მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვუყურებთ მიშა სააკაშვილს, ოღონდ, უხარისხო შესრულებით" - პრემიერის ხმაურიანი გამოსვლა და ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სხდომა პარლამენტში: როგორია ექსპერტის შეფასება?
"ჩვენ ვუყურებთ მიშა სააკაშვილს, ოღონდ, უხარისხო შესრულებით" - პრემიერის ხმაურიანი გამოსვლა და ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სხდომა პარლამენტში: როგორია ექსპერტის შეფასება?

პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წლი­უ­რი ან­გა­რი­ში პარ­ლა­მენ­ტში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის წლე­ბის მი­მო­ხილ­ვას და­ეთ­მო. მის გა­მოს­ვლას და პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­და­დე­ბას დარ­ბაზ­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ევ­რო­კო­მი­სი­ის 17 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დიდი გა­მარ­ჯვე­ბა უწო­და. ამ წი­ნა­და­დე­ბას მოჰ­ყვა ქა­ო­სი და ოპო­ზი­ცი­ის შე­ძა­ხი­ლე­ბი: "მო­ღა­ლა­ტე, მონა". იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნაა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა, გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნა ამ კუ­თხით არც ერთი მხრი­დან ვე­რა­ფე­რი იმე­დის მომ­ცე­მი გა­მოდ­გა.

პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ქმე­დე­ბა მისი გა­მოს­ვლის ჩაშ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მო­თხოვ­ნაა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრო­ცე­სი ოპო­ზი­ცი­ი­დან უნდა და­ი­წყოს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ის არ არის ოლი­გარ­ქი. ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭე­ბით ევ­რო­კავ­ში­რი იმის გამო გვსჯის, რომ "ომში ვერ ჩაგ­ვით­რი­ეს".

  • დღის ბო­ლოს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის რი­ტო­რი­კას გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი უწო­და.

"მე მგო­ნი, მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, ვინც მო­ის­მი­ნა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლია დღე­ვან­დე­ლი დღით და მეც ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და მინ­და, აქე­დან გა­ვაგ­ზავ­ნო ბრი­უ­სელ­ში სხვა გზავ­ნი­ლი, რომ ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლო, ეს არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნება, ეს არ ვიცი რას წარ­მო­ად­გენს, ნებ­სით ხდე­ბა თუ უნებ­ლი­ედ, ეს სა­გან­გე­ბოდ არის გა­კე­თე­ბუ­ლი, უკვე მე ამა­ზე პა­სუ­ხი აღარ მაქვს. რო­დე­საც ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბი, რო­გორც მი­ნი­მუმ, ორი რამ მო­გე­თხო­ვე­ბა: ერთი, რომ შენი ხალ­ხის ხმა გა­ი­გო­ნო (რაც ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ე­თხო­ვე­ბა);

მე­ო­რე - გა­ი­გო, რას ელო­დე­ბა შენ­გან პარტნი­ო­რე­ბის თავ­შეყ­რა, რო­მე­ლიც ზეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. პარტნი­ო­რე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ ერთ მარ­ტივ რა­მეს, რომ გა­მოთ­ქმუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ კი ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ამას გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფერს ასე თა­ვის­თა­ვად მი­ვი­ღებთ, მაგ­რამ ჩვენ მზად ვართ, არა პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლად და არა და­პი­რის­პი­რე­ბით, ყვე­ლამ ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ წლის ბო­ლოს შე­ვას­რუ­ლოთ ჩვენს მი­მართ ყვე­ლა გზავ­ნი­ლი".

პარ­ლა­მენ­ტში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და დიდი მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა.

"დღეს ღა­რი­ბაშ­ვილს ეგო­ნა, რომ არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში გა­მო­დი­ო­და", - იხუმ­რა "ფე­ის­ბუკ­ში" პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ Ambebi.ge-სთან ას­კვნის, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არაა და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხალ­ხმა უნდა მი­ი­ღოს.

"წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რას ილა­პა­რა­კებ­და. რა­საც მო­ვე­ლო­დი, ის იყო - ბოდ­ვა სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე და როცა ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად არის, იმის მტკი­ცე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა. მას იმ­დე­ნად ბრიყ­ვად მი­აჩ­ნია ყვე­ლა, რომ გა­მარ­ჯვე­ბად ასა­ღებს ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნას.

ეს იმას ნიშ­ნავს, ტორ­ტი რომ შე­უკ­ვე­თე და ტორ­ტის ყუთი მო­გი­ვი­და, შენ კი ოჯახს ახა­რებ - აი, ტორ­ტის ყუთი ხომ მო­გი­ვი­დათ და ჭა­მეთ ახლა ეს ყუ­თიო. რა­ტომ­ღაც, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ამას ვინ­მე ნორ­მა­ლუ­რად აღიქ­ვამს. ბრი­უ­სელ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია და დღეს აქ რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, არა­ფერს შეც­ვლი­და. ნუ გვექ­ნე­ბა იმის იმე­დი, რომ რა­ღა­ცას კი­დევ გა­ვა­კე­თებთ და ევ­რო­საბ­ჭო რა­მეს შეც­ვლის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რა­ღაც პო­ზი­ტი­უ­რი მა­ინც შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს, ხომ? პრე­მი­ე­რის ამ გა­მოს­ვლი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არაა.

რა გა­ა­კე­თა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იმის მეტი, რომ ნა­ცებს აგი­ნა და მერე ნა­ცებ­მა აქეთ აგი­ნეს? ეს არის კლა­სი­კუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი იმ­პო­ტენ­ცია - როცა არა­ფე­რი შე­გიძ­ლია, შენი უნი­ა­თო­ბა ვი­ღა­ცას უნდა და­აბ­რა­ლო. თურ­მე ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს გა­და­ვუს­წა­რით... კარ­გით, რაა. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბის სუ­რა­თე­ბის შექ­მნა­ში მიშა ამა­ზე ბევ­რად მა­გა­რი იყო. ჩვენ ახლა ვუ­ყუ­რებთ იმა­ვე მი­შას, ოღონდ, უხა­რის­ხო შეს­რუ­ლე­ბით.

პრე­ზი­დენ­ტის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ზე რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო? პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო და­ა­დო მოს­მე­ნე­ბის კა­ნონს, ისიც ხომ კა­ხე­ლია და კა­ხუ­რად გაბ­რაზ­და, ახლა ის კა­ხუ­რი ვე­ტო­ე­ბის და­დე­ბას და­ი­წყებს.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის დე­ტა­ლებ­ში შეს­ვლას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აქვს აზრი, ეს იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბოღ­მით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ბოდ­ვა და რა ილა­პა­რა­კა კონ­კრე­ტუ­ლად ამ პერ­სო­ნამ, სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ეს ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­როს სცილ­დე­ბა. არა­ნა­ი­რი ში­ნა­არ­სი ამა­ში არ არის, მაგ­რამ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ეგ არის, რაც არის.

ჩემი მხრი­დან სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­უ­რა­ცხყო­ფა იქ­ნე­ბო­და კო­მენ­ტა­რე­ბის კე­თე­ბა ისეთ ადა­მი­ან­ზე, რო­გო­რიც ღა­რი­ბაშ­ვი­ლია. პრე­მი­ე­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იქ­ცე­ვა ასე, სიბ­რიყ­ვით მოს­დის, თუ თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტით, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

ფაქ­ტია, რომ პრე­მი­ე­რი ამით ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს. ამათ რომ არ უნ­დათ ევ­რო­პა, ერ­თია, მაგ­რამ ხალ­ხსაც არ უნდა? ხალ­ხს ხომ უნდა? ხალ­ხს თუ უნდა, მა­შინ მან უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­რო ხალ­ხია. პირ­და­პი­რი დე­მოკ­რა­ტია მუ­შა­ობს ასე: ხალ­ხი ქი­რა­ობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმი­ტომ, რომ მისი ნება აღას­რუ­ლოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხის ნე­ბას თუ აღარ ას­რუ­ლებს, ხალ­ხი ასეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უშ­ვებს სახ­ლში და მოჰ­ყავს ისე­თი, რო­მე­ლიც მის ნე­ბას აღას­რუ­ლებს. ასე მუ­შა­ობს დე­მოკ­რა­ტია. ამას მხო­ლოდ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით თუ გა­ვა­კე­თებთ,“ - ამ­ბობს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 104 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bejani
5

უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო! საშინელი ხელისუფლება, საშინელი ოპოზიცია, საშინელი "ვითომ ექსპერტები", კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, თუ ვინმე ნორმალური, განათლებული და პატრიოტი გამოჩნდა, ისე დაკორტნიან და ჩაწიხლავენ პოლიტიკაში მოსვლის და სიკეთის გაკეთების სურვილს დაუკარგავენ!

ლკნ
9

მოკლედ კახელი ჩალიჩობს, რომ ევროპამ იფიქროს, ასეთ ველურ პრემიერს ევროპამ ვერაფერი ასწავლაო ისევ იმ ვირად დარჩაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენ ვუყურებთ მიშა სააკაშვილს, ოღონდ, უხარისხო შესრულებით" - პრემიერის ხმაურიანი გამოსვლა და ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სხდომა პარლამენტში: როგორია ექსპერტის შეფასება?

"ჩვენ ვუყურებთ მიშა სააკაშვილს, ოღონდ, უხარისხო შესრულებით" - პრემიერის ხმაურიანი გამოსვლა და ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სხდომა პარლამენტში: როგორია ექსპერტის შეფასება?

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში პარლამენტში, ტრადიციულად, წინა ხელისუფლების მმართველობის წლების მიმოხილვას დაეთმო. მის გამოსვლას და პირველივე წინადადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებას დიდი გამარჯვება უწოდა. ამ წინადადებას მოჰყვა ქაოსი და ოპოზიციის შეძახილები: "მოღალატე, მონა". იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის მოთხოვნაა პოლარიზაციის შემცირება, გუშინდელი მოვლენა ამ კუთხით არც ერთი მხრიდან ვერაფერი იმედის მომცემი გამოდგა.

პრემიერის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედება მისი გამოსვლის ჩაშლას ემსახურებოდა. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი ოპოზიციიდან უნდა დაიწყოს, ბიძინა ივანიშვილი კი ხელშეუხებელი იქნება, ვინაიდან ის არ არის ოლიგარქი. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტატუსის არმინიჭებით ევროკავშირი იმის გამო გვსჯის, რომ "ომში ვერ ჩაგვითრიეს".

  • დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღარიბაშვილის რიტორიკას გამაოგნებელი უწოდა.

"მე მგონი, მთელი მოსახლეობა, ვინც მოისმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც ვარ გაოგნებული და მინდა, აქედან გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიედ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, უკვე მე ამაზე პასუხი აღარ მაქვს. როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდები, როგორც მინიმუმ, ორი რამ მოგეთხოვება: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგონო (რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება);

მეორე - გაიგო, რას ელოდება შენგან პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარტნიორები ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები და ამას გავაანალიზებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, არა პოლარიზებულად და არა დაპირისპირებით, ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ჩვენს მიმართ ყველა გზავნილი".

პარლამენტში ღარიბაშვილის გამოსვლას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და დიდი მღელვარება მოჰყვა.

"დღეს ღარიბაშვილს ეგონა, რომ არასამუშაო საათებში გამოდიოდა", - იხუმრა "ფეისბუკში" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, რომელიც ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ Ambebi.ge-სთან ასკვნის, რომ ეს ხელისუფლება არანაირი პირობების შემსრულებელი არაა და საბოლოო გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს.

"წინასწარ ვიცოდი, რას ილაპარაკებდა. რასაც მოველოდი, ის იყო - ბოდვა სიძულვილის ენაზე და როცა ყველაფერი ცუდად არის, იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად და შესანიშნავადაა. მას იმდენად ბრიყვად მიაჩნია ყველა, რომ გამარჯვებად ასაღებს ევროკომისიის დასკვნას.

ეს იმას ნიშნავს, ტორტი რომ შეუკვეთე და ტორტის ყუთი მოგივიდა, შენ კი ოჯახს ახარებ - აი, ტორტის ყუთი ხომ მოგივიდათ და ჭამეთ ახლა ეს ყუთიო. რატომღაც, ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ამას ვინმე ნორმალურად აღიქვამს. ბრიუსელში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დღეს აქ რაც უნდა მომხდარიყო, არაფერს შეცვლიდა. ნუ გვექნება იმის იმედი, რომ რაღაცას კიდევ გავაკეთებთ და ევროსაბჭო რამეს შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, რაღაც პოზიტიური მაინც შეუძლია გააკეთოს, ხომ? პრემიერის ამ გამოსვლიდან ნათლად ჩანს, რომ ეს ხელისუფლება არანაირი პირობების შემსრულებელი არაა.

რა გააკეთა ღარიბაშვილმა იმის მეტი, რომ ნაცებს აგინა და მერე ნაცებმა აქეთ აგინეს? ეს არის კლასიკური პოლიტიკური იმპოტენცია - როცა არაფერი შეგიძლია, შენი უნიათობა ვიღაცას უნდა დააბრალო. თურმე ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადავუსწარით... კარგით, რაა. ვირტუალური წარმატების სურათების შექმნაში მიშა ამაზე ბევრად მაგარი იყო. ჩვენ ახლა ვუყურებთ იმავე მიშას, ოღონდ, უხარისხო შესრულებით.

პრეზიდენტის გამოხმაურებაზე რა კომენტარი გავაკეთო? პრეზიდენტმა ვეტო დაადო მოსმენების კანონს, ისიც ხომ კახელია და კახურად გაბრაზდა, ახლა ის კახური ვეტოების დადებას დაიწყებს.

ღარიბაშვილის გამოსვლის დეტალებში შესვლას აბსოლუტურად არ აქვს აზრი, ეს იყო თავიდან ბოლომდე ბოღმით გაჯერებული ბოდვა და რა ილაპარაკა კონკრეტულად ამ პერსონამ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩემი ინტერესის სფეროს სცილდება. არანაირი შინაარსი ამაში არ არის, მაგრამ ღარიბაშვილი ეგ არის, რაც არის.

ჩემი მხრიდან საკუთარი თავის შეურაცხყოფა იქნებოდა კომენტარების კეთება ისეთ ადამიანზე, როგორიც ღარიბაშვილია. პრემიერი მიზანმიმართულად იქცევა ასე, სიბრიყვით მოსდის, თუ თვითგადარჩენის ინსტიქტით, რა მნიშვნელობა აქვს?

ფაქტია, რომ პრემიერი ამით ქვეყანას აზიანებს. ამათ რომ არ უნდათ ევროპა, ერთია, მაგრამ ხალხსაც არ უნდა? ხალხს ხომ უნდა? ხალხს თუ უნდა, მაშინ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ხელისუფლების წყარო ხალხია. პირდაპირი დემოკრატია მუშაობს ასე: ხალხი ქირაობს ხელისუფლებას იმიტომ, რომ მისი ნება აღასრულოს. ხელისუფლება ხალხის ნებას თუ აღარ ასრულებს, ხალხი ასეთ ხელისუფლებას უშვებს სახლში და მოჰყავს ისეთი, რომელიც მის ნებას აღასრულებს. ასე მუშაობს დემოკრატია. ამას მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ გავაკეთებთ,“ - ამბობს გია ხუხაშვილი.