საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი რეცეპტები, კულინარიული ხრიკები და საჩუქრები - რა მოხდა „ნიკორას“ მასტერკლასზე
ახალი რეცეპტები, კულინარიული ხრიკები და საჩუქრები - რა მოხდა „ნიკორას“ მასტერკლასზე

კუ­ლი­ნა­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხის ხე­ლოვ­ნე­ბაა, სა­დაც იმ­დე­ნი აზ­რია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი­ცაა. ამ პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, სულ უფრო მეტი მსურ­ვე­ლი აბა­რებს პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­სა თუ სას­წავ­ლე­ბელ­ში, ეს­წრე­ბა მას­ტერკლა­სებ­სა თუ ირ­ჩევს კუ­ლი­ნა­რი­ულ კურ­სებს. ზოგი მო­მა­ვა­ლი კონ­დი­ტე­რი ან შეფ-მზა­რე­უ­ლია, ზო­გიც უბ­რა­ლოდ მოყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა სურს. როცა სურ­ვი­ლი არ­სე­ბობს, შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გეძ­ლე­ვა, მთა­ვა­რია, ეს სფე­რო გიყ­ვარ­დეს და გა­ინ­ტე­რე­სებ­დეს.

ქარ­თუ­ლი ხორც-პრო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია „ნი­კო­რა“ დიდი ხა­ნია, რაც სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით ხელს უწყობს კუ­ლი­ნა­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას. ამ­ჯე­რად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლასს უმას­პინ­ძლა, რო­მელ­საც ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი კუ­ლი­ნა­რე­ბი - აჩო და ქეთო უძღვე­ბოდ­ნენ.

18 ივ­ნისს, შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით შერ­ჩე­ულ 10 იღ­ბლი­ან მო­ნა­წი­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა ქონ­და დას­წრე­ბო­და გა­მოც­დი­ლი კუ­ლი­ნა­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მას­ტერკლასს, ეს­წავ­ლათ მათ­გან ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ხრი­კი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­ნი­უს შექ­მნა­ში.

მას­ტერკლას­ზე მომ­ზად­და შემ­დე­გი კერ­ძე­ბი:

ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­ინ­ტე­რე­სო მიქ­სით უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძე­ბი შე­იქ­მნა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გემო ჰქონ­და ტარ­ხუ­ნის პას­ტას, რო­მე­ლიც სა­ოც­რად მო­უხ­და რა­გუ­სა და ახა­ლი კარ­ტო­ფი­ლის პი­უ­რეს.

ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო ყვე­ლის ცომი, რო­მელ­საც „ჩე­და­რი“ პი­კან­ტურ გე­მოს, გან­სხვა­ვე­ბულ სტრუქ­ტუ­რას და შე­ფე­რი­ლო­ბას მა­ტებ­და. „მი­უნ­ხე­ნუ­რი“ სო­სი­სი კი სა­უ­კე­თე­სო რამ აღ­მოჩ­ნდა, რაც კი შეგ­ვეძ­ლო ამ ცომ­ში მოგ­ვე­თავ­სე­ბი­ნა.

მჭა­დის ტა­კო­ე­ბი მას­ტერკლა­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თა­ვად გა­მო­ა­ცხვეს და მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი შიგ­თავ­სით მო­ამ­ზა­დეს. რაც მთა­ვა­რია, მჭა­დის ტა­კო­ებს ძა­ლი­ან მო­უხ­და ჭარხლის ფო­თო­ლი, შაშ­ხი ჩა­ლა­ღა­ჯი, ტარ­ხუ­ნის პას­ტა, მო­ცა­რე­ლას ბურ­თუ­ლე­ბი ტარ­ხუ­ნის ემულ­სი­ის შიგ­თავ­სით.

იმის­თვის, რომ კერ­ძი გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­დეს, მხო­ლოდ შეფ-მზა­რე­უ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი არ არის საკ­მა­რი­სი. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს პრო­დუქ­ტე­ბის და ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ხა­რის­ხი ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც კერ­ძში უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

„შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რად გა­ა­კე­თო რა­ღაც, მაგ­რამ თვი­თონ პრო­დუქ­ტი და­გეხ­მა­რე­ბა, რომ კერ­ძი გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­დეს...“

ეს­პა­ნუ­რი რა­გუს მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი „ნი­კო­რას“ ნედ­ლი ხორ­ცი იყო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტი­სა“ და „ლიბ­რეს“ 24 ფი­ლი­ალ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რო­გორც აჩო ზამ­ბა­ხი­ძემ თქვა, კერ­ძის მომ­ზა­დე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხორ­ცი სწო­რად შე­ირ­ჩეს. ასე­ვე მან პა­სუ­ხი გას­ცა ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ შე­კი­თხვას - უნდა გავ­რე­ცხოთ თუ არა ხორ­ცი. მისი თქმით, მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი, სწორ პი­რო­ბებ­ში შე­ნა­ხუ­ლი ხორ­ცის გა­რე­ცხვა არ არის სა­ჭი­რო, რად­გან მისი მომ­ზა­დე­ბი­სას პო­ტენ­ცი­უ­რად არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი მა­ინც ნად­გურ­დე­ბა. აჩომ ასე­ვე გვირ­ჩია, თავი შე­ვი­კა­ვოთ ხორ­ცის ბა­ზარ­ში ყიდ­ვის­გან, სა­დაც ხორ­ცის შე­ნახ­ვი­სა თუ დაჭ­რის პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლი არ არის.

„ნი­კო­რას“ ნედ­ლი ხორ­ცი მა­ღა­ზი­ებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ახ­ლდე­ბა და ფა­სიც კონ­კუ­რენ­ტუ­ლია. სრუ­ლად და­ცუ­ლია მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, სწო­რედ ამი­ტომ არის იგი უსაფრ­თხო, ჯან­სა­ღი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გემ­რი­ე­ლი და რაც მთა­ვა­რია ქარ­თუ­ლია და მუ­დამ ახა­ლია. ეს არის ხორ­ცი მთე­ლი ოჯა­ხის­თვის.

ასე­ვე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ ხორ­ცის რო­მელ ნა­ჭერს აი­ღებთ, რო­გო­რი დაძ­ვე­ლე­ბის იქ­ნე­ბა ის და რო­გორ და­ა­მუ­შა­ვებთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კერ­ძის­თვის ძა­ლი­ან თხე­ლი ნაჭ­რე­ბი გჭირ­დე­ბათ, მარ­ტივ ხრიკს გა­გი­ზი­ა­რებთ: თუ ხორცს 3-4 სა­ა­თით სა­ყი­ნუ­ლე­ში მო­ა­თავ­სებთ, მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ მის ძა­ლი­ან თხელ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რას.

ზიზი ბე­რა­ია, მას­ტერკლა­სის მო­ნა­წი­ლე:

„ზღვა ემო­ცი­ე­ბი მი­ვი­ღე, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან დიდ­ხანს გამ­ყვე­ბა. ვე­ლო­დი, რომ კარ­გი დღე იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მარ­თლაც სა­ო­ცა­რი, ზღაპ­რუ­ლი და და­უ­ვი­წყა­რი იყო ჩემ­თვის. მაქვს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ბლო­გი, მოყ­ვა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი ვარ, მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის გა­და­კე­თე­ბა და მათი ახ­ლე­ბუ­რად წარ­დგე­ნა. გა­და­ხა­ლი­სე­ბა ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა. რა თქმა უნდა, ძვე­ლი გე­მო­ე­ბი არ უნდა და­ი­კარ­გოს, მაგ­რამ ახ­ლის შე­ტა­ნა სა­ჭი­როა. ეს ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­როა და მას­ტერკლას­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა“.

ქეთი ხმა­ლა­ძე, მას­ტერკლა­სის მო­ნა­წი­ლე:

„მას­ტერკლას­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. აი, ისე­თი, რომ არ გინ­და დამ­თავ­რდეს. და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლია მოყ­ვა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი ვარ, მაქვს სა­კუ­თა­რი ბლო­გიც. ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლი ვის­წავ­ლეთ, ისე­თი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა აქამ­დე არც გვქონ­და გა­გო­ნი­ლი. პრო­დუქ­ტი­უ­ლი და ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი დღე იყო.

კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სის ბოლო, და­მამ­თავ­რე­ბე­ლი ნოტი - სა­ოც­რად არო­მა­ტუ­ლი და გემ­რი­ე­ლი სი­ცი­ლი­უ­რი კოქ­ტე­ი­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­ტერკლა­სი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გაგ­რძელ­და, დაღ­ლა არა­ვის უგ­რძვნია.

აჩო ზამ­ბა­ხი­ძე:

„დამ­წყებ მზა­რე­უ­ლებს ვურ­ჩევ­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­უს­მი­ნონ გა­მოც­დილ მზა­რე­უ­ლებს. რა­საც ისი­ნი ას­წავ­ლი­ან, გა­მო­ი­ყე­ნონ არა იმის­თვის, რომ იგი­ვე გა­ი­მე­ო­რონ, არა­მედ იმის­თვის, რომ ეს ცოდ­ნა სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით და­ა­მუ­შა­ვონ. დღე­ვან­დელ მას­ტერკლას­ზე ჩვენც სწო­რედ ეს გა­ნა­ცხა­დი გა­ვა­კე­თეთ, რომ ჩვენ რა­საც აქ ვას­წავ­ლით, ამას იმი­ტომ კი არ ვას­წავ­ლით, რომ მერე სახ­ლში წა­ვიდ­ნენ და იგი­ვე გა­ი­მე­ო­რონ, არა­მედ იმი­ტომ, რომ ამ ტექ­ნი­კის ათ­ვი­სე­ბას თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და ფან­ტა­ზია და­უ­მა­ტონ. რა­საც სხვა გას­წავ­ლის, ის შე­ნე­ბუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნო. დღე­ვან­დელ­მა მას­ტერკლას­მაც იგი­ვე გვაჩ­ვე­ნა.

თუ გინ­და, რომ ეს პრო­ფე­სია შენ­თვის თავ­გა­და­სა­ვა­ლი იყოს, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, არ შე­გე­შინ­დეს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის და მარ­ცხის. ცოდ­ნი­სა და პრაქ­ტი­კის ხარ­ჯზე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გი­ვა ის, რაც გინ­დო­და“.

მო­ნა­წი­ლე­ებ­მა აჩოს­თან და ქე­თოს­თან ერ­თად მო­ამ­ზა­დეს და და­ა­გე­მოვ­ნეს კერ­ძე­ბი და სა­მახ­სოვ­როდ ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღეს. სა­სი­ა­მოვ­ნო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზი კი მას­ტერკლა­სის და­სას­რულს, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის „ნი­კო­რას“ სა­სა­ჩუქ­რე ჩან­თე­ბი იყო.

რო­გორც „ნი­კო­რა­ში“ გვი­თხრეს, მსგავ­სი მას­ტერკლა­სე­ბი კი­დევ არა­ერ­თხელ ჩა­ტარ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს მი­ე­ცე­მა დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რათა გა­იღ­რმა­ვონ ცოდ­ნა და მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­რონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ახალი რეცეპტები, კულინარიული ხრიკები და საჩუქრები - რა მოხდა „ნიკორას“ მასტერკლასზე

ახალი რეცეპტები, კულინარიული ხრიკები და საჩუქრები - რა მოხდა „ნიკორას“ მასტერკლასზე

კულინარია განსაკუთრებული სახის ხელოვნებაა, სადაც იმდენი აზრია, რამდენი ადამიანიცაა. ამ პროფესიისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, სულ უფრო მეტი მსურველი აბარებს პროფესიულ კოლეჯსა თუ სასწავლებელში, ესწრება მასტერკლასებსა თუ ირჩევს კულინარიულ კურსებს. ზოგი მომავალი კონდიტერი ან შეფ-მზარეულია, ზოგიც უბრალოდ მოყვარული, რომელსაც ცოდნის გაღრმავება სურს. როცა სურვილი არსებობს, შესაძლებლობაც გეძლევა, მთავარია, ეს სფერო გიყვარდეს და გაინტერესებდეს.

ქართული ხორც-პროდუქტების კომპანია „ნიკორა“ დიდი ხანია, რაც სხვადასხვა აქტივობებით ხელს უწყობს კულინარიით დაინტერესებული ადამიანების წახალისებას. ამჯერად ძალიან საინტერესო კულინარიულ მასტერკლასს უმასპინძლა, რომელსაც ყველასათვის საყვარელი კულინარები - აჩო და ქეთო უძღვებოდნენ.

18 ივნისს, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 10 იღბლიან მონაწილეს საშუალება ქონდა დასწრებოდა გამოცდილი კულინარების ძალიან საინტერესო მასტერკლასს, ესწავლათ მათგან ბევრი მნიშვნელოვანი კულინარიული ხრიკი და მონაწილეობა მიეღოთ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მენიუს შექმნაში.

მასტერკლასზე მომზადდა შემდეგი კერძები:

ქართული და უცხოური სამზარეულოს საინტერესო მიქსით უგემრიელესი კერძები შეიქმნა. ძალიან საინტერესო გემო ჰქონდა ტარხუნის პასტას, რომელიც საოცრად მოუხდა რაგუსა და ახალი კარტოფილის პიურეს.

ასევე, მონაწილეებისთვის აღმოჩენა იყო ყველის ცომი, რომელსაც „ჩედარი“ პიკანტურ გემოს, განსხვავებულ სტრუქტურას და შეფერილობას მატებდა. „მიუნხენური“ სოსისი კი საუკეთესო რამ აღმოჩნდა, რაც კი შეგვეძლო ამ ცომში მოგვეთავსებინა.

მჭადის ტაკოები მასტერკლასის მონაწილეებმა თავად გამოაცხვეს და მათთვის სასურველი შიგთავსით მოამზადეს. რაც მთავარია, მჭადის ტაკოებს ძალიან მოუხდა ჭარხლის ფოთოლი, შაშხი ჩალაღაჯი, ტარხუნის პასტა, მოცარელას ბურთულები ტარხუნის ემულსიის შიგთავსით.

იმისთვის, რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს, მხოლოდ შეფ-მზარეულის პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან როლს პროდუქტების და ინგრედიენტების ხარისხი ასრულებს, რომელიც კერძში უნდა იქნას გამოყენებული.

„შეიძლება არასწორად გააკეთო რაღაც, მაგრამ თვითონ პროდუქტი დაგეხმარება, რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს...“

ესპანური რაგუს მთავარი ინგრედიენტი „ნიკორას“ ნედლი ხორცი იყო, რომელიც ამჟამად „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ 24 ფილიალშია წარმოდგენილი. როგორც აჩო ზამბახიძემ თქვა, კერძის მომზადებისას მნიშვნელოვანია, რომ ხორცი სწორად შეირჩეს. ასევე მან პასუხი გასცა ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ შეკითხვას - უნდა გავრეცხოთ თუ არა ხორცი. მისი თქმით, მაღაზიაში შეძენილი, სწორ პირობებში შენახული ხორცის გარეცხვა არ არის საჭირო, რადგან მისი მომზადებისას პოტენციურად არსებული ბაქტერიები მაინც ნადგურდება. აჩომ ასევე გვირჩია, თავი შევიკავოთ ხორცის ბაზარში ყიდვისგან, სადაც ხორცის შენახვისა თუ დაჭრის პირობები დაცული არ არის.

„ნიკორას“ ნედლი ხორცი მაღაზიებში ყოველდღიურად ახლდება და ფასიც კონკურენტულია. სრულად დაცულია მისი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები, სწორედ ამიტომ არის იგი უსაფრთხო, ჯანსაღი, განსაკუთრებულად გემრიელი და რაც მთავარია ქართულია და მუდამ ახალია. ეს არის ხორცი მთელი ოჯახისთვის.

ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ ხორცის რომელ ნაჭერს აიღებთ, როგორი დაძველების იქნება ის და როგორ დაამუშავებთ. იმ შემთხვევაში, თუ კერძისთვის ძალიან თხელი ნაჭრები გჭირდებათ, მარტივ ხრიკს გაგიზიარებთ: თუ ხორცს 3-4 საათით საყინულეში მოათავსებთ, მარტივად შეძლებთ მის ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრას.

ზიზი ბერაია, მასტერკლასის მონაწილე:

„ზღვა ემოციები მივიღე, რომლებიც ძალიან დიდხანს გამყვება. ველოდი, რომ კარგი დღე იქნებოდა, მაგრამ მართლაც საოცარი, ზღაპრული და დაუვიწყარი იყო ჩემთვის. მაქვს კულინარიული ბლოგი, მოყვარული კულინარი ვარ, მიყვარს ქართული კერძების გადაკეთება და მათი ახლებურად წარდგენა. გადახალისება ყველაფერს სჭირდება. რა თქმა უნდა, ძველი გემოები არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ ახლის შეტანა საჭიროა. ეს ჩემი ინტერესის სფეროა და მასტერკლასზე მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება“.

ქეთი ხმალაძე, მასტერკლასის მონაწილე:

„მასტერკლასმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან საინტერესო იყო. აი, ისეთი, რომ არ გინდა დამთავრდეს. დაახლოებით 2 წელია მოყვარული კულინარი ვარ, მაქვს საკუთარი ბლოგიც. ძალიან ბევრი დეტალი ვისწავლეთ, ისეთი, რომელიც შეიძლება აქამდე არც გვქონდა გაგონილი. პროდუქტიული და ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.

კულინარიული მასტერკლასის ბოლო, დამამთავრებელი ნოტი - საოცრად არომატული და გემრიელი სიცილიური კოქტეილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასტერკლასი რამდენიმე საათი გაგრძელდა, დაღლა არავის უგრძვნია.

აჩო ზამბახიძე:

„დამწყებ მზარეულებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად მოუსმინონ გამოცდილ მზარეულებს. რასაც ისინი ასწავლიან, გამოიყენონ არა იმისთვის, რომ იგივე გაიმეორონ, არამედ იმისთვის, რომ ეს ცოდნა საკუთარი ინტერპრეტაციით დაამუშავონ. დღევანდელ მასტერკლასზე ჩვენც სწორედ ეს განაცხადი გავაკეთეთ, რომ ჩვენ რასაც აქ ვასწავლით, ამას იმიტომ კი არ ვასწავლით, რომ მერე სახლში წავიდნენ და იგივე გაიმეორონ, არამედ იმიტომ, რომ ამ ტექნიკის ათვისებას თავიანთი ცოდნა და ფანტაზია დაუმატონ. რასაც სხვა გასწავლის, ის შენებურად უნდა გამოიყენო. დღევანდელმა მასტერკლასმაც იგივე გვაჩვენა.

თუ გინდა, რომ ეს პროფესია შენთვის თავგადასავალი იყოს, მაშინ აუცილებლად უნდა იყო შემოქმედებითი, არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების და მარცხის. ცოდნისა და პრაქტიკის ხარჯზე აუცილებლად გამოგივა ის, რაც გინდოდა“.

მონაწილეებმა აჩოსთან და ქეთოსთან ერთად მოამზადეს და დააგემოვნეს კერძები და სამახსოვროდ ფოტოებიც გადაიღეს. სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი კი მასტერკლასის დასასრულს, მონაწილეებისთვის „ნიკორას“ სასაჩუქრე ჩანთები იყო.

როგორც „ნიკორაში“ გვითხრეს, მსგავსი მასტერკლასები კიდევ არაერთხელ ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს მიეცემა დასწრების შესაძლებლობა, რათა გაიღრმავონ ცოდნა და მიღებული გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ.