რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად, თუ ლიეტუვა, უახლოეს მომავალში, სრულად არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადის ოლქისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ლიეტუვის პროვოკაციულ ზომებს, რომელიც არღვევს ლიეტუვის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიას შორის ტრანზიტის შესახებ, ღიად მტრულად განწყობილად მივიჩნევთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასენი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივნისს საკუთარ ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.
უკრაინასაც მასე აფრთხილებდა და ბრიტანეთის ხელა ტერიტორია კი ჩამოაჭრა, ნატოს წევრობა არ ნიშნავს რომ ლიტველების მაგიბრად ნატოს წევრები იომებენ ლიტველებს მიცემენ იარაღს და ეტყვიან იომეთო, არადა როგორია 150 მილიონიან ქვეყანას ეომო, ამიტომ ლიეტუა გახსნის ტრანზიტულ გზას თუ არადა ვანია გაჭრის სახმელეთო გზას როგორც ეს ყირიმამდე ქნა და რასაც ეხლა მოლდოვამდე ცდილობს.
რუსეთი რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე დაიწყებს მითითებას,მეტი ცინიზმი რა გინდა.