საქართველის პრემიერ-მინისტრმა პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილს "ქვეყნის მოღალატე" უწოდა.
მისი თქმით, სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და ითხოვდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.
"ეს ადამიანები დადიოდნენ ევროკავშირში, ევროპარლამენტში და მავნებლურად ექცეოდნენ ქვეყანას. ამას ევროპელი მეგობრები მიყვებიან, ამ ადამიანებს არ სურდათ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი.
"ნაცმოძრაობას" არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციებს ვუზიარებ მოქალაქეებს.
ახლა რაც შეეხება სალომე სამადაშვილს, იცის რომ მასზე უნდა გადავიდე და ნერვიულობს, ის პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ნახეთ ვიდეო: