საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 წელი "ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო, 10 წელი სასჯელი გამოვიწერე - ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ" - დავით უსუფაშვილი
"4 წელი "ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო, 10 წელი სასჯელი გამოვიწერე - ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ" - დავით უსუფაშვილი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­კუ­თა­რი დე­დის შემ­დეგ ვის აქვს ყვე­ლა­ზე დიდი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­წე­უ­ლი 2003-დან 2008 წლამ­დე? ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ყოფ­ნის გამო 10 წელი სას­ჯე­ლი გა­მო­ვი­წე­რე; პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­ტა­რებ და ხალ­ხთან თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი დავ­დი­ვარ, - ამის შე­სა­ხებ „ლე­ლოს“ წევ­რმა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამ­ბობ­და, ისე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და პა­სუხს არა­ვინ არა­ფერ­ზე აგებს.

„ჩვენ მი­ვი­ღეთ კვლავ ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რა გა­ა­ფუ­ჭა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. რა გა­ფუჭ­და და რა არ გა­კეთ­და მა­შინ. უკვე ამის სე­რი­ო­ზუ­ლად კო­მენ­ტი­რე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვინ მე­სა­უბ­რე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ გა­ფუ­ჭე­ბულ საქ­მე­ებ­ზე? – „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­კუ­თა­რი დე­დის შემ­დეგ ვის აქვს ყვე­ლა­ზე დიდი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­წე­უ­ლი 2003-დან 2008 წლამ­დე? ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეც ხდე­ბო­და, „იმე­დის“ დარ­ბე­ვაც, 7 ნო­ემ­ბე­რიც, ბიზ­ნე­სის და­წი­ო­კე­ბაც, ადა­მი­ა­ნე­ბის ცი­ხე­ებ­ში ჩაყ­რაც. ვინ აფი­ნან­სებ­და ამას? ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ აფი­ნან­სებ­და 2008 წლამ­დე? ერთი დღე არ ვმდგარ­ვარ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით. მე მიხ­სნით, რა იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“? უმა­დუ­რო­ბაა, რა­საც აკე­თებთ. 4 წელი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ყოფ­ნის გამო 10 წელი სას­ჯე­ლი გა­მო­ვი­წე­რე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს არა თქვე­ნი, არა­მედ ხალ­ხის წი­ნა­შე, რად­გან იმ 4 წელ­ში ვერ და­ვა­ყე­ნეთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სწორ გზა­ზე, ვერც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ ოლი­გარ­ქო­ბის­გან, ვერც ქვე­ყა­ნა გა­და­ვარ­ჩი­ნეთ იმის­გან, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა, უშიშ­რო­ე­ბა, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, რაც ამ ხალ­ხმა შექ­მნა, გა­და­გე­ბა­რე­ბი­ნათ და იგი­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ეს ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. ამის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­ტა­რებ და ხალ­ხთან თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი დავ­დი­ვარ. ვი­ნაა კი­დევ დამ­ნა­შა­ვე ამ ქვე­ყა­ნა­ში, არა­ვინ არა­ფერ­ზე პა­სუხს არ აგებს. ეს ხალ­ხი [„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“] ამ­ბობს, რომ იმ წლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, თქვენ [„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“] ამ­ბობთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. არ ვიცი, მე და ზილ­ფი­მი­ა­ნი ვართ, ალ­ბათ, დამ­ნა­შა­ვე, ჩვენ გაგ­ვი­ფუ­ჭე­ბია ეს ქვე­ყა­ნა მა­ში­ნაც და ახ­ლაც. ასე ევ­რო­პა­ში ვერ შე­ვალთ. ევ­რო­პა იმი­ტომ გვინ­და, რომ ევ­რო­პა­შია ის სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო თრო­ბა­ში არ ჩა­ვარ­დე­ბი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ჩა­ე­ბღა­უ­ჭე­ბი­ან, მერე ამის გამო ყვე­ლა­ფერ­ზე არ წავ­ლენ და ევ­რო­კავ­შირ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმა­ზე არ ისა­უბ­რე­ბენ, რაც დღე­საც მო­ვის­მი­ნეთ ამ ტრი­ბუ­ნი­დან“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიანა
0

10 წელი კი არა,მთელი ცხოვრება თავი არ უნდა აწიოთ არც შენ,არც შენმა ტურფამ ,არც რესპუბლიკელებმა!!!

 

ლიზი
5

დემაგოგი, სამარცხვინო კაცუნა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"4 წელი "ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო, 10 წელი სასჯელი გამოვიწერე - ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ" - დავით უსუფაშვილი

"4 წელი "ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო, 10 წელი სასჯელი გამოვიწერე - ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ" - დავით უსუფაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი დედის შემდეგ ვის აქვს ყველაზე დიდი მზრუნველობა გაწეული 2003-დან 2008 წლამდე? ეს არის ბიძინა ივანიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო 10 წელი სასჯელი გამოვიწერე; პასუხისმგებლობას ვატარებ და ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, ისე „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად არის და პასუხს არავინ არაფერზე აგებს.

„ჩვენ მივიღეთ კვლავ ლაპარაკი იმაზე, რა გააფუჭა წინა ხელისუფლებამ. რა გაფუჭდა და რა არ გაკეთდა მაშინ. უკვე ამის სერიოზულად კომენტირებაც შეუძლებელია. ვინ მესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულ საქმეებზე? – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი დედის შემდეგ ვის აქვს ყველაზე დიდი მზრუნველობა გაწეული 2003-დან 2008 წლამდე? ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ის პერიოდია, როცა გირგვლიანის საქმეც ხდებოდა, „იმედის“ დარბევაც, 7 ნოემბერიც, ბიზნესის დაწიოკებაც, ადამიანების ციხეებში ჩაყრაც. ვინ აფინანსებდა ამას? ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებდა 2008 წლამდე? ერთი დღე არ ვმდგარვარ სააკაშვილის გვერდით. მე მიხსნით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობა“? უმადურობაა, რასაც აკეთებთ. 4 წელი „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის გამო 10 წელი სასჯელი გამოვიწერე, პასუხისმგებლობა მაქვს არა თქვენი, არამედ ხალხის წინაშე, რადგან იმ 4 წელში ვერ დავაყენეთ „ქართული ოცნება“ სწორ გზაზე, ვერც ბიძინა ივანიშვილი გადავარჩინეთ ოლიგარქობისგან, ვერც ქვეყანა გადავარჩინეთ იმისგან, რომ სამართალდამცავი სისტემა, უშიშროება, სასამართლო სისტემა, რაც ამ ხალხმა შექმნა, გადაგებარებინათ და იგივე გაეკეთებინათ. ეს ვერ მოვახერხეთ. ამის პასუხისმგებლობას ვატარებ და ხალხთან თავჩაღუნული დავდივარ. ვინაა კიდევ დამნაშავე ამ ქვეყანაში, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხალხი [„ნაციონალური მოძრაობა“] ამბობს, რომ იმ წლებში ყველაფერი კარგად იყო, თქვენ [„ქართული ოცნება“] ამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. არ ვიცი, მე და ზილფიმიანი ვართ, ალბათ, დამნაშავე, ჩვენ გაგვიფუჭებია ეს ქვეყანა მაშინაც და ახლაც. ასე ევროპაში ვერ შევალთ. ევროპა იმიტომ გვინდა, რომ ევროპაშია ის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ხელისუფლებაში მოსული ადამიანები სახელისუფლებო თრობაში არ ჩავარდებიან, ხელისუფლებას არ ჩაებღაუჭებიან, მერე ამის გამო ყველაფერზე არ წავლენ და ევროკავშირთან დაკავშირებით იმაზე არ ისაუბრებენ, რაც დღესაც მოვისმინეთ ამ ტრიბუნიდან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.