მარიუპოლში ოკუპანტები ადამიანების ცხედრების ექსჰუმაციას ახორციელებენ და მასობრივ სასაფლაოებზე კრძალავენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო „ტელეგრამში“ იუწყება.
მისი თქმით, სიცხის გამო, პროზექტურიდან ცხედრები სასწრაფოდ მიჰყავთ დასაკრძალად მასობრივ სასაფლაოებზე.
„ოკუპანტებმა დაიწყეს მიცვალებულების ექსჰუმაცია. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ახლობლების მონაწილეობით. სიცხის გამო, ცხედრები სასწრაფოდ მიაქვთ დასაკრძალად მასობრივ სასაფლაოებზე და ნომრებს ყოველთვის არ ამონტაჟებენ გარდაცვლილებთან“, - აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული აგრესიის შედეგად მარიუპოლში ათასობით ადამიანი დაიღუპა.
მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც აქ წერია, წესიერ საქმეს აკეთებენ. იდენტიფიცირება ხდება ხალხის და ნორმალურად დასაფლავება. თუ ესენი რუსების მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობაა, მაშინ ეს უნდა დაწეროთ.
თქვენი ცოდვით არ გაიხაროს ზელენსკიმ და მისმა სასტავმა, თავიანთ ახლობლებზე რომ გამოცდიან ბომბებს და სიკვდილს,, ეს იქნება გააჩენი მათთვის,