეთის ავადმყოფი იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს“ , - დასძინა კულებამ.

ინფორმაციისთვის, დღეს კიევზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა გამოიყვანეს.