სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა სალომე ზურაბიშვილი და წარმატებული ვიზიტი უსურვა.
ინფორმაციისთვის, დაახლოებით10 დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ილია მეორესთან არ შედგა
ასევე იხილეთ: