სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერის პრემიერი კიდევ სადღაც გვყავს" - ალეკო ელისაშვილი
"პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერის პრემიერი კიდევ სადღაც გვყავს" - ალეკო ელისაშვილი

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" დე­პუ­ტა­ტის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლად არ იმარ­თე­ბო­დეს.

რო­გორც მან პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, "ერთი-ორი მდი­და­რი კა­ცის სა­პამ­პუ­ლაო არას­დროს უნდა იყოს ეს სა­ხელ­მწი­ფო".

"ვფიქ­რობ, ყვე­ლამ კარ­გად უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, პირ­ველ რიგ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და ოპო­ზი­ცი­ამ , რომ 12 პუნ­ქტი არის ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ამო­ცა­ნა, ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი და­ვა­ლე­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა იქ­ნე­ბა თუ სხვა. მეს­მის ძა­ლი­ან ეხა­მუ­შე­ბა „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამის მოს­მე­ნა, მაგ­რამ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ქვე­ყა­ნა არ უნდა იმარ­თე­ბო­დეს ისე გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლად, რო­გორც ახლა იმარ­თე­ბა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი გვყავს, მაგ­რამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი­დევ სა­დღაც გვყავს, რომ არ ჩანს ისე.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი უნდა მარ­თავ­დეს ამ ქვე­ყა­ნას და არა ვი­ღაც კაცი. იმ კა­ცის ნება-სურ­ვილ­ზე არ უნდა იყოს მთე­ლი ქვე­ყა­ნა აწყო­ბი­ლი. რამ­დენ ოლი­გარ­ქსაც შე­ე­ხე­ბა, იმ­დენ ოლი­გარ­ქს უნდა შე­ე­ხოს ეს დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია, აქ მარ­ტო ერთ კაც­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. ერთი ან ერთი-ორი მდი­და­რი კა­ცის სა­პამ­პუ­ლაო არას­დროს უნდა იყოს ეს სა­ხელ­მწი­ფო, ამა­ზეა აქ სა­უ­ბა­რი.

ეს არის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი რჩე­ვა და არა თი­თის დაქ­ნე­ვა ევ­რო­პის­გან. ამი­ტომ, ახლა გვაქვს ამო­ცა­ნა და დღის წეს­რი­გი ოპო­ზი­ცი­ა­საც, რომ რა­ღაც ღობე-ყო­რეს კი არ მი­ვე­დოთ, კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღა­ცის შეს­რუ­ლე­ბა მოვ­თხო­ვოთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი დღის წეს­რი­გი გაქვთ, ზუს­ტად ეს უნდა შე­ას­რუ­ლოთ, რომ ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და შან­სი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ.

არა­ვინ ცას არ გა­მო­ვე­კე­რე­ბით, არა­ვინ სა­მა­რად­ჟა­მოდ არ დავ­ბა­დე­ბულ­ვართ. ისე ნუ გა­ვა­კე­თებთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის წი­ნა­შე შევ­რცხვეთ. ადრე თუ გვი­ან ამ ქვეყ­ნი­დან წა­ვალთ, სა­ხე­ლი­ღა დარ­ჩე­ბა და ის, რაც გაგ­ვი­კე­თე­ბია. ჰოდა, ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც გახ­დეს ევ­რო­პის ნა­წი­ლი. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს ქვე­ყა­ნა გამ­დიდ­რდეს.

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა არის სიმ­დიდ­რე. გვე­ყო ეს გა­ჭირ­ვე­ბა და სი­ღა­ტა­კე. ის უძ­ლუ­რე­ბა, რა­შიც ვცხოვ­რობთ. აი, ამის­კენ უნდა წა­ვი­დეთ. ფე­ხის ათ­რე­ვით გა­ა­კე­თებთ ამას თუ სწრა­ფად, უნდა გა­ა­კე­თოთ. ოპო­ზი­ცი­ის ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნა არის ის, რომ ვა­ი­ძუ­ლოთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ყვე­ლა პუნ­ქტი შე­ას­რუ­ლოს. თუ იძუ­ლე­ბა არ დაგ­ჭირ­დე­ბათ, მა­გას რა აჯო­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
1

ალეკო რა ბოღმის ბუკეტი ხარ ააა! რა გინდა საერთოდ მგონი თავადაც არ იცი! ერთი მხარი პოზიცია ვერ დაგიჭერია და ნუ პოლიტიკანობ! 

ნინო
1

ამას უკრაინაში თავში რამე ხომ არ მოხვდა არც მანამდე არ ექნა ღმერთს.მაგრამ ეხლა საერთოდ გარეკა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერის პრემიერი კიდევ სადღაც გვყავს" - ალეკო ელისაშვილი

"პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერის პრემიერი კიდევ სადღაც გვყავს" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, დეოლიგარქიზაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა გაუკუღმართებულად არ იმართებოდეს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, "ერთი-ორი მდიდარი კაცის საპამპულაო არასდროს უნდა იყოს ეს სახელმწიფო".

"ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ , რომ 12 პუნქტი არის ჩვენი ისტორიული ამოცანა, ჩვენი ისტორიული დავალება, პოლარიზაციის შემცირება იქნება თუ სხვა. მესმის ძალიან ეხამუშება „ქართულ ოცნებას“ ამის მოსმენა, მაგრამ დეოლიგარქიზაცია აუცილებელია. ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს ისე გაუკუღმართებულად, როგორც ახლა იმართება, რომ პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პრემიერ-მინისტრი კიდევ სადღაც გვყავს, რომ არ ჩანს ისე.

სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მართავდეს ამ ქვეყანას და არა ვიღაც კაცი. იმ კაცის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს მთელი ქვეყანა აწყობილი. რამდენ ოლიგარქსაც შეეხება, იმდენ ოლიგარქს უნდა შეეხოს ეს დეოლიგარქიზაცია, აქ მარტო ერთ კაცზე არ არის საუბარი. ერთი ან ერთი-ორი მდიდარი კაცის საპამპულაო არასდროს უნდა იყოს ეს სახელმწიფო, ამაზეა აქ საუბარი.

ეს არის კეთილგანწყობილი რჩევა და არა თითის დაქნევა ევროპისგან. ამიტომ, ახლა გვაქვს ამოცანა და დღის წესრიგი ოპოზიციასაც, რომ რაღაც ღობე-ყორეს კი არ მივედოთ, კონკრეტული რაღაცის შესრულება მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“. „ქართულ ოცნებას“ ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი გაქვთ, ზუსტად ეს უნდა შეასრულოთ, რომ ერთი ხელის გაწვდენა შესაძლებლობა და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

არავინ ცას არ გამოვეკერებით, არავინ სამარადჟამოდ არ დავბადებულვართ. ისე ნუ გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ჩვენი შვილების მომავლის წინაშე შევრცხვეთ. ადრე თუ გვიან ამ ქვეყნიდან წავალთ, სახელიღა დარჩება და ის, რაც გაგვიკეთებია. ჰოდა, ეს უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო პოლიტიკურადაც გახდეს ევროპის ნაწილი. რატომ? იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ქვეყანა გამდიდრდეს.

ევროკავშირის წევრობა არის სიმდიდრე. გვეყო ეს გაჭირვება და სიღატაკე. ის უძლურება, რაშიც ვცხოვრობთ. აი, ამისკენ უნდა წავიდეთ. ფეხის ათრევით გააკეთებთ ამას თუ სწრაფად, უნდა გააკეთოთ. ოპოზიციის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, ყველა პუნქტი შეასრულოს. თუ იძულება არ დაგჭირდებათ, მაგას რა აჯობებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.