ავტორი:

პრემიუმ ხარისხის კომპლექსი ხელმისაწვდომ ფასად შეკვეთილში (+ 360° ფოტოები)

პრემიუმ ხარისხის კომპლექსი ხელმისაწვდომ ფასად შეკვეთილში (+ 360°  ფოტოები)

თუ ეძებთ ადგილს, რომელშიც ინვესტიციას ჩადებთ და, ამავდროულად, გექნებათ კომფორტული სივრცე დასვენებისთვის, მაშინ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია გვაქვს. „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ შეკვეთილში პირველ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და დასასვენებელ კომპლექსს FIDELIO-ს აშენებს. კომპანია ზღვისპირა კურორტზე 5 მილიონი ლარის ინვესტიციას „თიბისი ბანკთან“ ერთად ახორციელებს. შედეგად კი შენდება უნიკალური პროექტი, რომელიც საუკეთესო საინვესტიციო პირობებითაა წარმოდგენილი. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვები, თუ რა ღირს აპარტამენტები FIDELIO-ში, რამდენ ხანში შეძლებთ ჩადებული ინვესტიციის ამოღებას და საერთოდ, რატომ უნდა შეიძინოთ აპარტამენტი FIDELIO-ში. პასუხებს აქვე მიიღებთ.

რა ტიპის კომპლექსია FIDELIO?

FIDELIO შეკვეთილში პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია. მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი 22 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება. აპარტამენტის მინიმალური ფართი 30.7 კვადრატიდან იწყება. გარდა ამისა FIDELIO აერთიანებს ღია საცურაო აუზს, მოსასვენებელ სივრცეს, ბავშვთა გასართობ ტერიტორიას, იზოლირებულ სივრცეს ოთხფეხა მეგობრებისთვის და დამატებით რეკრეაციულ ზონას.

<script src="https://360player.io/static/dist/scripts/embed.js" defer></script> <iframe src="https://360player.io/p/VY2nYR/" frameborder="0" width=560 height=315 allow="fullscreen; xr-spatial-tracking" data-token="VY2nYR"></iframe>

ზუსტად სად მდებარეობს FIDELIO?

პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ზღვასთან ახლოს ტყის კორომში. კომპლექსი სანაპიროდან 150 მეტრის მოშორებითაა.

FIDELIO მდებარეობს Black Sea Arena-ს სიახლოვეს, რაც მას უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

კომპლექსი გაძლევთ შესაძლებლობას დაისვენოთ და იცხოვროთ ბუნების წიაღში. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, FIDELIO -ს განხორციელება შეკვეთილის უნიკალურმა მდებარეობამ განაპირობა. მისი ქვიშისა და კლიმატის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

<script src="https://360player.io/static/dist/scripts/embed.js" defer></script> <iframe src="https://360player.io/p/tn4JAi/" frameborder="0" width=560 height=315 allow="fullscreen; xr-spatial-tracking" data-token="tn4JAi"></iframe>

როდის სრულდება მშენებლობა?

აპარტამენტები მფლობელებს 2022 წლის შემოდგომაზე ბარდებათ. პირველი დამსვენებლების მიღებაც ამავე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

რა ღირს აპარტამენტები FIDELIO-ში და როგორია შეძენის პირობები?

აპარტამენტებში კვ.მ.-ის ღირებულება 1000 $-დან იწყება. ხელსაყრელია გადახდის პირობებიც, რადგან მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადახდის სამი ვარიანტიდან მისთვის სასურველი აირჩიოს. შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდა, ისე შიდა და/ან ბანკის განვადება.

<script src="https://360player.io/static/dist/scripts/embed.js" defer></script> <iframe src="https://360player.io/p/hUj8dB/" frameborder="0" width=560 height=315 allow="fullscreen; xr-spatial-tracking" data-token="hUj8dB"></iframe>

რა მდგომარეობაში ბარდება აპარტამენტები?

„ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ გაბარებთ ავეჯითა და ტექნიკით კეთილმოწყობილ, ენერგოეფექტურ აპარტამენტებს. რემონტი მოიცავს ევროპული სტანდარტის მშენებლობასა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალას. აპარტამენტები აღჭურვილი იქნება შემდეგი საყოფაცხოვრებო ტექნიკით: მაცივარი, სარეცხი მანქანა, ელექტრო ღუმელი, კონდიციონერი, გამწოვი, ტელევიზორი. რაც შეეხება ავეჯს, აპარტამენტში დაგხვდებათ: საწოლი, სათავსო-კარადა, სასადილო მაგიდა, მოსასვენებელი სკამები, რბილი ავეჯი.

რამდენ ხანშია შესაძლებელი ჩადებული ინვესტიციის ამოღება?

FIDELIO-ში წლიურად 22 000 ლარიდან შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. საუკეთესო მდებარეობა, ზღვისა და ტყის კომბინაცია, კულტურულ-გასართობი ობიექტების სიახლოვე მას ადგილობრივი თუ საერთაშორისო მოგზაურებისთვის სასურველ ლოკაციად აქცევს. კურორტს აქვს მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის დიდი პოტენციალი.

<script src="https://360player.io/static/dist/scripts/embed.js" defer></script> <iframe src="https://360player.io/p/h4xeSk/" frameborder="0" width=560 height=315 allow="fullscreen; xr-spatial-tracking" data-token="h4xeSk"></iframe>

კომპანია მონაწილეობს აპარტამენტების გაქირავების პროცესში თუ მას მფლობელი აქირავებს დამოუკიდებლად?

პროექტის მენეჯმენტში ჩაერთვებიან ფრანგი პარტნიორები, რომლებიც მეპატრონეებისთვის ნომრების გაქირავებას უზრუნველყოფენ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ FIDELIO-ს აპარტამენტები საინვესტიციოდ საუკეთესო საშუალებაა.

რა ტიპის რესტორანი იფუნქციონირებს კომპლექსში?

ეს იქნება რესტორანი ქართულ-ფრანგული სამზარეულოთი. ფრანგული სამზარეულო დახვეწილი ტექნოლოგიითა და სანელებლების ნაცვლად ბევრი მწვანილის გამოყენებითაა ცნობილი მსოფლიოში. რესტორანს ფრანგი შეფ-მზარეული ეყოლება.

R