"როგორც მოგეხსენებათ, ევროპულმა საბჭომ, ამ კვირის ბოლოს, სიგნალი უნდა გააგზავნოს, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება ამ სამი ქვეყნის [უკრაინა,მოლდოვა, საქართველო] ევროპული ინტეგრაციისთვის", - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, ეს ექო უნდა ისმოდეს ევროკავშირის საზღვრებს მიღმაც.
"ეს არის ძლიერი სიგნალი, რომელიც უნდა გაიგონონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ მისი ექო უნდა ისმოდეს ჩვენს საზღვრებს მიღმაც, როგორც ჩვენი სიძლიერისა და ერთობის მანიფესტაცია და მხარი დავუჭიროთ ამ სამ ქვეყანას, განსაკუთრებით მას, ვისზეც ხორციელდება რუსეთის აგრესია“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირს საბაბი კი არა , მიზეზი აქვს იქ არმიღებისათვის, ეს ჩვენი სახელმწიფოს პროსაბჭოთა ფუნქცია და სამართლის სისტემაა, აგრეთვე ამომრჩეველს და ამორჩეულს შორის ძალისა და უფლების დისბალანსი ამორჩეულის სასარგებლოდ ! სამიდან ერთი დემოკრატიის ინსტრუმენტი-არჩევნები,ხარვეზებით და უზუსტო სიით ყალბად ტარდება, შესაბამისად ასე ამორჩეული არალეგიტიმურია, რეფერენდუმი და პლებისციტი კი არ ტარდება, ანუ ამორჩეულს ამორჩევის შემდეგ არ აქვს შეკითხვები ამომრჩეველთან , აღარ სჭირდება და არც ანგარიშს აბარებს , არც კანონის რევიზიის საშუალებას იძლევა და არც პასუხისმგებლობა აკისრია უვარგისი კანონის მიღება აღსრულებით გამოწვეულ უარყოფით პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებზე !
ვინმეს თუ გიფიქრიათ იმაზე ,სულაც ევროკავშირის წევრობა რომ მოგვანიჭონ,სად მივდივართ მერე?! რუკას დახედეთ,ვინ არის გარშემო! ე.ი. მათმა მოქალაქეებმა ჩვენთან ევროვიზით უნდა იარონ, გაზზე,წყალზე ,ბენზინზე,პროდუქტზე და ა.შ. ევროფასები ვიხადოთ!ხომ გავწყდებით საბოლოოდ წელში?! რომ აყვებით ხოლმე ფეხის ხმას,ფიქრიც არ გაწყენდათ ხოლმე! ევროკავშირი კეთილდღეობის პანაცეა რომ ყოფილიყო,ინგლისი კი არ გაიქცეოდა იქიდან!ჩვენ თავს მივხედოთ,მაინც არავინ მიგვიღებს და მოეშვით ილუზიებით ცხოვრებას,ნატოსი არ იყოს!ხო,უკარაინას ალბათ პუტინთან ერთად მიიღებენ....მოლდოვას თუ დაიბრუნებს რუმინეთი მასე კი შევა ევროკავშირში,დნესტრისპირეთის გარეშე.