მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პირადად ჩემი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ლიდერ კლუბად ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მომავალ ვარსკვლავებს აღვზრდით“ - ლაშა თავართქილაძის წარმატების გზა და ამერიკაში  განხორციელებული უნიკალური პროექტი
„პირადად ჩემი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ლიდერ კლუბად ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მომავალ ვარსკვლავებს აღვზრდით“ - ლაშა თავართქილაძის წარმატების გზა და ამერიკაში  განხორციელებული უნიკალური პროექტი

სპორ­ტი - არ არის მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბის გემო, ის ასე­ვე მარ­ცხის, ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­შე­ბის, დაღ­ლი­ლო­ბი­სა და ტრავ­მე­ბის შეგ­რძნე­ბა­ცაა. სპორ­ტში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად და კა­რი­ე­რის შე­საქ­მნე­ლად რთუ­ლი და გრძე­ლი გზაა გა­სავ­ლე­ლი. სპორ­ტსმენ­მა კი ყვე­ლა­ფერს უნდა გა­უძ­ლოს და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ზოგ­ჯერ რის­კზეც უნდა წა­ვი­დეს. რაგ­ბი სპორ­ტის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და თა­ვი­სი გმი­რე­ბი ჰყავს.

AMBEBI.GE ცნო­ბილ მწვრთნელს - ლაშა თა­ვარ­თქი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა რაგ­ბის კლუ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ეს კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა ამე­რი­კა­ში ამ სპორ­ტის ხელ­შე­წყო­ბის­თვის. ამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის და თა­ვად ლა­შას მი­ზა­ნია - ლი­დერ კლუ­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­დაც მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი გა­იზ­რდე­ბი­ან.

იმა­ზე, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს და რა ეტაპ­ზეა ამ­ჟა­მად პრო­ექ­ტი; რო­გო­რია 3 ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, დე­ტა­ლუ­რად თა­ვად ლაშა თა­ვარ­თქი­ლა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში გვი­ამ­ბობს.

- ლაშა, 2017-2020 წლებ­ში, რუ­მი­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის პოსტს იკა­ვებ­დით. მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ მი­აღ­წი­ეთ ამ წარ­მა­ტე­ბას და რა იყო ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა თქვენ­თვის?

- წარ­მა­ტე­ბა ყო­ველ­თვის დიდი შრო­მის შე­დე­გია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­წიე. რო­გორც კი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქი. csm Bucharest-ს რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი. ეს ყვე­ლა­ზე დიდი და პრეს­ტი­ჟუ­ლი სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა რუ­მი­ნეთ­ში, რო­მე­ლიც სპორ­ტის უამ­რავ მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავს. მათ ჰყავთ ოლიმ­პი­უ­რი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი, გუნ­დურ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სპორ­ტში. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის, არა­მედ ევ­რო­პის მას­შტა­ბი­თაც. რაგ­ბის კლუ­ბის და­არ­სე­ბი­სას ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი იყო. გუნ­დი რუ­მი­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე­ე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, ამი­ტომ ვი­ცო­დი, რა მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ჩემ­გან. ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში კლუბ­თან ერ­თად უნდა მი­მეღ­წია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­თვის. სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რა­ში მა­შინ მხო­ლოდ 1 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, ამი­ტომ ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვი­ზა­რე, თუ რამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დავ­დგე­ბო­დი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე. არ იყო მარ­ტი­ვად მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმ უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა, რა­საც ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მთა­ვა­ზობ­და. მე­ო­რე მხა­რეს ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა და წნე­ხი იდგა. კლუ­ბის მიერ და­სა­ხულ მთა­ვარ მი­ზანს ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს მი­ვაღ­წი­ეთ. რაგ­ბის კლუ­ბის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მო­ვი­პო­ვეთ ქვეყ­ნის და მე­ფის თასე­ბი, ძა­ლი­ან მა­ლე­ვე შევ­ძე­ლი ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყა­ვი რუ­მი­ნე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ სპე­ცი­ა­ლის­ტად, რის შე­დე­გა­დაც რუ­მი­ნე­თის რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის პოს­ტი და­ვი­კა­ვე. სწო­რედ ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა ჩემს სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რა­ში, 32 წლის ასაკ­ში.

- ახალ ზე­ლან­დი­ა­ში კლუბ ქრუ­სე­ი­დარსში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სე­ბის გავ­ლა თქვენს კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. ასეთ პრეს­ტჟულ კლუბ­ში მოხ­ვედ­რა ალ­ბათ ყვე­ლა მო­რაგ­ბის ოც­ნე­ბაა. რა შეც­ვა­ლა თქვენ­თვის, რო­გორც მწვრთნე­ლის­თვის, სა­მო­მავ­ლო სტრა­ტე­გი­ის და­სახ­ვა­ში ზე­ლან­დი­ა­ში მოხ­ვედ­რამ?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემი სამ­წვრთნე­ლო ფი­ლო­სო­ფია შეც­ვა­ლა. იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე მრა­ვალ­წლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის ტოლ­ფა­სია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კლუ­ბის ლი­დე­რო­ბას სა­რაგ­ბო სამ­ყა­რო­ში, კომ­პლექ­სუ­რი მი­ზე­ზე­ბი აქვს, ის უნი­კა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის წა­მო­ღე­ბაც მო­ვა­ხერ­ხე, ქრუ­სე­ი­დარ­სის პირ­ვე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია. იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სულ სხვა ფი­ლო­სო­ფი­ას, მიდ­გო­მებს და ინო­ვა­ცი­ებს ვე­ზი­ა­რე თა­ნა­მედ­რო­ვე სპორ­ტში. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ურ­თი­ერ­თო­ბებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებს შო­რის. რე­ა­ლუ­რად, შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­დან და­ვი­ნა­ხე ის გან­სხვა­ვე­ბა, რა­საც აქამ­დე მხო­ლოდ მო­ე­დან­ზე ვხე­დავ­დი. ეს არის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გა­ნას­ხვა­ვებს და გა­მო­ყოფს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­ნარ­ჩე­ნი სა­რაგ­ბო სამ­ყა­როს­გან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ჩემს კა­რი­ე­რა­ში დიდი ტრამ­პლი­ნი იყო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კლუბ­ში მოხ­ვედ­რამ გარ­და შე­უ­ფა­სე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ჩემი, რო­გორც მწვრთნე­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტი გა­ზარ­და.

თქვენს პორ­ტფო­ლი­ო­ში სამ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში საქ­მი­ა­ნო­ბამ, რო­გორც მწვრთნელს, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით რა მოგ­ცათ?

- ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სპორ­ტში ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოა, თუმ­ცა, ვხვდე­ბით ძლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­სხვა­ვე­ბებ­საც, რო­მე­ლიც სამ­წვრთნე­ლო პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. ესაა სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, სპორ­ტუ­ლი ის­ტო­რია, გე­ნო­ფონ­დი, მენ­ტა­ლო­ბა და სხვა. სხვა­დას­ხვა სა­რაგ­ბო კულ­ტუ­რას­თან შე­ხე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვე. მეტ­საც გე­ტყვით, ამოვხსე­ნი ზო­გი­ერ­თი წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შის წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი. ამ სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ მო­თა­მა­შის­გან მისი სა­უ­კე­თე­სო ვერ­სია მი­ი­ღო.

ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ. მოგ­ვი­ყე­ვით ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ...

- ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბა - მა­ღა­ლი რან­გის სპორ­ტსმე­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტია. ამე­რი­კა თა­ვი­სი რე­სურ­სით, ყვე­ლა სფე­რო­ში მო­წი­ნა­ვეა. პირ­ვე­ლად ქვეყ­ნის სა­რაგ­ბო ის­ტო­რი­ა­ში, და­არ­სდა უმაღ­ლე­სი ლიგა, MLR (ემ ელ ერ). ჩემ­პი­ო­ნა­ტი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძვრე­ბი აქა­ურ სა­რაგ­ბო სივ­რცე­ში. თუ ქვეყ­ნის რე­სურსსაც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მეც მინ­და ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ში. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ზუს­ტად ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის დროს მი­წევს აქ მოღ­ვა­წე­ო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­მუ­შაო პრო­ცესს, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა რაგ­ბის კლუ­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ებს მო­ი­ცავს. უკვე შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია პრო­ექ­ტის სპონ­სო­რებ­თან, და­ვას­რუ­ლეთ მუ­შა­ო­ბა ბრენდ ბუქ­ზე, ასე­ვე მზად არის კლუ­ბის ვებ-გვერ­დი, სა­ი­და­ნაც შეძ­ლებთ გა­ეც­ნოთ სი­ახ­ლე­ებს. პრო­ექ­ტის და პი­რა­დად ჩემი მი­ზა­ნია, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ ლი­დერ კლუ­ბად ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, სა­დაც მო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვებს აღვზრდით.

რას ურ­ჩევ­დით დამ­წყებ ქარ­თველ მწვრთნე­ლებს?

ვე­ტყო­დი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღონ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია და ყო­ველ­დღე და­უთ­მონ კონ­კრე­ტუ­ლი დრო თვით­გან­ვი­თა­რე­ბას. დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად ხდე­ბა ინო­ვა­ცი­ე­ბის შე­მოს­ვლა. გა­აჩ­ნია, რა არის შენი მი­ზა­ნი, თუ მი­ზა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბაა, მი­ნი­მუმ ამ მოვ­ლე­ნე­ბის­თვის ფე­ხის აწყო­ბა უნდა შეძ­ლო. თუმ­ცა, არი­ან ერ­თე­უ­ლე­ბი, ვინც ერთი ნა­ბი­ჯით უს­წრებს ამ ინო­ვა­ცი­ებს. - შენი გა­და­სა­წყვე­ტია, ვინ ხარ. თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მით ნე­ბის­მი­ე­რი მწვერ­ვა­ლი მიღ­წე­ვა­დია.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

„პირადად ჩემი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ლიდერ კლუბად ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მომავალ ვარსკვლავებს აღვზრდით“ - ლაშა თავართქილაძის წარმატების გზა და ამერიკაში  განხორციელებული უნიკალური პროექტი

„პირადად ჩემი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ლიდერ კლუბად ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მომავალ ვარსკვლავებს აღვზრდით“ - ლაშა თავართქილაძის წარმატების გზა და ამერიკაში  განხორციელებული უნიკალური პროექტი

სპორტი - არ არის მხოლოდ გამარჯვების გემო, ის ასევე მარცხის, ყოველდღიური ვარჯიშების, დაღლილობისა და ტრავმების შეგრძნებაცაა. სპორტში წარმატების მისაღწევად და კარიერის შესაქმნელად რთული და გრძელი გზაა გასავლელი. სპორტსმენმა კი ყველაფერს უნდა გაუძლოს და მიზნის მისაღწევად, ზოგჯერ რისკზეც უნდა წავიდეს. რაგბი სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი და თავისი გმირები ჰყავს.

AMBEBI.GE ცნობილ მწვრთნელს - ლაშა თავართქილაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად აქტიურად მუშაობს ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბის ჩამოყალიბებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ამერიკაში ამ სპორტის ხელშეწყობისთვის. ამ საინტერესო პროექტის და თავად ლაშას მიზანია - ლიდერ კლუბად ჩამოყალიბება, სადაც მომავალი ვარსკვლავები გაიზრდებიან.

იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი; როგორია 3 ქვეყანაში მიღებული უნიკალური გამოცდილება, დეტალურად თავად ლაშა თავართქილაძე ინტერვიუში გვიამბობს.

- ლაშა, 2017-2020 წლებში, რუმინეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს იკავებდით. მოგვიყევით, როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის?

- წარმატება ყოველთვის დიდი შრომის შედეგია, რომელიც ძალიან კონკრეტული შედეგის მისაღებად მიზანმიმართულად გავწიე. როგორც კი შემოთავაზება მივიღე, დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დავდექი. csm Bucharest-ს როგორც ორგანიზაციას, ძალიან კარგად ვიცნობდი. ეს ყველაზე დიდი და პრესტიჟული სპორტული ორგანიზაციაა რუმინეთში, რომელიც სპორტის უამრავ მიმართულებას მოიცავს. მათ ჰყავთ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები, გუნდურ და ინდივიდუალურ სპორტში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული ორგანიზაცია, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ევროპის მასშტაბითაც. რაგბის კლუბის დაარსებისას ძალიან მაღალი სტანდარტები იყო. გუნდი რუმინეთის ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეებისგან შედგებოდა, ამიტომ ვიცოდი, რა მოლოდინი ჰქონდა ორგანიზაციას ჩემგან. ძალიან მოკლე დროში კლუბთან ერთად უნდა მიმეღწია დასახული მიზნისთვის. სამწვრთნელო კარიერაში მაშინ მხოლოდ 1 წლიანი გამოცდილება მქონდა, ამიტომ ძალიან კარგად გავიზარე, თუ რამხელა გამოწვევის წინაშე დავდგებოდი შემოთავაზების მიღებისთანავე. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მიუხედავად იმ უდიდესი შესაძლებლობისა, რასაც ეს ორგანიზაცია მთავაზობდა. მეორე მხარეს ძალიან დიდი ზეწოლა და წნეხი იდგა. კლუბის მიერ დასახულ მთავარ მიზანს ჩემი მოღვაწეობის პირველივე წელს მივაღწიეთ. რაგბის კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოვიპოვეთ ქვეყნის და მეფის თასები, ძალიან მალევე შევძელი ჩამოვყალიბებულიყავი რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეციალისტად, რის შედეგადაც რუმინეთის რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტი დავიკავე. სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, 32 წლის ასაკში.

- ახალ ზელანდიაში კლუბ ქრუსეიდარსში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლა თქვენს კარიერაში მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ასეთ პრესტჟულ კლუბში მოხვედრა ალბათ ყველა მორაგბის ოცნებაა. რა შეცვალა თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სამომავლო სტრატეგიის დასახვაში ზელანდიაში მოხვედრამ?

- პირველ რიგში, ჩემი სამწვრთნელო ფილოსოფია შეცვალა. იქ მიღებული გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე მრავალწლიანი მოღვაწეობის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბის ლიდერობას სარაგბო სამყაროში, კომპლექსური მიზეზები აქვს, ის უნიკალური ინფორმაცია, რომლის წამოღებაც მოვახერხე, ქრუსეიდარსის პირველობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იქ ყოფნის პერიოდში სულ სხვა ფილოსოფიას, მიდგომებს და ინოვაციებს ვეზიარე თანამედროვე სპორტში. ვაკვირდებოდი ურთიერთობებს ორგანიზაციის წევრებს შორის. რეალურად, შიდა სამზარეულოდან დავინახე ის განსხვავება, რასაც აქამდე მხოლოდ მოედანზე ვხედავდი. ეს არის ინფორმაცია, რომელიც განასხვავებს და გამოყოფს ამ ორგანიზაციას დანარჩენი სარაგბო სამყაროსგან. ეს ყველაფერი კი ჩემს კარიერაში დიდი ტრამპლინი იყო. საბოლოო ჯამში, კლუბში მოხვედრამ გარდა შეუფასებელი გამოცდილებისა, ქვეყნის მასშტაბით, ჩემი, როგორც მწვრთნელის ავტორიტეტი გაზარდა.

თქვენს პორტფოლიოში სამ რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანაში საქმიანობამ, როგორც მწვრთნელს, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით რა მოგცათ?

- ფუნდამენტური პრინციპები პროფესიონალურ სპორტში ხშირ შემთხვევაში საერთოა, თუმცა, ვხვდებით ძლიან მნიშვნელოვან განსხვავებებსაც, რომელიც სამწვრთნელო პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია. ესაა სპორტული ტრადიციები, სპორტული ისტორია, გენოფონდი, მენტალობა და სხვა. სხვადასხვა სარაგბო კულტურასთან შეხებით, მრავალფეროვანი გამოცდილება დავაგროვე. მეტსაც გეტყვით, ამოვხსენი ზოგიერთი წამყვანი მოთამაშის წარმატების მიზეზი. ამ სპეციფიკის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოთამაშისგან მისი საუკეთესო ვერსია მიიღო.

ამჟამად ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობთ. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ...

- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბავშვთა და მოზარდთა რაგბის განვითარება - მაღალი რანგის სპორტსმენების ჩამოყალიბების ფუნდამენტია. ამერიკა თავისი რესურსით, ყველა სფეროში მოწინავეა. პირველად ქვეყნის სარაგბო ისტორიაში, დაარსდა უმაღლესი ლიგა, MLR (ემ ელ ერ). ჩემპიონატი აქტიურად მიმდინარეობს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები აქაურ სარაგბო სივრცეში. თუ ქვეყნის რესურსსაც გავითვალისწინებთ, მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეში. ძალიან მიხარია, რომ ზუსტად ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს მიწევს აქ მოღვაწეობა.

რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო პროცესს, აქტიურად ვმუშაობთ ბავშვთა და მოზარდთა რაგბის კლუბის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებს მოიცავს. უკვე შედგა კომუნიკაცია პროექტის სპონსორებთან, დავასრულეთ მუშაობა ბრენდ ბუქზე, ასევე მზად არის კლუბის ვებ-გვერდი, საიდანაც შეძლებთ გაეცნოთ სიახლეებს. პროექტის და პირადად ჩემი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ლიდერ კლუბად ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მომავალ ვარსკვლავებს აღვზრდით.

რას ურჩევდით დამწყებ ქართველ მწვრთნელებს?

ვეტყოდი, რომ აუცილებლად მიიღონ მრავალფეროვანი ინფორმაცია და ყოველდღე დაუთმონ კონკრეტული დრო თვითგანვითარებას. დღევანდელ სამყაროში ძალიან სწრაფად ხდება ინოვაციების შემოსვლა. გააჩნია, რა არის შენი მიზანი, თუ მიზანი საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებაა, მინიმუმ ამ მოვლენებისთვის ფეხის აწყობა უნდა შეძლო. თუმცა, არიან ერთეულები, ვინც ერთი ნაბიჯით უსწრებს ამ ინოვაციებს. - შენი გადასაწყვეტია, ვინ ხარ. თავდადებული შრომით ნებისმიერი მწვერვალი მიღწევადია.

ავტორი: თეა ინასარიძე

R