პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა - რა წერია საქართველოს შესახებ რეზოლუციაში
ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა - რა წერია საქართველოს შესახებ რეზოლუციაში

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცი­აც მი­ი­ღო.

რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში სა­ქარ­თვე­ლოც არის ნახ­სე­ნე­ბი და ნათ­ქვა­მია, რომ ისიც უნდა გახ­დეს კან­დი­და­ტი, მას შემ­დეგ რაც ის და­ას­რუ­ლებს აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას.

ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში აცხა­დებს, რომ არ უნდა იყოს არა­ნა­ი­რი "სწრა­ფი გზა“ ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის­თვის.

"წევ­რო­ბა უნდა მი­ე­ნი­ჭოს მხო­ლოდ დამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბა მის პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის“,- ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში.

  • რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი 529 ევ­რო­დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 45 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, 14-მა კი თავი შე­ი­კა­ვა.

"პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კის და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, "ცალ­სა­ხად წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვი­ან­თი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად“, და­აჩ­ქა­რონ რე­ფორ­მე­ბი, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შეს­რულ­დეს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, მოლ­დო­ვე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ცხოვ­რე­ბას თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ და კე­თილ­დღე­ო­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ამა­ყი და ერ­თგუ­ლი წევ­რე­ბი არი­ან,“- აცხა­დე­ბენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაწყენი ქართველი
1

კიდევ ერთხელ გადაგვაგდო ევროპამ, სამწუხაროდ. ვისაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ - ვულოცავ, იქ ხომ ყვავის დემოკრატია და კორუფციის ჭაჭანება არ არის

ირაკლი
0

ყველამ ერთად უნდა დავდგეთ

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა - რა წერია საქართველოს შესახებ რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა - რა წერია საქართველოს შესახებ რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა შესაბამისი მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღო.

რეზოლუციის ტექსტში საქართველოც არის ნახსენები და ნათქვამია, რომ ისიც უნდა გახდეს კანდიდატი, მას შემდეგ რაც ის დაასრულებს აუცილებელი რეფორმების გატარებას.

ამასთან, ევროპარლამენტი რეზოლუციაში აცხადებს, რომ არ უნდა იყოს არანაირი "სწრაფი გზა“ ევროკავშირში წევრობისთვის.

"წევრობა უნდა მიენიჭოს მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრიტერიუმების შესრულება მოხდება.

ევროკავშირის გაფართოება მის პირად ინტერესებში შედის“,- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

  • რეზოლუციას მხარი 529 ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 45 წინააღმდეგ წავიდა, 14-მა კი თავი შეიკავა.

"პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, "ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან,“- აცხადებენ ევროპარლამენტარები.