ჩამოყალიბდით, გუშინ მე “ნაცების“ მიტინგზე ვიდექი, რუსების მიერ დაფინანსებულ მიტინგზე, ქართველ ხალხთან ერთად ვიდექი თუ იქ “ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო - ასე არულ-დარეულობა, ასეთი დაბნეულობა და ყველგან და ყველაფერში გამოძრომის მცდელობა შეიძლება?! - ასე მიმართა “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში გამოსვლისას.
“დღეს ისიც გავიგე, რომ თურმე შარლ მიშელი კარგი ყოფილა! - დიახ, მადლობა - თავიდანვე კარგი იყო, თუმცა 8 თვეა იმაზე მიდის ლაპარაკი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მოკვდა, აღარ არის, დახეულია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა მმართველი გუნდი რიტორიკის გამო გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში, როცა ქვეყანა უმნიშვნელოვანესი გზის გასაყარზე დგას, როგორ შეიძლება დაისვას კითხვა, საერთოდ გვინდა ევროკავშირი?!
“მეგობრებო ასეთი ლაპარაკი და პოზიციონირება ევროკავშირსაც გვაშორებს და იმ ბიძინასაც ყველაზე დიდ ხიფათებს უქმნის.
როცა ვამბობთ, რომ აშშ და ევროპა ჩვენ აქ ომის გაჩაღებას გვთხოვს, როცა ამას ღიად და აშკარად ვამბობთ, როცა ამას პირველი პირები ამბობენ, ალაპარაკებენ ექსპერტებს, მედიას, რომ ევროპასა და აშშ-ს საქართველოში ომის გაჩაღება უნდა, იმიტომ, რომ ევროპა სხვანაირად იმ სტატუსს არ მოგვცემს, რასაც ვიმსახურებთ, ესე იგი ამის გამო გვსჯიან... უკრაინასთან დაკავშირებით ომში ჩართვა ვინ და როდის მოგვთხოვა?! უკრაინელები თავად არიან სანგრებში, თავიანთ ოჯახებსა და მიწას იცავენ, ისინი მთელს მსოფლიოს ეუბნებიან: - ხალხო, ომში ჩაერთეთ და ყველაფერი ჩაიდინეთ - ეს არის ომში ჩართვის მოწოდება?! ეს ამბავი ჩვენს თავს რომ ხდებოდეს, ვინმე სამი თვე რომ გვბომბავდეს, ჩვენ არ ვიყვირებთ - ხმა ამოიღეთ, იარაღი აიღეთ! - ვიყვირებთ ამას! ამის გარდა, ვინ და როდის მოგვიწოდა ომში ჩართვა?!“, - მიმართა უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს.
ჩვენი ხელისუფლება კი დგას ხალხის გვერდით ,უნდა ევროპული გზა ,მაგრამ თქვენნაირი,ხოშტარიას მსგავსი ,ვაშაძეების მსგავსი ხალხი უშლის ხელს ,გასაგებია შენ 0,0001 % იანო ,ბიძინას დახმარებით პარლამენტის მანდატის პირველად დამნახველო,გამყიდველო უსუფაშვილო
რესპები ყოველთვის იყნენ კომპარტიის სატელიტები, რადგან კომპარტიის პირდაპირი მემკვიდრეა ნაცები და მათი წარმოშობის ადგილია მოქკავშირი , შესაბამისად რესპი ნაცის სატელიტია, ეს იმდენად აშკარაა , რამდენადაც ისაა აშკარა , რომ მიშა კრემლის მსახურია! ეს ვაჟბატონი მიშას მხრიდან აბამს ყურს ამ დემოკრატიული ლობიოს ქოთანს, ქოცთკლუბის გამგე ესა, "რესპპარტიის მამა", აბა რაზეა ლაპარაკი, პოლიტინტელექტუალი ! რომ არა კომპარტია, ანუ მოქკავშირი განაყოფებით, იგივე კომკავშირი, ამას ტელევიზიაში არ შეუშვებდნენ, ამოვსებული აქვს ეთერი, ხუხაზე მეტი საეთერო ფონდი აქვს გამოყოფილი, ლაგაზიძეზე აღარ ვლაპარაკობ , ეგეც ნაცია !