საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, დამსახურებული ევროპული პერსპექტივა არ მიგვეღო" - პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე
"ეს შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, დამსახურებული ევროპული პერსპექტივა არ მიგვეღო" - პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე

ჩემი მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცია იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი, მე ეს შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ვა­კე­თე. რომ არა ჩვე­ნი გუნ­დის პრინ­ცი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სა­ჯა­რო მი­მარ­თვა ევ­რო­პი­სად­მი, შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს დღეს არ მი­ე­ღო დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, - ასე აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ე.წ. „ფარ­დის ახ­დას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ვი­ნა­ი­დან ევ­რო­კავ­ში­რი­სა­გან "ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რო­მელ­საც ვიმ­სა­ხუ­რებთ“, არ თვლის სა­ჭი­როდ, რომ ამ თე­მა­ზე დის­კუ­სია გა­აგ­რძე­ლოს.

"მე ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე მას შემ­დეგ, რაც მო­ვის­მი­ნეთ და ვი­ხი­ლეთ სრუ­ლი­ად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და უსა­მარ­თლო რე­ზო­ლუ­ცია რო­მე­ლიც მი­ი­ღო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა, მათ შო­რის ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ი­სა და მათი ლო­ბის­ტე­ბის უშუ­ა­ლო კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ჩემი მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­უ­რი რე­აქ­ცია იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი, მე ეს შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ვა­კე­თე. რომ არა ჩვე­ნი გუნ­დის პრინ­ცი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სა­ჯა­რო მი­მარ­თვა ევ­რო­პი­სად­მი შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს დღეს არ მი­ე­ღო დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა.

ჩვენ ამის რის­კე­ბი და­ვი­ნა­ხეთ, ვი­ნა­ი­დან ყოვ­ლად უსა­მარ­თლო რე­ზო­ლუ­ცია იყო მი­ღე­ბუ­ლი, რაც ღიად ვთქვით ყო­ველ­გვა­რი და­ფარ­ვის გა­რე­შე. ჩვენ არას­დროს არ შე­ვე­გუ­ე­ბით უსა­მარ­თლო­ბას და ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბა მძაფ­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი, პრო­პორ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა და რე­აქ­ცია.

რა თქმა უნდა, ჩვე­ნი გუნ­დის პრინ­ცი­პუ­ლო­ბას გარ­კვე­უ­ლი როლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში მი­უ­ძღვის, ჩვენ­მა დე­მონ­სტრა­ცი­ამ თა­ვი­სი როლი შე­ას­რუ­ლა. რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პო­ზი­ცი­ას, რომ არ გვე­ხი­ლა ასე­თი სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე დავ­რჩე­ბო­დი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მი­ვი­ღეთ ის რაც და­ვიმ­სა­ხუ­რეთ არ ვთვლი სა­ჭი­როდ, რომ ამ თე­მა­ზე გა­ვაგ­რძე­ლო დის­კუ­სია“, - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 11 ივ­ნისს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „თუ ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე უსა­მარ­თლო, ყვე­ლა­ფერს ფარ­დას ავ­ხდი. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე მაქვს“.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
1

კარგია როცა კაცი შეგნებულია

რუსუდანი
1

უმადურობის მწვერვალი! აბა ნაცების დროს იყო საქართველო ევროპასთან ახლოს? გაიხსენეთ ხალხო რა უსამართლობები ხდებოდა, ასეთი მოკლე მეხსიერება გაქვთ? პ/ს ნაცებს როგორც მაშინ ედარდებოდით, ეხლაც ისე ფიქრობენ ხალხზე....

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ეს შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, დამსახურებული ევროპული პერსპექტივა არ მიგვეღო" - პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე

"ეს შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, დამსახურებული ევროპული პერსპექტივა არ მიგვეღო" - პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე

ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. „ფარდის ახდასთან“ დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

პრემიერის განცხადებით, ვინაიდან ევროკავშირისაგან "ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელსაც ვიმსახურებთ“, არ თვლის საჭიროდ, რომ ამ თემაზე დისკუსია გააგრძელოს.

"მე ეს განცხადება გავაკეთე მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციისა და მათი ლობისტების უშუალო კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა.

ჩვენ ამის რისკები დავინახეთ, ვინაიდან ყოვლად უსამართლო რეზოლუცია იყო მიღებული, რაც ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის გარეშე. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით უსამართლობას და ყოველთვის გვექნება მძაფრი, სამართლიანი, პროპორციული ქმედება და რეაქცია.

რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პრინციპულობას გარკვეული როლი ამ ყველაფერში მიუძღვის, ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პოზიციას, რომ არ გვეხილა ასეთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება ისეთივე უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი. ეს ვალდებულება მე ქართველი ხალხის წინაშე მაქვს“.