სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაკარგა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით?
რა დაკარგა საქართველომ ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით?

ევ­რო­საბ­ჭომ ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს ქვეყ­ნე­ბი­დან ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას მი­ა­ნი­ჭა, სა­ქარ­თვე­ლო კი პერ­სპექ­ტი­ვის ამა­რა და­ტო­ვა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ას­თა­ნაა თან­ხვედ­რა­ში. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი იმ პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კო­მი­სი­ამ დაგ­ვი­სა­ხა.

  • რა შან­სი გა­უშ­ვა სა­ქარ­თვე­ლომ ხე­ლი­დან და რა და­კარ­გა სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭე­ბით?

ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლი:

1. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე ქვეყ­ნებს (პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ვრცელ­დე­ბა შე­ზღუ­დუ­ლად) წვდო­მა აქვთ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წინა ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტის ფონ­დებ­ზე (IPA III-2021-2027), რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 14 მი­ლი­არდ ევ­როს და 5 თე­მა­ტურ მი­მარ­თუ­ლე­ბას:

- ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა (კან­დი­და­ტი და პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი)

ასევე დაგაინტერესებთ
07:58 / 24-06-2022

"კანდიდატის სტატუსს მიიღებთ მაშინვე, როცა დასახული პრიორიტეტები შესრულდება" - ევროპელი ლიდერების პირველი განცხადებები და შარლ მიშელის პოსტი ქართულ ენაზე

10:36 / 24-06-2022

"ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და არ უნდა დავაკნინოთ, იცით რა, როგორ და როდის" - ჯოზეფ ბორელი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე

12:24 / 24-06-2022

"შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სურვილს" - ამერიკის ელჩის მიმართვა ქართველებს: რას წერს დეგნანი ვაშინგტონიდან?

13:09 / 24-06-2022

"თუ დააკვირდით ევროკავშირის ლიდერები ქართველ ხალხს ესაუბრებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლებას... ეს არის გაშვებული შესაძლებლობა" - რა შანსები აქვს საქართველოს?

- ტრანსსა­სა­ზღვრო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა (კან­დი­და­ტი და პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი)

- სა­სოფ­ლო და სა­თე­მო და­სახ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (მხო­ლოდ კან­დი­და­ტი)

- რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (მხო­ლოდ კან­დი­და­ტი)

- ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა (მხო­ლოდ კან­დი­და­ტი)

2. გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წინა ფი­ნან­სურ ინ­სტრუ­მენტზეა ასე­ვე მიბ­მუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მა (2021-2027), რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერ­ძო სექ­ტო­რი­დან 30 მი­ლი­არ­დი ევ­როს მო­ბი­ლი­ზე­ბას ( 9 მი­ლი­არ­დი გრან­ტი და 20 მი­ლი­არ­დი სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი) და ინ­ვეს­ტი­ცი­ებს შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით -ტრან­სპორ­ტის, კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის და ა.შ.

3. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე ქვეყ­ნებს წვდო­მა ექ­ნე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა პროგ­რა­მა­ზე ( 11 პროგ­რა­მი­დან დღეს წვდო­მა მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილ­ზე გვაქვს, რო­გო­რიც არის ერაზ­მოს +, ჰო­რი­ზონ­ტი 2020, კრე­ა­ტი­უ­ლი ევ­რო­პა).

4. კან­დი­დატ ქვეყ­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ კვლავ გა­მო­ი­ყე­ნონ ე.წ. ევ­რო­კავ­ში­რის სა­მე­ზობ­ლო, გან­ვი­თა­რე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (NDICI) ინ­სტრუ­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი ფონ­დე­ბი­დან და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მე­ლიც 2021-2027 წლე­ბის­თვის 19 მი­ლი­არდ ევ­როს შე­ად­გენს.

ამ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მიღ­წე­ულ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პროგ­რეს­ზე. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კე­თილ­დღე­ო­ბის და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის ზრდა­ზე ექ­ნე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი.

მსოფ­ლიო ბან­კის პროგ­ნო­ზით, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნებ­ში (კვლე­ვის პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა) მთლი­ა­ნო­ბა­ში არა მხო­ლოდ 6,7 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის გე­ნე­რი­რე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, არა­მედ ამ ქვეყ­ნებ­ში პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მას­შტა­ბუ­რი ზრდა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან.

ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი და მის­კენ სი­ა­რუ­ლი მთავ­რო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ვა­ღი­ა­როთ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ვი­წყოთ მათი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი:

"ევ­რო­პე­ლე­ბი ყო­ველ­თვის იმი­ტომ ფრთხი­ლობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­გრძლი­ვი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რომ აქ რო­გორც ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი, ისე სა­გა­რეო თვალ­საზ­რი­სით, არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო იყო. ვი­საც კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ეძ­ლე­ვა, ევ­რო­პას უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა აქვს დათ­მო­ბი­ლი მის­თვის, რო­გორც შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლურ პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მოს­თვის და მი­აჩ­ნია, რომ იქ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბევ­რად უფრო ლო­გი­კუ­რი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­დე­გი­ა­ნი იყოს.

ამას­თა­ნა­ვე, როცა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი გაქვს, ევ­რო­კავ­ში­რი მოგ­ყვე­ბა, გეხ­მა­რე­ბა თი­თო­ე­უ­ლი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მის­დევს შენს პროგ­რესს და ნე­ბის­მი­ე­რი შენი გა­დაც­დო­მის, რეგ­რე­სის შემ­თხვე­ვა­ში, მის გა­მოს­წო­რე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბა, ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­გი­ახ­ლოვ­დეს. ეს არ არის მხო­ლოდ რიგი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ ახლა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, არა­მედ ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, რომ და­გა­წი­ნა­უ­როს, რად­გან შენ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი გაქვს.

მე­სა­მე თვალ­საზ­რი­სით, თა­ვად ამ "ტრი­ოს" დაშ­ლა ტრა­გე­დი­აა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო რე­ა­ლუ­რად მო­წყდა უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას და შავი ზღვის აუ­ზის სა­ხელ­მწი­ფოდ, ერ­თგვარ მე­სა­მე მო­თა­მა­შედ იქცა, რო­მე­ლიც უბ­რუნ­დე­ბა იმ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თა ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ორ­ჭო­ფო და კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იყო (სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ბე­ლა­რუ­სი). ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის არის ტრა­გე­დია, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბა­ვია.

ჩვენ­თვის სტი­მუ­ლა­ტო­რი იყო ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ვე­ბა, რათა გა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო რე­ფორ­მე­ბი. ახლა, რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ამ რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც, რა­ღაც მხრივ, გა­ჩერ­დე­ბა. ახლა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ის არის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად მო­თხო­ვოს გა­ა­ტა­როს ყვე­ლა რე­ფორ­მა და არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რათა დაბ­რუნ­დეს შან­სი, რომ ჩვენ არა მარ­ტო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ვი­ღოთ, ცოტა უფრო მე­ტად წა­მო­ვე­წი­ოთ ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს. თუ კი ჩვენ ამ უა­რის მი­ღე­ბის ფონ­ზე ხელი ჩა­ვიქ­ნი­ეთ, რისი შან­სე­ბიც და ნიშ­ნე­ბიც არ­სე­ბობს, გა­მო­დის, რომ ჩვენ ყვე­ლა იმ რე­ფორ­მა­ზე ვამ­ბობთ უარს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უნდა გა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რი ყო­ველ­თვის იყო კულ­ტუ­რუ­ლი და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი კავ­ში­რი, ახლა, უა­რის ამ ფონ­ზე, არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­უ­ცხო­ვე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა. მათი გა­და­სა­ხე­დი­დან ხდე­ბა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის შორს, ვერ ას­რუ­ლებს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას, ანუ ჩვენ უცხო გა­რე­მოდ შე­იძ­ლე­ბა აღგ­ვიქ­ვან იმი­ტომ, რომ არ შე­ვას­რუ­ლეთ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­სა­ხუ­ლი ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს თუ ჩვენ რამე დავ­კარ­გეთ, დავ­კარ­გეთ ის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ხა­რის­ხის მა­ღა­ლი შან­სი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბის სტა­ტუს­თან ერ­თად მო­დის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშ­ნავ­და პირ­და­პირ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას, არც იმას, რომ ყვე­ლა­ფე­რი უც­ბათ მოგ­ვარ­დე­ბო­და, მაგ­რამ ნიშ­ნავ­და იმას, რომ ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რესს ხელს შე­უ­წყობ­და. დღეს კი ეს ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გეთ.

კან­დი­და­ტი რაც უფრო და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის დონე აი­წევს, მათ შო­რის იგუ­ლის­ხმე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა. კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის კრი­ტე­რი­უმ­ში შა­ვით თეთრზე წე­რია, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას მოჰ­ყვე­ბა გა­მარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქი­სა თუ კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­უ­რევ­ლო­ბა, სა­სა­მარ­თლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა... თუ კი ევ­რო­კავ­შირ­თან ჩვე­ნი და­ახ­ლო­ე­ბა შე­ჩერ­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აღარ იარ­სე­ბებს და პრობ­ლე­მე­ბიც გა­იზ­რდე­ბა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მი­ახ­ლო­ე­ბაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღირ­სე­უ­ლი პრო­ცე­სი.

რო­დე­საც თურ­ქეთ­მა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა, თა­ვი­დან თით­ქოს არც არა­ფე­რი უნდა შეც­ვლი­ლი­ყო, მაგ­რამ თურ­ქეთ­ში უზარ­მა­ზა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, მისი ეკო­ნო­მი­კა გახ­და მე­ტად გამჭვირ­ვა­ლე, ლი­ბე­რა­ლუ­რი, მოქ­ნი­ლი. მერე წა­მო­ვი­და მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი, რო­მე­ლიც აღარ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ღა­ცის კე­თილ ნე­ბა­ზე და მო­წყა­ლე­ბა­ზე. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვაგ­რძე­ლოთ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რით უკან და­ვი­წი­ეთ, ვიდ­რე ვი­ყა­ვით, ესაა ჩვე­ნი პრობ­ლე­მა. ამ ყვე­ლაფ­რის გა­ტა­რე­ბა ადრე თუ გვი­ან მა­ინც მოგ­ვი­წევს, მაგ­რამ თუ კი მოლ­დო­ვა და უკ­რა­ი­ნა შემ­დეგ კლას­ში გა­და­ვიდ­ნენ, ჩვენ იმა­ვე კლას­ში ჩაგვტო­ვეს. ჩვენ თუ ექ­ვსი თვის მერე ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ შე­ვას­რუ­ლეთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გუ­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი აღარ ექ­ნე­ბა“.

მკითხველის კომენტარები / 121 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე რატომ
1

წარმოგიდგენიათ ამ ვიგინდარების ხუშტურზე საქართველომ ამდენი სიკეთე უნდა დაკარგოს? მოგრკითხებათ აუცილებლად თავის დროზე.

რეალური სიმართლე
15

საქართველოს არაფერი არ დაუკარგავს, პირიქით, საქართველომ ყველას აჩვენა რომ თუ თავისუფლები არ ვიქნებით არც ევროპა გვინდა და არც არავინ!

ჩვენთვის ჯერ თავისუფლებაა მთავარი და მერე ევროპა იქნება ტუ ვინმე კიდე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა დაკარგა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით?

რა დაკარგა საქართველომ ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით?

ევროსაბჭომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა, საქართველო კი პერსპექტივის ამარა დატოვა. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციასთანაა თანხვედრაში. ახლა საქართველოს ევროპული მომავალი იმ პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომლებიც ევროკომისიამ დაგვისახა.

  • რა შანსი გაუშვა საქართველომ ხელიდან და რა დაკარგა სტატუსის არმინიჭებით?

ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ელგუჯა ხოკრიშვილი:

1. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA III-2021-2027), რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას:

- ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)

- ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)

- სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)

- რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)

- ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)

2. გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზეა ასევე მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა (2021-2027), რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერძო სექტორიდან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ( 9 მილიარდი გრანტი და 20 მილიარდი საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) და ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებებით -ტრანსპორტის, კერძო სექტორის განვითარების, ადამიანური რესურსების და ა.შ.

3. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა ექნებათ ევროკავშირის ყველა პროგრამაზე ( 11 პროგრამიდან დღეს წვდომა მხოლოდ მცირე ნაწილზე გვაქვს, როგორიც არის ერაზმოს +, ჰორიზონტი 2020, კრეატიული ევროპა).

4. კანდიდატ ქვეყნებს შეეძლებათ კვლავ გამოიყენონ ე.წ. ევროკავშირის სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDICI) ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამ ფინანსური დახმარებების გამოყენება დამოკიდებული იქნება კანდიდატი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ინდივიდუალურ პროგრესზე. ამ შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის ზრდაზე ექნება წარმოუდგენლად დიდი ხელშესახები შედეგი.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ამ შესაძლებლობების გამოყენებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (კვლევის პერიოდში უკრაინა, მოლდოვა, საქართველოზე არ განიხილებოდა სტატუსის მინიჭება) მთლიანობაში არა მხოლოდ 6,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის გენერირება არის შესაძლებელი, არამედ ამ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და მისკენ სიარული მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა. ვაღიაროთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პირობები და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება.

გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი:

"ევროპელები ყოველთვის იმიტომ ფრთხილობდნენ საქართველოში ხანგრძლივი ინვესტიციების განხორციელებას, რომ აქ როგორც შიდაპოლიტიკური, ისე საგარეო თვალსაზრისით, არასტაბილური გარემო იყო. ვისაც კანდიდატის სტატუსი ეძლევა, ევროპას უფრო მეტი ყურადღება აქვს დათმობილი მისთვის, როგორც შედარებით სტაბილურ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოსთვის და მიაჩნია, რომ იქ ინვესტიციების განხორციელება ბევრად უფრო ლოგიკური და საფუძვლიანად შედეგიანი იყოს.

ამასთანავე, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გაქვს, ევროკავშირი მოგყვება, გეხმარება თითოეული რეფორმის განხორციელების პროცესში, მისდევს შენს პროგრესს და ნებისმიერი შენი გადაცდომის, რეგრესის შემთხვევაში, მის გამოსწორებაში გეხმარება, ცდილობს, მაქსიმალურად დაგიახლოვდეს. ეს არ არის მხოლოდ რიგი რეკომენდაციების შესრულება, რომელიც საქართველომ ახლა უნდა განახორციელოს, არამედ ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაგაწინაუროს, რადგან შენ მისთვის მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსი გაქვს.

მესამე თვალსაზრისით, თავად ამ "ტრიოს" დაშლა ტრაგედიაა, რადგან საქართველო რეალურად მოწყდა უკრაინას და მოლდოვას და შავი ზღვის აუზის სახელმწიფოდ, ერთგვარ მესამე მოთამაშედ იქცა, რომელიც უბრუნდება იმ ქვეყნებს, რომელთა ევროკავშირთან ურთიერთობა საორჭოფო და კითხვის ნიშნის ქვეშ იყო (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი). ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ტრაგედია, რაც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ამბავია.

ჩვენთვის სტიმულატორი იყო ევროკავშირთან დაახლოვება, რათა გატარებულიყო რეფორმები. ახლა, როდესაც ევროკავშირთან დაახლოება შეჩერებულია, ამ რეფორმების განხორციელებაც, რაღაც მხრივ, გაჩერდება. ახლა ყველაზე საშიში და მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისათვის ის არის, ხელისუფლებას უფრო ინტენსიურად მოთხოვოს გაატაროს ყველა რეფორმა და არსებული რეკომენდაციული ვალდებულება, რათა დაბრუნდეს შანსი, რომ ჩვენ არა მარტო კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ცოტა უფრო მეტად წამოვეწიოთ ევროპულ სტანდარტებს. თუ კი ჩვენ ამ უარის მიღების ფონზე ხელი ჩავიქნიეთ, რისი შანსებიც და ნიშნებიც არსებობს, გამოდის, რომ ჩვენ ყველა იმ რეფორმაზე ვამბობთ უარს, რომელიც საქართველოსთვის უნდა გატარებულიყო.

საქართველოსთვის ევროკავშირი ყოველთვის იყო კულტურული და ცივილიზაციური კავშირი, ახლა, უარის ამ ფონზე, არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გაუცხოვების საშიშროება. მათი გადასახედიდან ხდება ის, რომ საქართველო არის შორს, ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ანუ ჩვენ უცხო გარემოდ შეიძლება აღგვიქვან იმიტომ, რომ არ შევასრულეთ ევროკავშირის მიერ დასახული ჩვენთვის მნიშვნელოვანი ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, დღეს თუ ჩვენ რამე დავკარგეთ, დავკარგეთ ის სტაბილურობის ხარისხის მაღალი შანსი, რომელიც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან ერთად მოდის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავდა პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიას, არც იმას, რომ ყველაფერი უცბათ მოგვარდებოდა, მაგრამ ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს პროგრესს ხელს შეუწყობდა. დღეს კი ეს ყველაფერი დავკარგეთ.

კანდიდატი რაც უფრო დაახლოებული იქნება ევროკავშირთან, საქართველოში ცხოვრების დონე აიწევს, მათ შორის იგულისხმება ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. კოპენჰაგენის კრიტერიუმში შავით თეთრზე წერია, რომ ევროკავშირში გაწევრებას მოჰყვება გამართული ეკონომიკა, უბრალო მოქალაქისა თუ კერძო კომპანიის ინტერესების დაცვა, სახელმწიფოს ჩაურევლობა, სასამართლოს თავისუფლება... თუ კი ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება შეჩერდა, ამ მიმართულებით ვალდებულებაც აღარ იარსებებს და პრობლემებიც გაიზრდება. ამიტომაცაა, რომ ევროკავშირთან მიახლოებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული პროცესი.

როდესაც თურქეთმა კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, თავიდან თითქოს არც არაფერი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ თურქეთში უზარმაზარი ინვესტიციები განხორციელდა, მისი ეკონომიკა გახდა მეტად გამჭვირვალე, ლიბერალური, მოქნილი. მერე წამოვიდა მთელი პოლიტიკური კლასი, რომელიც აღარ იყო დამოკიდებული ვიღაცის კეთილ ნებაზე და მოწყალებაზე. ჩვენ შეიძლება ახლა ეს ყველაფერი გავაგრძელოთ, მაგრამ რამდენიმე საფეხურით უკან დავიწიეთ, ვიდრე ვიყავით, ესაა ჩვენი პრობლემა. ამ ყველაფრის გატარება ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს, მაგრამ თუ კი მოლდოვა და უკრაინა შემდეგ კლასში გადავიდნენ, ჩვენ იმავე კლასში ჩაგვტოვეს. ჩვენ თუ ექვსი თვის მერე ეს ვალდებულებები არ შევასრულეთ, ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი დაკარგულია და საქართველოს ევროპული მომავალი აღარ ექნება“.