მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-კვირიანი ვადა ხელისუფლებას "ივანიშვილის მთავრობის გადასაყენებლად" და სამოქალაქო საზოგადოების შექმნა - რა მოთხოვნები აქვს მოძრაობას "შინ ევროპისკენ"
1-კვირიანი ვადა ხელისუფლებას "ივანიშვილის მთავრობის გადასაყენებლად" და სამოქალაქო საზოგადოების შექმნა - რა მოთხოვნები აქვს მოძრაობას "შინ ევროპისკენ"

წარ­მო­გიდ­გენთ მო­თხოვ­ნას, რო­მე­ლიც არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­თხოვ­ნა, დათ­ქმა და ბოლო მკაც­რი ამოთ­ქმა - გა­დად­გეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბით შე­იქ­მნას მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ 12-ვე პუნ­ქტს შე­ას­რუ­ლებს სა­ნამ ზამ­თა­რი მოვა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცია - "შინ ევ­რო­პის­კენ“ ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა შოთა დიღ­მე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და მო­თხოვ­ნე­ბი გა­აჟ­ღე­რა.

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 1 კვი­რის ვა­დას აძ­ლე­ვენ იმი­სათ­ვის, რომ "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა გა­და­ა­ყე­ნოს“.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი 3 ივ­ლი­სამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში გავ­ლენ, რის შემ­დე­გაც თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან დარ­ჩე­ბი­ან.

"წარ­მო­გიდ­გენთ მო­თხოვ­ნას, რო­მე­ლიც არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­თხოვ­ნა, დათ­ქმა და ბოლო მკაც­რი ამოთ­ქმა - გა­დად­გეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბით შე­იქ­მნას მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ 12-ვე პუნ­ქტს შე­ას­რუ­ლებს, სა­ნამ ზამ­თა­რი მოვა. ვაძ­ლევთ ვა­დას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მათ აქვთ 1 კვი­რა იმი­სათ­ვის, რომ გა­და­ა­ყე­ნოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყუ­რად არ იღებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას, ჩვენ მო­ვალთ კი­დევ უფრო მეტ­ნი, ვიდ­რე ვართ დღეს, ან ვი­ყა­ვით 20 ივ­ნისს და ვა­ნა­ხებთ მათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რის­ხვას, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ უნა­ხავთ. მა­ნამ­დე ჩვენ მი­ვალთ ყვე­ლას­თან, ყვე­ლა უბან­ში ქა­ლაქ­ში და სო­ფელ­ში. 3 ივ­ლი­სამ­დე ვივ­ლით და და­ვარ­წმუ­ნებთ ადა­მი­ა­ნებს, სად სუ­ფევს სა­ქარ­თვე­ლოს ხსნა. ხოლო 3 ივ­ლისს წა­მო­ვალთ ყვე­ლა ქა­ლა­ქი­დან, შე­ვუ­ერ­თდე­ბით ერ­თმა­ნეთს ნა­კა­დებს და ავიზ­ვირ­თე­ბით თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის წინ და არ და­ვიშ­ლე­ბით, სა­ნამ არ და­იშ­ლე­ბა ოლი­გარ­ქია“, - აღ­ნიშ­ნა შოთა დიღ­მე­ლაშ­ვილ­მა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიღ­მე­ლაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლი­სას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რებ­დნენ - "წადი“, "გა­და­დე­ქი“.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით მო­რი­გი აქ­ცია 3 ივ­ლისს, 20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, შოთა დიღ­მე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, 3 ივ­ლი­სამ­დე აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი რე­გი­ონ­ში ჩავ­ლენ და მო­ქა­ლა­ქე­ებს შეკ­რე­ბენ, 3 ივ­ლისს კი თბი­ლის­ში "აზ­ვირთდე­ბი­ან“ და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ დარ­ჩე­ბი­ან. მი­სი­ვე თქმით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მა­ნამ არ და­იშ­ლე­ბი­ან, სა­ნამ "ოლი­გარ­ქია არ და­იშ­ლე­ბა“.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 146 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

რატომ ჯღავის? ლამის თვალები გადმოსცვივდეს, ცოდოა.

გივი
0

იცი სადაა შენი ადგილი? 

შენი ბელადის გვერდით. 

ხოდა მალე მიუჯდები ასპროცენტიანი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

1-კვირიანი ვადა ხელისუფლებას "ივანიშვილის მთავრობის გადასაყენებლად" და სამოქალაქო საზოგადოების შექმნა - რა მოთხოვნები აქვს მოძრაობას "შინ ევროპისკენ"

1-კვირიანი ვადა ხელისუფლებას "ივანიშვილის მთავრობის გადასაყენებლად" და სამოქალაქო საზოგადოების შექმნა - რა მოთხოვნები აქვს მოძრაობას "შინ ევროპისკენ"

წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს სანამ ზამთარი მოვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქცია - "შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერა.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 1 კვირის ვადას აძლევენ იმისათვის, რომ "ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გადააყენოს“.

მისივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები 3 ივლისამდე საქართველოს რეგიონებში გავლენ, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდებიან და პარლამენტის შენობასთან დარჩებიან.

"წარმოგიდგენთ მოთხოვნას, რომელიც არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა და ბოლო მკაცრი ამოთქმა - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა. ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, მათ აქვთ 1 კვირა იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ან ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, ყველა უბანში ქალაქში და სოფელში. 3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთს ნაკადებს და ავიზვირთებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა. აღსანიშნავია, რომ დიღმელაშვილის გამოსვლისას აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ - "წადი“, "გადადექი“.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით მორიგი აქცია 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ორგანიზაცია "სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 3 ივლისამდე აქციის ორგანიზატორები რეგიონში ჩავლენ და მოქალაქეებს შეკრებენ, 3 ივლისს კი თბილისში "აზვირთდებიან“ და პარლამენტის შენობის წინ დარჩებიან. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მანამ არ დაიშლებიან, სანამ "ოლიგარქია არ დაიშლება“.