პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა

დღეს, სს ლი­ბერ­თი ბანკსა და სს "ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბი“ - ივ.ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტალს შო­რის გა­ფორმ­და ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ლი­ბერ­თის უფ­რო­სი თა­ო­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის სხვა მფლო­ბე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ.

ივ.ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის ჰოს­პი­ტალ­ში ლი­ბერ­თის ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას, სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი გავ­რცელ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად - კარ­დი­ო­ლო­გი­ურ და ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებ­ზე. სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის მქო­ნე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი - კერ­ძოდ, მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­და­იხ­დის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის მხო­ლოდ 50%-ს.

ამას გარ­და, შა­ბათ-კვი­რას, 50%-იან ფას­დაკ­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ლი­ბერ­თის სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის სხვა მფლო­ბე­ლე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ანა­ლი­ზებ­სა და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­ზე (მაგ. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია).

„ივ. ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტა­ლი თა­ვი­სი კონ­ცეფ­ცი­ით „შენ­თან ახ­ლოს“ მუდ­მი­ვად ცდი­ლობს პა­ცი­ენ­ტებს შე­უქ­მნას მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ლი­ბერ­თის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის მფლო­ბე­ლე­ბი­სათ­ვის სა­სურ­ველ სარ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გავ­ზარ­დოთ და ამი­სათ­ვის, ჩვენს ჰოს­პი­ტალ­ში შევ­თა­ვა­ზოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი. ჩვენ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ლი­ბერ­თის­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის და ამ­ჯე­რად შეგ­ვიძ­ლია რო­გორც უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის სხვა მფლო­ბე­ლე­ბის­თვის ზრუნ­ვა­ში გა­ვერ­თი­ან­დეთ,“ - აღ­ნიშ­ნავს მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი, ივ.ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პიტ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

„ლი­ბერ­თის სტრა­ტე­გი­ის „ახა­ლი ლი­ბერ­თი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის” ფარ­გლებ­ში, ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს ვთა­ვა­ზობთ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ სა­ბან­კო პრო­დუქ­ტებ­სა და სპე­ცი­ა­ლურ შე­თა­ვა­ზე­ბებს. უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი მუდ­მი­ვი პრი­ო­რი­ტე­ტია. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ვაგ­რძე­ლებთ "ევექ­სი ჰოს­პიტ­ლებ­თან“ წარ­მა­ტე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და დღე­ი­დან ვი­წყებთ ივ.ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის ჰოს­პი­ტალ­თან ერ­თობ­ლივ პროგ­რა­მას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი და სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნავს ვაჟა მე­ნაბ­დე, ლი­ბერ­თის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი.

R

თამარი
0

კარგია, ვიღაცამ მაინც იზრუნოს ხანდაზმულებზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა

დღეს, სს ლიბერთი ბანკსა და სს ,,ევექსი ჰოსპიტლები“ - ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად - კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე. სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები - კერძოდ, მომხმარებელი გადაიხდის თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს.

ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია).

„ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით „შენთან ახლოს“ მუდმივად ცდილობს პაციენტებს შეუქმნას მათზე მორგებული პირობები. ამ შემთხვევაში, ლიბერთისთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას სოციალური ბარათის მფლობელებისათვის სასურველ სარვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და ამისათვის, ჩვენს ჰოსპიტალში შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და ამჯერად შეგვიძლია როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ასევე სოციალური ბარათის სხვა მფლობელებისთვის ზრუნვაში გავერთიანდეთ,“ - აღნიშნავს მამუკა იმედაშვილი, ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალური დირექტორი.

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ,,ევექსი ჰოსპიტლებთან“ წარმატებულ თანამშრომლობას და დღეიდან ვიწყებთ ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალთან ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო სერვისები და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ - აღნიშნავს ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

R