სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ურთიეთძაგებაში გართულ ადამიანებს ალბათ არც კი წარმოუდგენიათ, რომ ევროკავშირში ადამიანის სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია" - რას წერს გოგლა ჟვანია
"ამ ურთიეთძაგებაში გართულ ადამიანებს ალბათ არც კი წარმოუდგენიათ, რომ ევროკავშირში ადამიანის სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია" - რას წერს გოგლა ჟვანია

ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმა, გოგ­ლა ჟვა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე წერს. მისი თქმით, რომ არა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ გა­უჩ­ნდე­ბო­და.

"უკა­ნას­კნე­ლი 34 წლის მან­ძილ­ზე მი­ვეჩ­ვიე, რომ ნე­ბის­მი­ერ მეტ-ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა ის­ტე­რი­ულ ვნე­ბა­თა­ღელ­ვად იქ­ცე­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. არც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სა­კი­თხია ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი, გა­ივ­სო მე­დია და ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე ერ­თმა­ნე­თის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მი­მარ­თვე­ბით, სხვა­თა შო­რის ამ ურ­თი­ე­თძა­გე­ბა­ში გარ­თულ ადა­მი­ა­ნებს ალ­ბათ არც კი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ადა­მი­ა­ნის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და სო­ლი­დურ ფუ­ლად ჯა­რი­მას­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა პი­რო­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს, მა­გა­ლი­თად გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით "უწყი­ნა­რი" მი­მათ­ვა "სა­ქო­ნე­ლო" შე­იძ­ლე­ბა 600 ევრო და­გიჯ­დეთ, ასე რომ "ჩვენს ქარ­თვე­ლო­ბას და ტრა­დი­ცი­ებს" კი­დევ ერთი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ევ­რო­პა­ში. მაგ­რამ და­ვუბ­რუნ­დე­ბი კან­დი­და­ტის სტა­ტუსს. რე­ა­ლუ­რად რომ არა უკ­რა­ი­ნის ომი, უახ­ლო­ეს წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად არ გა­აჩ­ნდა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის, მათ შო­რის რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის, მავ­ნებ­ლუ­რი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით, თუნ­დაც ბოლო გა­სა­ო­ცა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თურ­მე კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჩვენ­გან რუ­სეთ­თან ომის და­წყე­ბას ითხოვ­დნენ ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. მოკ­ლედ უკ­რა­ი­ნელ­თა თავ­გან­წირ­ვამ და რუ­სე­თი­დან მო­მა­ვალ­მა საფრ­თხემ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი გა­მო­ნაკ­ლი­სის ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო პერ­სპექ­ტი­ვა გაგ­ვიხ­სნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, უბ­რა­ლოდ პა­ტა­რა, მოკლეხ­ნი­ა­ნი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა გვაქვს შე­სას­რუ­ლებ­ლი. ასე რომ, გზა ნა­თე­ლია, საკ­მა­ოდ იო­ლი­ცაა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მო­მა­ვალ წელს გვექ­ნე­ბა თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი!" - წერს გოგ­ლა ჟვა­ნია "ფე­ის­ბუქ­ში".

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცი­აც მი­ი­ღო. დო­კუ­მენ­ტი­ში სა­ქარ­თვე­ლოც არის ნახ­სე­ნე­ბი და ნათ­ქვა­მია, რომ ისიც უნდა გახ­დეს კან­დი­და­ტი, მას შემ­დეგ რაც ის და­ას­რუ­ლებს აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამლუქი
10

წადი რა ერევანში გელოდებიან გოგლა

აქვსენტი
16

გაუჩნდა შანსი ბიჭს ფულის გაკეთების

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ამ ურთიეთძაგებაში გართულ ადამიანებს ალბათ არც კი წარმოუდგენიათ, რომ ევროკავშირში ადამიანის სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია" - რას წერს გოგლა ჟვანია

"ამ ურთიეთძაგებაში გართულ ადამიანებს ალბათ არც კი წარმოუდგენიათ, რომ ევროკავშირში ადამიანის სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია" - რას წერს გოგლა ჟვანია

ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე წერს. მისი თქმით, რომ არა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, საქართველოს აღნიშნული პერსპექტივა უახლოეს მომავალში არ გაუჩნდებოდა.

"უკანასკნელი 34 წლის მანძილზე მივეჩვიე, რომ ნებისმიერ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ისტერიულ ვნებათაღელვად იქცევა ჩვენს ქვეყანაში. არც ევროკავშირის კანდიდატის საკითხია ამ მხრივ გამონაკლისი, გაივსო მედია და ინტერნეტ სივრცე ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვებით, სხვათა შორის ამ ურთიეთძაგებაში გართულ ადამიანებს ალბათ არც კი წარმოუდგენიათ, რომ ევროკავშირში ადამიანის სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია და სოლიდურ ფულად ჯარიმასთან ერთად შეიძლება პირობითი პატიმრობაც კი გამოიწვიოს, მაგალითად გერმანიაში ქართული გაგებით "უწყინარი" მიმათვა "საქონელო" შეიძლება 600 ევრო დაგიჯდეთ, ასე რომ "ჩვენს ქართველობას და ტრადიციებს" კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება ევროპაში. მაგრამ დავუბრუნდები კანდიდატის სტატუსს. რეალურად რომ არა უკრაინის ომი, უახლოეს წლებში საქართველოს ნამდვილად არ გააჩნდა კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა, რაც გამოწვეულია, ჩვენი პოლიტიკური ელიტის, მათ შორის როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით, თუნდაც ბოლო გასაოცარი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ ჩვენგან რუსეთთან ომის დაწყებას ითხოვდნენ ამის ნათელი მაგალითია. მოკლედ უკრაინელთა თავგანწირვამ და რუსეთიდან მომავალმა საფრთხემ ევროპის ქვეყნები გამონაკლისის ხასიათზე დააყენა და მოულოდნელი სასიამოვნო პერსპექტივა გაგვიხსნა ევროინტეგრაციის გზაზე, უბრალოდ პატარა, მოკლეხნიანი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებლი. ასე რომ, გზა ნათელია, საკმაოდ იოლიცაა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული მომავალ წელს გვექნება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი!" - წერს გოგლა ჟვანია "ფეისბუქში".

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტმა შესაბამისი მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღო. დოკუმენტიში საქართველოც არის ნახსენები და ნათქვამია, რომ ისიც უნდა გახდეს კანდიდატი, მას შემდეგ რაც ის დაასრულებს აუცილებელი რეფორმების გატარებას.