"მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით - "ევროპაში", "ევროპისკენ წინ", მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული იყო და "რევოლუციური მოწოდებები ბოლოს ეტყობა მაინც გამოეპარათ".
"გუშინდელი აქცია ორგანიზებული იყო "ნაციონალური მოძრაობისა" და "სირცხვილიას“ მიერ. თავიდან მეც მეგონა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზატორები ჰყავდა, თუმცა, როცა ჩართვა ვნახე "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების, მერე უკვე მივხვდი და ბოლოს რევოლუციური მოწოდებები ეტყობა მაინც გამოეპარათ.
რასაც ვაკვირდებოდი, ერთსულოვნება იყო, განსხვავებული ორიენტაციის, მრწამსის ადამიანები იყვნენ აქციაზე წარმოდგენილნი. ევროკავშირს მინდა ვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ იყო ბევრი ხალხი, გაცილებით მეტია მოსახლეონა, რომლის სურვილიც არის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად ვიაროთ.
მინდა ვთქვა, ხაზგასმით, რომ გუშინ იყო მცდელობა პატიმარ სააკაშვილის თუ სხვა მსჯავრდებულების ბანერები წარმოედგინათ და ამის აღკვეთა მოხდა. მცდელობა იყო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას“ ხელთ ეგდო მიკროფონი, თუმცა, არ დაუშვეს სტუდენტებმა და მადლობა მათ ამისთვის. არც ერთი სიტყვა არ იყო გახმოვანებული სააკაშვილზე და "ნაცმოძრაობის“ ინტერესების შემცველი, ამიტომაც იყო, რომ მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებულო ერთი მოთხოვნით "ევროპაში“, "ევროპისკენ წინ“, მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები,"- განაცხადა ზარქუამ.
სააკაშვილ გიგაურის აქცია ნაცის აქციაა , აბა ქოცის ? არ იყო მანდ 7-8 ათასიც კი , რესპუბლიკის მოედანი, რუსთაველის პროსპექტი და თავისუფლების მოედანი ჯამში არ არის სულ 4,5 ჰექტარი, ანუ 45 ათასი კვადრატული მეტრი , მოზომეთ ახლა სახლში სამი, ოთხი კვადრატული მეტრი და დადექით აბა ოჯახის სამი წევრი , ან ოთხი , დაეტევით ? ვერ დაეტევით, რომც ჩაეხუტოთ ერთმანეთს !
საინტერესოა , გუშინ მთელი ოცნება ამტკიცებდა ეგ ამბავი უეჭველი ნაციონალების დაგეგმილიაო . ეს სხვაგან იყო და დღეს დაბრუნდა საქართველოში თუ რამე სხვა ხდება და გვიმალავენ!!!!