ავტორი:

სუპერეკონომიდან პრემიუმამდე: სერვისმა „მაქსიმმა“ გააფართოვა მგზავრობის ტარიფების არჩევანი და იწვევს მძღოლებს

სუპერეკონომიდან პრემიუმამდე: სერვისმა „მაქსიმმა“ გააფართოვა მგზავრობის ტარიფების არჩევანი და იწვევს მძღოლებს

თბილისში სერვისმა 2 ახალი ტარიფი დანერგა - „სუპერეკონომი“ და „პრემიუმი“.

„სუპერეკონომი“ მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს მინიმალურ ფასად იმგზავროს. ამ ტარიფით მგზავრობის საწყისი ღირებულება 2 ლარია. შეკვეთებს მძღოლები სხვადასხვა კლასის ავტომობილებით ახორციელებენ.

მათ, ვინც მგზავრობისას მაქსიმალურ კომფორტს ანიჭებს უპირატესობას, შეუძლიათ აირჩიონ ტარიფი „პრემიუმი“ და მაღალი კლასის ავტომობილით იმგზავრონ. მგზავრობის ღირებულება 5 ლარიდან იწყება.

„მაქსიმის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ასევე შეუკვეთონ მგზავრობა სხვა ტარიფებით: ეკონომი, კომფორტი, კომპაქტვენი, მინივენი და ჯიპი. შეკვეთის შექმნისას შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ტარიფის არჩევა, რომ შეკვეთა უფრო მეტმა მძღოლმა დაინახოს, მგზავრმა კი მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს გამგზავრება.

სერვისი იღებს შეკვეთებს აპლიკაციაში „მაქსიმი“ taximaxim.ge/app/, საიტზე taximaxim.ge და ტელეფონით 032 260 60 60.

სერვისის მომხმარებლებს შეუძლიათ შეადგინონ რთული მარშრუტები რამდენიმე მისამართის მითითებით, შეცვალონ მარშრუტი მგზავრობის დროს და გამოიძახონ ავტომობილი როგორც მიმდინარე დროისთვის, ასევე წინასწარ. მომსახურების ღირებულება ცნობილია მარშრუტის მითითებისთანავე, ის არ არის დამოკიდებული საგზაო სიტუაციაზე და არ იცვლება მგზავრობის ბოლოს. ამდენად, მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა მარტივად დაგეგმონ საკუთარი ხარჯები.

მიიღე შემოსავალი „მაქსიმთან“ ერთად

სერვისი სთავაზობს მძღოლებს სხვადასხვა ტარიფის შეკვეთების შესრულებას ხელსაყრელი პირობებით. „მაქსიმის“ საინფორმაციო მომსახურების საკომისიო 10%-დან იწყება. მძღოლს შეუძლია სერვისით სარგებლობა ძირითად საქმედ აქციოს ან იმუშაოს თავისუფალ დროს. თანხის გამომუშავების დასაწყებად საჭიროა აპლიკაცია Taxsee Driver-ის ჩამოტვირთვა და რეგისტრაციის გავლა ან დარეგისტრირება საიტზე https://taximaxim.ge/driver/

აპლიკაცია Taxsee Driver -ის საშუალებით შეკვეთების შესრულება ძალიან მოსახერხებელია. ამ აპლიკაციის მეშვეობით მძღოლს შეუძლია აირჩიოს შეკვეთა იმ ადგილთან ახლოს, სადაც წინა შეკვეთა დაასრულა. სერვისის ალგორითმებს შეუძლიათ გზად შეკვეთების თანმიმდევრულად ჩამოყალიბება და შეთავაზება, ასევე მძღოლს აქვს შესაძლებლობა თვითონ აირჩიოს სასურველი შეკვეთა. წინასწარ არის ცნობილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ, კერძოდ, მარშრუტის საწყისი და ბოლო პუნქტები, მანძილი და ღირებულება. მძღოლს საშუალება აქვს მაქსიმალურად შეამციროს თავისუფალი გარბენი, მოცდენა და დაზოგოს საწვავი.

გამგზავრების დროა!

დამატებითი ინფორმაცია

„მაქსიმმა“ საქართველოში მუშაობა 2014 წელს დაიწყო, პირველი ქალაქი კი თბილისი გახდა. სერვისმა მომხმარებლებს ტაქსის გამოძახების ინოვაციური ტექნოლოგიები შესთავაზა, რამაც ეს მომსახურება უფრო თანამედროვე, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გახადა. ახლა, მგზავრობის გარდა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ სხვადასხვა ნივთის ყიდვა, მიტანა, ტვირთის გადაზიდვა, მტვირთავის მომსახურება, ხოლო რთულ სიტუაციაში ისარგებლოთ ძრავის ამუშავებისა და ბუქსირების მომსახურებით.

სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს 10 ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის. ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, გორი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი და სამტრედია. „მაქსიმი“ გააგრძელებს მომსახურების მიწოდების არეალის გაფართოებას. მალე სერვისი დაიწყებს მუშაობას ხაშურში, ახალციხესა და თელავში.