პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა" - რას წერს შოთა არველაძე
"ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა" - რას წერს შოთა არველაძე

ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი და ამ­ჯა­მად ინ­გლი­სუ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის, "ჰალ სი­ტის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სებს სა­ქარ­თვე­ლოს 64 ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის წიგ­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის და გა­ნახ­ლე­ბის პროგ­რა­მას.

არ­ვე­ლა­ძე ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და აკ­რი­ტი­კებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის შემ­დე­გაც ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ვა­უ­ჩე­რი­ზა­ცია და მათი ახა­ლი წიგ­ნე­ბით მო­მა­რა­გე­ბის პროგ­რა­მა შე­ჩერ­და.

"წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩემი და ჩემი ძმე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტი იყო სა­ფეხ­ბურ­თო თე­რა­პია, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ზარ­დე­ბის­თვის ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის, და­მე­გობ­რე­ბის და სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ჩვე­ნი ფონ­დის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა პრო­ექ­ტმა სხვა­დას­ხვა ტურ­ნი­რის, აქ­ტი­ვო­ბის და ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში 1000-მდე მო­ზარ­დი გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

არა­ერ­თი პარტნი­ო­რის, სა­ელ­ჩოს თუ მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 6 რე­გი­ონ­ში, ბევ­რი რამ გა­კეთ­და რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბის, ისე მო­ზარ­დე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­ჩე­ნის კუ­თხით.ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდის გარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და დღემ­დე რჩე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მის და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც.

რე­გი­ონ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე, აქ­ტი­ვო­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა მი­ცე­მუ­ლი შან­სია, რო­მელ­საც ბევ­რი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბის შეც­ვლა შე­უძ­ლია. ზო­გი­ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში ეს შან­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, სხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში წიგ­ნე­ბი, შე­მეც­ნე­ბა და ა.შ. სი­ნა­ნუ­ლით უნდა ვთქვა, რომ ხში­რად გვი­ჭირს ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის იმ ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის­თვის დათ­მო­ბა, სა­დაც უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი მო­ზარ­დი ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რობს.

ამის ფონ­ზე, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი 64 ბიბ­ლი­ო­თე­კა დარ­ჩეს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მის გა­რე­შე, რო­გო­რი­ცაა ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ვა­უ­ჩე­რი­ზა­ცია. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ყო­ველ­წლი­უ­რად, 64 ქა­ლა­ქის ბიბ­ლი­ო­თე­კა სრუ­ლი­ად ახა­ლი წიგ­ნე­ბით მა­რაგ­დე­ბა.არ ვი­სა­უბ­რებ დე­ტა­ლებ­ზე და არც იმა­ზე, რა მი­ზე­ზით შე­ჩერ­და ეს პრო­ექ­ტი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა რა­მეა: არ­ცერ­თი მო­ზარ­დი და რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი არ უნდა დარ­ჩეს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის და სა­ჭი­რო წიგ­ნის გა­რე­შე.

რთულ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა ერთ-ერთ იშ­ვი­ათ შე­საძ­ლებ­ლო­ბად ჩავ­თვა­ლოთ, რაც ცხოვ­რე­ბას უფრო ხა­ლი­სი­ანს, სა­ინ­ტე­რე­სოს და იმე­დით სავ­სეს ხდის.ამი­ტომ, ვერ­თვე­ბი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის წიგ­ნა­დი ფონ­დის შევ­სე­ბის პრო­ექ­ტში და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სრუ­ლად და­ფი­ნანსდე­ბა 64 ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის წიგ­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის და გა­ნახ­ლე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ი­ცავს.

ჩემს ჩარ­თუ­ლო­ბას აქვს ორი მი­ზა­ნი: გა­დარ­ჩე­ნა და წა­ხა­ლი­სე­ბა - გა­დარ­ჩე­ნა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტის და წა­ხა­ლი­სე­ბა მკი­თხვე­ლი­სა და ახა­ლი თა­ო­ბის, რათა მეტი მო­ტი­ვა­ცი­ით გა­აგ­რძე­ლონ სწავ­ლა და შე­მეც­ნე­ბა.

მად­ლო­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას. იმე­დი მაქვს, პრო­ექ­ტში აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ხით არა­ერ­თი სპორ­ტსმე­ნი, მწე­რა­ლი და მო­ზარ­დე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ჩა­ერ­თვე­ბა", - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფიო
0

იქნებ ჩემი სკოლის ბიბლიოთეკასაც დაეხმაროთ. მადლობა.

-
11

კაით რა! ვინც სიკეთეს აკეთებს ასე ხმამაღლა კი არ ყვირის.

სწორედაც ისინი აკეთებენ ასე ვინც მომავალში ამ გაკეთებული სიკეთეებით მიღებული დიდვიდენდების გამოყენებას ფიქრობს.

ფაქტი მომეწონა მაგრამ საჯაროდ ამაზე წერა არა.

ღმერთმა ბევრი სიკეთე გაკეთებინოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა" - რას წერს შოთა არველაძე

"ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა" - რას წერს შოთა არველაძე

ვეტერანი ფეხბურთელი და ამჯამად ინგლისური საფეხბურთო კლუბის, "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე სრულად დააფინანსებს საქართველოს 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამას.

არველაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აკრიტიკებს გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგაც ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია და მათი ახალი წიგნებით მომარაგების პროგრამა შეჩერდა.

"წლების მანძილზე ჩემი და ჩემი ძმების ერთ-ერთი საყვარელი პროექტი იყო საფეხბურთო თერაპია, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვის ფეხბურთის თამაშის, დამეგობრების და სოციალურ აქტივობებში ჩართვის შესანიშნავი საშუალებაა. ჩვენი ფონდის მიერ ორგანიზებულმა პროექტმა სხვადასხვა ტურნირის, აქტივობის და ფესტივალის ფარგლებში 1000-მდე მოზარდი გააერთიანა.

არაერთი პარტნიორის, საელჩოს თუ მეგობრის დახმარებით საქართველოს 6 რეგიონში, ბევრი რამ გაკეთდა როგორც ინფრასტრუქტურის განახლების, ისე მოზარდებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის გაჩენის კუთხით.ფეხბურთის თამაშის ხელმისაწვდომობის ზრდის გარდა, მნიშვნელოვანი იყო და დღემდე რჩება რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის განათლების მიცემის დამატებითი შესაძლებლობაც.

რეგიონში და განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ნებისმიერი სიახლე, აქტივობა და წახალისება მიცემული შანსია, რომელსაც ბევრი მათგანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ზოგიერთის შემთხვევაში ეს შანსი შეიძლება იყოს ფეხბურთის თამაში, სხვების შემთხვევაში წიგნები, შემეცნება და ა.შ. სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს.

ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება.არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე.

რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის.ამიტომ, ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება - გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება.

მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას. იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება", - წერს შოთა არველაძე.