მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას" - პარლამენტთან  აქციაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს
"საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას" - პარლამენტთან  აქციაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც აქ­ცია "შინ ევ­რო­პის­კენ“ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ინ­გლი­სურ ენა­ზე ევ­რო­კავ­ში­რი­სად­მი მი­მარ­თვა წა­ი­კი­თხეს.

მი­მარ­თვი­სას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ხელ­ში ეჭი­რათ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ან­თე­ბუ­ლი ფარ­ნე­ბით და პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რით: „We are Europe“.

მი­მარ­თვის ბო­ლოს შეს­რულ­და ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნი.

"ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს ძვირ­ფა­სო წევ­რე­ბო, ვი­ნა­ი­დან თქვენ აპი­რებთ გა­და­წყვი­ტოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, ჩვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, გვსურს შე­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნაა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ჩვენ არა­სო­დეს დაგ­ვი­ყე­ნე­ბია ეჭვქვეშ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ბედი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ მი­ვახ­ლო­ე­ბო­დით ამ ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი თა­ო­ბის ოც­ნე­ბას ევ­რო­პულ ოჯახ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ჩვენ გვჯე­რა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის, რად­გან ჩვენ­თვის უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ახლა, როცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი ჩვენს ევ­რო­პულ გზა­ზე ასე ახ­ლოს არის, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ თქვენ გჯე­რათ ჩვე­ნი უფრო მე­ტად, ვიდ­რე სხვას და მის­ცემთ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ჩვენს მე­გობ­რებ­თან- უკ­რა­ი­ნას­თან და მოლ­დო­ვას­თან ერ­თად.

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა დიდი ხნის წინ და­იმ­სა­ხუ­რა და ახლა იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას. ყვე­ლა ჩვენ­განს თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნა არ­ვე­ლა­ძემ.

მი­მარ­თვის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნი გაჟ­ღერ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lali
0

"ძვირფასო წევრებო" - განსაკუთრებით გულშიჩამწვდომად ჟღერს და აუცილებლად აუჩუყდებათ გული...

გურუ
0

კი - ევროპას. არა - ნაცქოცეთს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას" - პარლამენტთან  აქციაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს

"საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას" - პარლამენტთან  აქციაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია "შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, ინგლისურ ენაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს.

მიმართვისას აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ მობილური ტელეფონები ანთებული ფარნებით და პლაკატები წარწერით: „We are Europe“.

მიმართვის ბოლოს შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი.

"ევროპული საბჭოს ძვირფასო წევრებო, ვინაიდან თქვენ აპირებთ გადაწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენ, ქართველი ხალხის წარმომადგენლებმა, გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაა. საუკუნეების მანძილზე ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ ჩვენი ევროპული ბედი და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მივახლოებოდით ამ ქვეყნის თითოეული თაობის ოცნებას ევროპულ ოჯახთან გაერთიანების შესახებ.

ჩვენ გვჯერა ევროპული მომავლის, რადგან ჩვენთვის უკეთესი ალტერნატივა არასოდეს ყოფილა. ახლა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე ასე ახლოს არის, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გჯერათ ჩვენი უფრო მეტად, ვიდრე სხვას და მისცემთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ჩვენს მეგობრებთან- უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.

ქართველმა ხალხმა ევროპული პერსპექტივა დიდი ხნის წინ დაიმსახურა და ახლა იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ყველა ჩვენგანს თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა არველაძემ.

მიმართვის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.