სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება" - კირბი
"პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება" - კირბი

პუ­ტინ­მა უნდა გან­სა­ზღვროს ომის დას­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ზე­ლენ­სკი აპი­რებს გან­სა­ზღვროს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა ჯონ კირ­ბიმ "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან აშშ-ს მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კირ­ბი გან­მარ­ტავს, უკ­რა­ი­ნა გან­სა­ზღვრავს, თუ რა ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მა­ვენ.

მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი „ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნას შე­ეძ­ლოს გა­აგ­რძე­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა“. მან იმ ფაქ­ტზეც ისა­უბ­რა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ამე­რი­კუ­ლი "HIMARS” 23 ივ­ნისს ჩა­ვი­და. კირ­ბის თქმით, ამ დახ­მა­რე­ბას ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლა შე­უძ­ლია და უკ­რა­ი­ნას უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს. კირ­ბი პა­სუ­ხობს გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებს იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს კი­ე­ვი შე­სა­ბა­მის და დრო­ულ დახ­მა­რე­ბას არ იღებს.

"ყვე­ლა ეს სის­ტე­მა ქმნის გან­სხვა­ვე­ბას. დღე­საც კი ისი­ნი ქმნი­ან გან­სხვა­ვე­ბას, ამას უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ და ეს არ არის მხო­ლოდ დიდი სის­ტე­მე­ბი. ეს ასე­ვე არის მცი­რე ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, რო­მელ­საც ისი­ნი, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნე­ბენ რუ­სებ­თან ბრძო­ლა­ში. ასე რომ, ეს უკვე ახ­დენს გავ­ლე­ნას. ჩვენ აშ­კა­რად ვართ უსაფრ­თხო­ე­ბის დახ­მა­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი დო­ნო­რი უკ­რა­ი­ნის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის­თვის მთელს მსოფ­ლი­ო­ში...თით­ქმის 6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი [რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში] შეჭ­რის და­წყე­ბი­დან. ასე რომ, ეს არის ბევ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მი­დის და პრე­ზი­დენ­ტმა ცხად­ყო, რომ ჩვენ მზად ვართ გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს დახ­მა­რე­ბა მო­მა­ვალ­ში“, - აცხა­დებს კირ­ბი.

ის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა, არ გა­მო­რი­ცხავს, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, უკ­რა­ი­ნის­თვის „HIMARS” და „MLRS” [მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა] სის­ტე­მე­ბის მი­წო­დე­ბა გა­ნაგ­რძოს. 24 ივ­ნისს, უკ­რა­ი­ნამ უკვე მი­ი­ღო და­მა­ტე­ბით "HIMARS" სის­ტე­მა.

კი­თხვა­ზე, რის­თვის აწ­ვდის ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია უკ­რა­ი­ნას ია­რაღს - სა­კუ­თა­რი თა­ვის და­სა­ცა­ვად თუ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან უკუგ­დე­ბის­თვის და სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, კირ­ბი პა­სუ­ხობს - "ჩვენ და­ნამ­დვი­ლე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი ვართ იმა­ზე, რომ უკ­რა­ი­ნას შე­ეძ­ლოს და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, ხალ­ხი, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. ცხა­დია, ამ ბრძო­ლა­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არი­ან, თა­ვად გან­სა­ზღვრა­ვენ, რა ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მა­ვენ. ეს მათი უფ­ლე­ბაა. მა­სა­ლა, რო­მელ­საც ისი­ნი იღე­ბენ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გან, ახლა მა­თია. ეს უკ­რა­ი­ნის სა­კუთ­რე­ბაა და თა­ვად უნდა გან­სა­ზღვრონ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მათ. ცხა­დია, ჩვენ გვსურს ვი­ხი­ლოთ უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სრუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა. ჩვენ გვსურს ვი­ხი­ლოთ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნა. მაგ­რამ, რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ეს - ბა­ტონ­მა პუ­ტინ­მა უნდა გან­სა­ზღვროს ომის დას­რუ­ლე­ბა. მაგ­რამ, ბა­ტო­ნი ზე­ლენ­სკი აპი­რებს გან­სა­ზღვროს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბა",- აღ­ნიშ­ნავს კირ­ბი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იაგო
4

სანამ დანგრეული უკრაინა აღდგება, შეიძლება ევროკავშირი აღარც არსებობდეს, ისეთი პირი უჩანს.

დათა
3

ამათ აშკარად არ უნდათ, რომ ომი დასრულდეს. გამუდმებით ცეცხლის გაღვივებას ცდილობენ. ზელენსკიც ამაყია, რომ ევროპული ღირებულებებისთვის სწირავს თავი ქვეყანას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება" - კირბი

"პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება" - კირბი

პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება, - ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც კირბი განმარტავს, უკრაინა განსაზღვრავს, თუ რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ.

მაღალი რანგის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები „ფოკუსირებულია იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს გააგრძელოს საკუთარი თავისა და სუვერენიტეტის დაცვა“. მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ უკრაინაში ამერიკული "HIMARS” 23 ივნისს ჩავიდა. კირბის თქმით, ამ დახმარებას ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია და უკრაინას უპირატესობას ანიჭებს. კირბი პასუხობს გამოთქმულ მოსაზრებებს იმის შესახებ, თითქოს კიევი შესაბამის და დროულ დახმარებას არ იღებს.

"ყველა ეს სისტემა ქმნის განსხვავებას. დღესაც კი ისინი ქმნიან განსხვავებას, ამას უკრაინელები დაადასტურებენ და ეს არ არის მხოლოდ დიდი სისტემები. ეს ასევე არის მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ისინი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყოველდღიურად იყენებენ რუსებთან ბრძოლაში. ასე რომ, ეს უკვე ახდენს გავლენას. ჩვენ აშკარად ვართ უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი დონორი უკრაინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის მთელს მსოფლიოში...თითქმის 6 მილიარდი დოლარი [რუსეთის უკრაინაში] შეჭრის დაწყებიდან. ასე რომ, ეს არის ბევრი მასალა, რომელიც მიდის და პრეზიდენტმა ცხადყო, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს დახმარება მომავალში“, - აცხადებს კირბი.

ის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, არ გამორიცხავს, შეერთებულმა შტატებმა, უკრაინისთვის „HIMARS” და „MLRS” [მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა] სისტემების მიწოდება განაგრძოს. 24 ივნისს, უკრაინამ უკვე მიიღო დამატებით "HIMARS" სისტემა.

კითხვაზე, რისთვის აწვდის ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას იარაღს - საკუთარი თავის დასაცავად თუ რუსული ძალების დასამარცხებლად, უკრაინის ტერიტორიებიდან უკუგდებისთვის და საბოლოო გამარჯვებისთვის, კირბი პასუხობს - "ჩვენ დანამდვილებით ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს დაიცვას საკუთარი თავი, სუვერენიტეტი, ხალხი, ტერიტორიული მთლიანობა. ცხადია, ამ ბრძოლაში უკრაინელები არიან, თავად განსაზღვრავენ, რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ. ეს მათი უფლებაა. მასალა, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებისგან, ახლა მათია. ეს უკრაინის საკუთრებაა და თავად უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მათ. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის სუვერენიტეტის სრული პატივისცემა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. მაგრამ, როგორ განისაზღვრება ეს - ბატონმა პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება. მაგრამ, ბატონი ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება",- აღნიშნავს კირბი.