"ჩვენ გვწამს, რომ გუშინ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით", - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში "აუხსნელი და გაუგებარია".
"გუშინ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. უნგრეთმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. მინდა ნათლად ვთქვა, რომ ჩვენ გვინდოდა საქართველოსაც მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. რომ ყოფილიყო პატარა მინიშნებაც კი სტრატეგიული ხედვისა ევროკავშირში, პატარა ბიძგიც რომ ყოფილიყო, საქართველოს ეს სტატუსი მიენიჭებოდა. ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელია. ევროპული პერსპექტივით ზიანის მომტანიც იყო ეს გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელში მიიღეს, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი.
ეს არ არის დაწყნარების არც მცდელობა და არც დასამშვიდებელი სიტყვები, მაგრამ ბრიუსელი იყენებს იგივე ორმაგ სტანდარტებს ჩვენთან მიმართებაშიც, როგორც თქვენს წინააღმდეგ იყენებს ახლა. ე.წ. პირობების კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრული იყო გუშინ თქვენთვის საკმაოდ ნათლად, რთულია მისი გააზრება და ზოგადია თავისი ხასიათით და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ აზრს მოკლებულია. ერთი მაჩვენებელია აქ, რომ არის ე.წ.მატრიცა მათ უკან, ეს ემყარება ზოგიერთი ადამიანის მხოლოდ სუბიექტურ თვალსაზრისს. უნგრეთის პოზიცია იყო, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს გახდეს კანდიდატი გამომდინარე მისი გამოცდილებიდან. ჩვენ გვწამს, რომ გუშინ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს. ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა. ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით.
კითხვა ისმის - რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ სიტუაციაში? - ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი დახმარება საქართველოს მისამართით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ მოვახდენთ საგარეო საქმეთა სამინისტროში ექსპერტის დელეგირებას, რათა დაგეხმაროთ ევროინტეგრაციაში. გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოშიც",- განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა: " კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ საქართველო იმსახურებს იყოს კანდიდატი. გული გვწყდება, რომ ეს სტატუსი ვერ მიიღეთ და ვეცდებით, რომ ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ".
აუხსნელიო ?! რა არის აუხსნელი, დღესავით ნათელია ეგ ამბავი, საქართველოს სტატუსი არ მიეცით იმიტომ, რომ საქართველომ მეორე ფრონტი არ გახსნა და სისხლისღვრა არ მოაწყო !!! იცოდეთ, საქართველოში ვერ ეღირსებით ვერანაირი ფრონტის გახსნას !!!
საქართველო მშვიდობისმოყვარე და ყველა ქვეყნისთვის მშვიდობისმსურველი ქვეყანაა. ომების, გადატრიალებების და ყველანაირი უბედურების დრო წარსულს ჩაბარდა ! წერტილი !
გამარჯვებები მისურვებია საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის !!!
უნგრეთს ხშირად აკრიტიკებენო ევრო-კავშირში: აი თურმე რატომ! ევროპა, ნათლად გვეუბნევა, რომ სიმართლის თქმა; როგორ შეიძლება იქ, სადაც უმაღლესი დემოკრატიაა???სიმართლე, ვაჟკაცობა, სიალალე, მეგობრობა და უღალატობის მანკიერი ჩვევები, შეგიძლიათ გამოიყენოთ; შინ, საამეგობროში და არავითარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან!!