პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვატარებთ "ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება" - "თბილისი პრაიდი“
"არ ვატარებთ "ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება" - "თბილისი პრაიდი“

"მო­ვი­თხოვთ მთავ­რო­ბამ სა­ჯა­როდ და მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხოს, რომ და­ი­ცავს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ კვი­რე­უ­ლის სა­მი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბას და თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ჰყოფს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვას ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და მთელს ქა­ლაქ­ში, - ამის შე­სა­ხებ "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ წევ­რებ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მე­ო­რეს მო­თხოვ­ნას 5 ივ­ლი­სის აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დას­ჯა წარ­მო­ად­გენს, ვი­ნა­ი­დან, მათი მხრი­დან ძა­ლა­დობ­რი­ვი მუ­ქა­რე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 28 ივ­ნისს ვხსნით "პრა­ი­დის კვი­რე­ულს“. წელს, ძა­ლი­ან გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­ვი­ღეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ის და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით უარი ვთქვით კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბულ სა­ჯა­რო შეკ­რე­ბა­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ა­ზე - არ ვა­ტა­რებთ ღირ­სე­ბის მარშს, "პრა­იდ კვი­რე­უ­ლის“ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ტარ­დე­ბა.

თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად პრო-რუ­სუ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი პარ­ტია "ალტ-ინფო“ ღიად აცხა­დებს, რომ კვი­რე­ულს მა­ინც და­ეს­ხმე­ბა თავს და გა­ი­მე­ო­რებს 5 ივ­ლისს. ჩვენ 2 თვეა აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ვართ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან, შეხ­ვედ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. შსს გვაძ­ლევს სა­მი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბის დაც­ვის გა­რან­ტი­ებს და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თა­ვა­დაც გა­ა­კე­თე­ბენ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბას, ასე­ვე მუ­ქა­რი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის­კენ მო­წო­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბას.

მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხრი­დან ბოლო დღე­ებ­ში აშ­კა­რად ჟღერ­დე­ბა თბი­ლი­სი პრა­ი­დი­სა და ლგბტ თე­მის მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი, ძა­ლა­დო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბრალს გვდებს ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ცდი­ლობს ჩვენს და­კავ­ში­რე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. კო­ბა­ხი­ძე კი ვერ ხე­დავს 5 ივ­ლი­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში "ალტ-ინ­ფოს“ ლი­დე­რე­ბის ბრალს, რი­თიც ქმნის და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრომს და სტი­მულს აძ­ლევს წლე­ვან­დელ, იდენ­ტურ მუ­ქა­რებს.

მო­ვი­თხოვთ მთავ­რო­ბამ სა­ჯა­როდ და მკა­ფი­ოდ გა­ნა­ცხოს, რომ და­ი­ცავს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ კვი­რე­უ­ლის სა­მი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბას და თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვას ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და მთელს ქა­ლაქ­ში. ჩვე­ნი მე­ო­რე მო­თხოვ­ნაა და­ი­სა­ჯონ 5 ივ­ლი­სის ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წელ­საც ღიად აგ­რძე­ლე­ბენ ძა­ლა­დობ­რივ მუ­ქა­რებს და საფრ­თხეს უქ­მნი­ან ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე...
0

პირველ რიგში თქვენს ოჯახებს ეცით პატივი და მერე ხალხის დამოკიდებულება შეაფასეთ!

ი.კ
1

სტატუსი რომ მოეცათ, ხომ მთელი თავისი ღირსებით იმარშირებდნენ და იპრაიდებდნენ. აფსუს ევროპა, ეს რა ჩაიდინე!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"არ ვატარებთ "ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება" - "თბილისი პრაიდი“

"არ ვატარებთ "ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება" - "თბილისი პრაიდი“

"მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს "თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველჰყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში, - ამის შესახებ "თბილისი პრაიდის“ წევრებმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, მეორეს მოთხოვნას 5 ივლისის აქციის ორგანიზატორების დასჯა წარმოადგენს, ვინაიდან, მათი მხრიდან ძალადობრივი მუქარები კვლავ გრძელდება.

"მოგეხსენებათ, რომ 28 ივნისს ვხსნით "პრაიდის კვირეულს“. წელს, ძალიან გააზრებულად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საზოგადოების პოლარიზაციის და ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე - არ ვატარებთ ღირსების მარშს, "პრაიდ კვირეულის“ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება.

თუმცა, ამის მიუხედავად პრო-რუსული და ძალადობრივი პარტია "ალტ-ინფო“ ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს. ჩვენ 2 თვეა აქტიურ თანამშრომლობაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ძალოვან სტრუქტურებთან, შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. შსს გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ საჯარო განცხადებას, ასევე მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიებას.

მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბოლო დღეებში აშკარად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის მადისკრედიტირებელი, ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. პრემიერი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. კობახიძე კი ვერ ხედავს 5 ივლისის ორგანიზებაში "ალტ-ინფოს“ ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ, იდენტურ მუქარებს.

მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს "თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში. ჩვენი მეორე მოთხოვნაა დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ მუქარებს და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.