ბაგებში მოკლული ბიზნესმენის ვინაობა ცნობილი გახდა.
მოკლულია ლევან კაჭარავა, რომელსაც "ტილიკას" მეტსახელით იცნობდნენ.
ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. ის იყო Silk Road Group- ის ერთ-ერთი დამფუძვნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია "მულტიპლექსს", რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნეს ფლობს.
საჯარო რეესტრის მიხედვით, კაჭარავა წილებს ფლობდა 20-მდე კომპანიაში.
შსს-ის ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.