საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. წლიურად გაზრდილია ასევე ფასიც, როგორც გასაყიდი, ასევე ქირა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა და 3 331 ტრანზაქცია დაფიქსირდა თბილისში. რაც შეეხება ფასებს, მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 20%-ით გაიზარდა და 1კვ. მეტრის ღირებულებამ 909 დოლარი შეადგინა. ქირაზე კი ფასი 101%-ით 8.7 აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, არის: ჩუღურეთი - 244%-იანი ზრდა, კრწანისი - 96% და დიდი დიღომი - 92%-იანი ზრდა...წაიკითხეთ სრულად