ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტები შესრულდება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერში“ წერს.
მისივე ინფორმაციით, ევროპული საბჭო, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
"ევროპული საბჭოს დოკუმენტის საბოლოო პროექტის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აღნიშნავს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება", - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები 23-24 ივნისს სამიტს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ეს მამაცხონებული ევროპა ისე იქცევა,თითქოს ევროკავშირის წევრობას ქართველ ხალხს კი არა, რომელიმე მთავრობას, ან თუნდაც პოლიტიკურ პარტიას ანიჭებდეს.საქართველომ,როგორც ერმა მრავალი საუკუნის წინ გადადგა მტკიცე ნაბიჯები დასავლეთისკენ,რაც შეუმჩნეველი არა,მაგრამ დღემდე სათანადოდ დაუფასებელი რჩება მათი მხრიდან.ევროპას არ უნდა სჭირდებოდეს იმის შეხსენება,რომ მთავრობები,პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან,ერი კი რჩება და სწორედ მისი ღვაწლი და მისი საუკეთესო შვილების დამსახურება უნდა იქნეს გათვალისწინებული ასეთ დროს და არა პოლიტიკას თავშეფარებული მედროვეების.
იმედია ამ ექვს თვეში ევროპაში გეოგრაფიის სპეციალისტს მოძებნიან და გაერკვევიან საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობა მდგომარეობაში. ისე ჩვენი ბიჭები გერმანიის საფარველქვეშ სისხლს რო ღვრიდნენ ავღანეთში თუ სხვაგან, ამდენი ვაჟკაცი, რომ შეეწირა ევროპულ იდეას რამდენი ინვალიდად დაგვრჩა მაშინ თუ იცოდნენ ვინ და სად ვიყავით. დღეს როგორც არასდროს მათი უგუნური გადაწყვეტილებით პოლარიზაცია პიკისკე იწევს პოზიცია ოპოზიცია თითს ერთმანეთისკე იშვერს და მთავარს გვერდს უვლის რატომ მოგვექცა ევროპა ასე, მოცემული სამოქმედო გეგმა ერთი ერთში ემთხვევა უკრაინა მოლდოვასას გარდა პოლარიზაციისა რომელსაც ევროპამ საბერველი დაუბერა და გააქტიურა. მაშ რა ხდება ქართველმა ხალხმა ბუქსირით გადავიტანოთ ჩვენი ულამაზესი კავკასია საფრანგეთის ნაპირებთან თუ პირიქით ევროპის ზოგიერთი ქვეყანა შემოვაცუროთ შავ ზღვაში. ევროპამ პოზიცია ოპოზიცია რას მიქვია ქართველი ხალხი გადაგვაგდო სხვა გეოპოლიტიკურ არიალში ხართო, მავანი კი გვიკიჟინებს წყენას ნუ დაანახებთ ევროპააო. ევროპელო ბატონებო ქართველი ხალხი პირდაპირობით გამოირჩევა სათქმელი პირდაპირ გვითხარით თორე გვახსოვს ბუქარესტის სამიტზე გადაგდებულებს, როგორ დაგვესხა აგრესორი რუსეთი ჩვენი სოფლები და ქალაქები მხოლოდ კი არ დაანგრიეს მიწიდან აღგავეს რო იქ ცხოვრების ჩვენი კვალი მოესპოთ,უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე მოგვიკლეს ჩვენი სამხედროები შიშველი ხელებით გმირულად იბრძოდნენ რომელმა გამოიმეტეთ ერთი ტანკი ზარბაზანი ან რაკეტა მაინც, რომ, რუსული ავაციის თარეში შეგვემსუბუქებინა.ჩვენგან სანქციებს რო ითხოვთ რომელმა დაუწესეთ რუსეთს სანქციები. ევროპელი ხალხი მრავლად გვსტუმრობს ჩვენც ვსტუმრობთ მათ და ეს გულწრფელი მეგობრული ხალხია ამიტომ გვინდა ევროპა, რომ ამ ხალხთან ვიმეგობროთ მათი ღირებულებები გავითავისოთ მათ ჩვენი საუკეთესო რაც გვაქვს გაუზიაროთ. თქვენ ბებერი ევროპის მამებო რას შვებით იცით, რომ ყველაზე მძიმე იმედგაცრუებაა ისე ნუ მოგვექცევით როგორც მეთხუთმეტე საუკუნეში მოექეცით ქართველ ბრძენ კაცს საბა სულხან ორბელიანს ნუღარ აღქმევინებთ ქართველ პოეტს რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანაო თორე დღეს უკვე მავანი ყვირის რაც შევიტანთ ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლით თუ სხვა ფორმით იმასაც ვერ გვიხედავენო.