ავტორი:

"იმედია, მშვიდობა დამყარდება" - Imagine Dragons-ის სოლისტი საქართველოსა და უკრაინის დროშებით ათიათასობით ადამიანის წინ: რა მოხდა ვენაში გამართულ კონცერტზე (ვიდეო)

"იმედია, მშვიდობა დამყარდება" - Imagine Dragons-ის სოლისტი საქართველოსა და უკრაინის დროშებით ათიათასობით ადამიანის წინ: რა მოხდა ვენაში გამართულ კონცერტზე (ვიდეო)

ვენაში, კლაგენფურტში გამართულ რამდენიმედღიან Open Air როკ-ფესტივალს ათიათასობით ადამიანი ესწრებოდა. გუშინდელი კონცერტის ერთ-ერთი შემსრულებელი ჯგუფი Imagine Dragons-ი იყო.

მათ კონცერტს 40 000 გულშემატკივარი ესწრებოდა. "200 ადამიანამდე იყო ჩვენს პირველ კონცერტზე ვენაში, ახლა კი ათიათასობით ადამიანია",- ემოციები ვერ დამალა ჯგუფის სოლისტმა, ვოკალისტმა, დენ რეინოლდსმა.

რეინოლდსმა ემოციური მომენტი ბოლოსთვის შემოინახა, როცა ჯგუფმა Alphaville-ის სიმღერა, "forever young" შეასრულა. რეინოლდსმა სიმღერამდე ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ამ დროს მას ხელში უკრაინისა და საქართველოს დროშები ჰქონდა.

"ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. იმედი მაქვს უკრაინელები და მათი ოჯახები უვნებლები არიან," - თქვა დენმა.

მან უკრაინელებს ასე მიმართა: "გვესმის თქვენი გამოძახილი. გვიყვარხართ, თქვენთან ერთად ვართ და იმედია მშვიდობა დამყარდება! ეს სიმღერა თქვენ გეძღვნებათ".

სიმღერის ბოლოს მან დროშას აკოცა და ფანს გადააწოდა.

დენ რეინოლდსსა და Imagine Dragons-ს 2022 წლის ტურის განმავლობაში არაერთხელ გამოუხატავთ უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა, მაგრამ საქართველოსადმი მიძღვნილი მუსიკოსის ეს სასიამოვნო ჟესტი პირველია.

წყარო: oe24.at

მოამზადა: ანა სიბოშვილმა