საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ ეს. პირიქით, ეს ასევე არის აღიარების ნიშანი და მკაფიო მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი "ტვიტერზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს.
"ახლა, ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის. მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად" - აცხადებს ბორელი.
ნახეთ ასევე:
ევროპის გზას საქართველო მაშინ დაადგა, მედეა რომ იაზონს გაჰყვა ელადაში.რაც შეეხება წინგადადგმულ დიდ ნაბიჯს,ვშიშობ რომ ეს არ დარჩეს სიცარიელეში გადადგმულ ნაბიჯად.
ar vicodi, Turme არსებობს წამლები, რომელთაც დეპოლარიზაცის ბლოკატორი აგენტები ეწოდება. ეს წამლები დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებელ არხებს ხსნის, ამით გახანგრძლივებულ დეპოლარიზაციას იწვევს და არ აძლევს მათ დახურვის საშუალებას, რითაც ხელს უშლის რეპოლარიზაციას.