საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვემზადოთ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - 5 რჩევა, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს
როგორ მოვემზადოთ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - 5 რჩევა, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის წინა დღე­ებ­ში ღელ­ვა და შფოთ­ვა სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა აიყ­ვა­ნოთ თავი ხელ­ში, როცა რა­ღა­ცის გე­ში­ნი­ათ ან ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობთ.

1. მო­ემ­ზა­დეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად

ძლი­ერ ემო­ცი­ებ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, რად­გან მათ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სიმპტო­მე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლი­ათ. რაც უფრო მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობთ, მით უფრო ძლი­ე­რად ოფ­ლი­ან­დე­ბით, იზ­რდე­ბა არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, გი­კან­კა­ლებთ ხე­ლე­ბი, გა­ვი­წყდე­ბათ სი­ტყვე­ბი. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ორ­გა­ნიზ­მი სტრესს გა­ნიც­დის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის წინ, სა­სურ­ვე­ლია 2-3 დღით ადრე, გა­ა­კე­თოთ მარ­ტი­ვი ვარ­ჯი­შე­ბი სახ­ლში: მა­გა­ლი­თად, და­დე­ქით სარ­კის წინ და ილა­პა­რა­კეთ. და­აკ­ვირ­დით სა­კუ­თარ ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ას, მა­ნე­რებს. ისა­უბ­რეთ მშვი­დად და აუ­ღელ­ვებ­ლად. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­ღი­მეთ - ღი­მი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მო­გიხ­სნით და­ძა­ბუ­ლო­ბას. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ მსუ­ბუ­ქი მცე­ნა­რე­უ­ლი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაც.

2. თავი და­ი­ზღვი­ეთ უსი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბის­გან

თუ ცხი­მი­ა­ნი კანი გაქვთ, დიდი რის­კია, მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს გა­გი­ფუჭ­დეთ მა­კი­ა­ჟი და სა­ხემ პრი­ა­ლი და­ი­წყოს. ამი­ტომ, წინა დღეს, და­ძი­ნე­ბამ­დე ჩა­ი­ტა­რეთ სა­ხის რუ­ტი­ნა. სკრა­ბით გა­იწ­მინ­დეთ კანი და აუ­ცი­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი, ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ.

ასე­ვე, თუ მიდ­რე­კი­ლი ხართ ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის­კენ, უფრო მა­ღა­ლია რის­კი იმი­სა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ოფ­ლი­ან­დეთ. ამი­ტომ, ძი­ლის წინ სხე­უ­ლის პრობ­ლე­მუ­რი ზო­ნე­ბი და­ი­ბა­ნეთ, კარ­გად გა­იმ­შრა­ლეთ და მი­ი­პ­კუ­რეთ ოდა­ბან სპრეი. ის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა ჭარ­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ოფ­ლი­ა­ნე­ბა უკა­ნას­კნე­ლი რა­მაა, რაც გჭირ­დე­ბათ. შუბ­ლზე ოფ­ლის წვე­თე­ბი და იღ­ლი­ებ­თან სვე­ლი ლა­ქე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არა­საკ­მა­რი­სად თავ­და­ჯე­რე­ბულ პერ­სო­ნად წარ­მო­გა­ჩენთ. ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად წინა სა­ღა­მოს ოდა­ბან სპრეი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ოდა­ბან სპრე­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ არ და­გა­ვი­წყდეთ მე­ო­რე დი­ლით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ზო­ნის გრი­ლი წყლი­თა და საპ­ნით ჩა­მო­ბა­ნა.

3. გა­მო­ი­ძი­ნეთ!

შე­შუ­პე­ბუ­ლი თვა­ლის უპე­ე­ბის და თვა­ლე­ბის ირ­გვლივ სი­ლურ­ჯის და­სა­ფა­რად შე­საძ­ლოა მა­კი­ა­ჟი არ აღ­მოჩ­ნდეს საკ­მა­რი­სი. ეცა­დეთ კარ­გად გა­მო­ი­ძი­ნოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის წინა ღა­მეს. ძი­ლის წინ მი­ი­ღეთ აბა­ზა­ნა, მო­უს­მი­ნეთ მშვიდ მუ­სი­კას და ეცა­დეთ არ იფიქ­როთ მარ­ცხზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ ჩა­ივ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა. თუკი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ტყვა უნდა თქვათ, გო­ნე­ბა­ში წარ­მო­იდ­გი­ნეთ დე­ტა­ლუ­რად, რო­გორ და რას ამ­ბობთ და რო­გორ გიკ­რა­ვენ ტაშს. სა­სურ­ვე­ლია 8-9 სა­ა­თი და­ი­ძი­ნოთ, რათა ორ­გა­ნიზ­მმა მე­ლა­ტო­ნი­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ოს და დი­ლით დას­ვე­ნე­ბუ­ლი გო­ნე­ბით და ენერ­გი­ით სავ­სემ გა­იღ­ვი­ძოთ.

4. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მო­ი­ფიქ­რეთ ლუქი

ნუ მი­იყ­ვანთ საქ­მეს უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მო­ი­ფიქ­რეთ, თუ რას ჩა­იც­ვამთ. იმა­ზე, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მო­ი­სინ­ჯეთ სხვა­დას­ხვა ლუქი და აირ­ჩი­ეთ ის, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობთ თავს. გა­ი­არ-გა­მო­ი­ა­რეთ ოთახ­ში, და­ჯე­ქით, ადე­ქით. დარ­წმუნ­დით, რომ შარ­ვა­ლი არ გი­ჭერთ, კაბა ზე­მოთ არ ადის და ა. შ. შე­არ­ჩი­ეთ აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და ფეხ­საც­მე­ლიც. თუ ახა­ლი ფეხ­საც­მე­ლი უნდა ჩა­იც­ვათ, ჯერ სახ­ლში ჩა­იც­ვით და მი­ნი­მუმ 1 სა­ა­თი ია­რეთ. დარ­წმუნ­დით, რომ ის ფე­ხებს არ გატ­კენთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს.

5. ჩა­ი­ტა­რეთ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბი

თუ გა­სა­კე­თე­ბე­ლი გაქვთ ეპი­ლა­ცია, ავ­ტო­რუ­ჯის წას­მა გსურთ ან გსურთ კა­ნი­სა და თმის ხა­რის­ხი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ, სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩა­ი­ტა­რეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟი წინა დღეს. ავ­ტო­რუ­ჯი მი­ნი­მუმ სამი დღით ადრე წა­ის­ვით, რად­გან შე­იძ­ლე­ბა კანი აგიჭ­რელ­დეთ და ავ­ტო­რუ­ჯის ჩა­მო­ბა­ნა არც თუ ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა. გა­ი­კე­თეთ თმის ნი­ღა­ბი. რა თქმა უნდა, მა­კი­აჟს და ვარ­ცხნი­ლო­ბას სას­წა­უ­ლე­ბის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია, მაგ­რამ იდე­ა­ლურ შე­დეგ­ზე უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს კა­ნი­სა და თმის მდგო­მა­რე­ო­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ თვა­ლე­ბის ირ­გვლივ ზო­ნას. ამ ად­გი­ლებ­ზე კანი ძა­ლი­ან თხე­ლია და და­მა­ტე­ბით მოვ­ლა­სა და და­ტე­ნი­ა­ნე­ბას სა­ჭი­რო­ებს. თუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის წინა დღე­ებ­ში სა­ხე­ზე მუ­წუ­კი გაჩ­ნდა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აწ­ვა­ლოთ. დიდი ალ­ბა­თო­ბაა იმი­სა, რომ ინ­ფექ­ცია შე­იჭ­რას და კანი გა­გი­ღი­ზი­ან­დეთ. იკ­ვე­ბეთ წინა დღე­ებ­ში ჯან­სა­ღად, და­ლი­ეთ ბევ­რი წყა­ლი.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად ჩა­ივ­ლის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ მოვემზადოთ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - 5 რჩევა, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს

როგორ მოვემზადოთ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის - 5 რჩევა, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს

მნიშვნელოვანი ღონისძიების წინა დღეებში ღელვა და შფოთვა სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. არსებობს რამდენიმე რჩევა იმაზე, თუ როგორ უნდა აიყვანოთ თავი ხელში, როცა რაღაცის გეშინიათ ან ძალიან ნერვიულობთ.

1. მოემზადეთ ფსიქოლოგიურად

ძლიერ ემოციებთან სიფრთხილე გმართებთ, რადგან მათ არასასიამოვნო სიმპტომების გამოწვევა შეუძლიათ. რაც უფრო მეტად ნერვიულობთ, მით უფრო ძლიერად ოფლიანდებით, იზრდება არტერიული წნევა, გიკანკალებთ ხელები, გავიწყდებათ სიტყვები. მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმი სტრესს განიცდის. მნიშვნელოვანი დღის წინ, სასურველია 2-3 დღით ადრე, გააკეთოთ მარტივი ვარჯიშები სახლში: მაგალითად, დადექით სარკის წინ და ილაპარაკეთ. დააკვირდით საკუთარ ჟესტიკულაციას, მანერებს. ისაუბრეთ მშვიდად და აუღელვებლად. აუცილებლად გაიღიმეთ - ღიმილი ფსიქოლოგიურად მოგიხსნით დაძაბულობას. შეგიძლიათ მიიღოთ მსუბუქი მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებაც.

2. თავი დაიზღვიეთ უსიამოვნო მომენტებისგან

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, დიდი რისკია, მნიშვნელოვან დღეს გაგიფუჭდეთ მაკიაჟი და სახემ პრიალი დაიწყოს. ამიტომ, წინა დღეს, დაძინებამდე ჩაიტარეთ სახის რუტინა. სკრაბით გაიწმინდეთ კანი და აუცილებლად სპეციალური, ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი საშუალებები გამოიყენეთ.

ასევე, თუ მიდრეკილი ხართ ჭარბი ოფლიანობისკენ, უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ ღონისძიებაზე გაოფლიანდეთ. ამიტომ, ძილის წინ სხეულის პრობლემური ზონები დაიბანეთ, კარგად გაიმშრალეთ და მიიპკურეთ ოდაბან სპრეი. ის ძალიან ეფექტური საშუალებაა ჭარბი ოფლიანობის და არასასიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ.

მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაოფლიანება უკანასკნელი რამაა, რაც გჭირდებათ. შუბლზე ოფლის წვეთები და იღლიებთან სველი ლაქები საზოგადოების წინაშე არასაკმარისად თავდაჯერებულ პერსონად წარმოგაჩენთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად წინა საღამოს ოდაბან სპრეი გამოიყენება. ოდაბან სპრეის გამოყენების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მეორე დილით დამუშავებული ზონის გრილი წყლითა და საპნით ჩამობანა.

3. გამოიძინეთ!

შეშუპებული თვალის უპეების და თვალების ირგვლივ სილურჯის დასაფარად შესაძლოა მაკიაჟი არ აღმოჩნდეს საკმარისი. ეცადეთ კარგად გამოიძინოთ მნიშვნელოვანი ღონისძიების წინა ღამეს. ძილის წინ მიიღეთ აბაზანა, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას და ეცადეთ არ იფიქროთ მარცხზე. წარმოიდგინეთ, როგორ ჩაივლის ღონისძიება. თუკი მნიშვნელოვანი სიტყვა უნდა თქვათ, გონებაში წარმოიდგინეთ დეტალურად, როგორ და რას ამბობთ და როგორ გიკრავენ ტაშს. სასურველია 8-9 საათი დაიძინოთ, რათა ორგანიზმმა მელატონინი გამოიმუშაოს და დილით დასვენებული გონებით და ენერგიით სავსემ გაიღვიძოთ.

4. რამდენიმე დღით ადრე მოიფიქრეთ ლუქი

ნუ მიიყვანთ საქმეს უკანასკნელ წუთამდე. რამდენიმე დღით ადრე მოიფიქრეთ, თუ რას ჩაიცვამთ. იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით, ბევრი რამაა დამოკიდებული. მოისინჯეთ სხვადასხვა ლუქი და აირჩიეთ ის, რომელშიც ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ თავს. გაიარ-გამოიარეთ ოთახში, დაჯექით, ადექით. დარწმუნდით, რომ შარვალი არ გიჭერთ, კაბა ზემოთ არ ადის და ა. შ. შეარჩიეთ აქსესუარები და ფეხსაცმელიც. თუ ახალი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ, ჯერ სახლში ჩაიცვით და მინიმუმ 1 საათი იარეთ. დარწმუნდით, რომ ის ფეხებს არ გატკენთ თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს.

5. ჩაიტარეთ სილამაზის პროცედურები

თუ გასაკეთებელი გაქვთ ეპილაცია, ავტორუჯის წასმა გსურთ ან გსურთ კანისა და თმის ხარისხი გაიუმჯობესოთ, სილამაზის პროცედურები რამდენიმე დღით ადრე ჩაიტარეთ. კარგი იქნება სარელაქსაციო მასაჟი წინა დღეს. ავტორუჯი მინიმუმ სამი დღით ადრე წაისვით, რადგან შეიძლება კანი აგიჭრელდეთ და ავტორუჯის ჩამობანა არც თუ ისე მარტივი საქმეა. გაიკეთეთ თმის ნიღაბი. რა თქმა უნდა, მაკიაჟს და ვარცხნილობას სასწაულების მოხდენა შეუძლია, მაგრამ იდეალურ შედეგზე უდიდეს გავლენას ახდენს კანისა და თმის მდგომარეობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თვალების ირგვლივ ზონას. ამ ადგილებზე კანი ძალიან თხელია და დამატებით მოვლასა და დატენიანებას საჭიროებს. თუ მნიშვნელოვანი დღის წინა დღეებში სახეზე მუწუკი გაჩნდა, არავითარ შემთხვევაში არ აწვალოთ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ინფექცია შეიჭრას და კანი გაგიღიზიანდეთ. იკვებეთ წინა დღეებში ჯანსაღად, დალიეთ ბევრი წყალი.

გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი იდეალურად ჩაივლის!