მოლდოვამ ყველა რუსული საინფორმაციო გადაცემის ტრანსლირებაზე აკრძალვა დააწესა. ამის შესახებ ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ხელმძღვანელმა ლილიანა ვიცუმ განაცხადა.
აკრძალვის კანონს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოაწერა ხელი.
მისი თქმით, იქმნება დეზინფორმაციის გაგების კონცეფცია, რომელიც მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს.
თუ ფაქტი დეზინფორმაციის დამტკიცდება, მაშინ კომპანიებს ლიცენზია შვიდი წლით ჩამოერთმევათ“, - განაცხადა ვიცუმ.
მისი თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარება კიშინიოვს მკაცრი ზომების მიღებისკენ აიძულებს.
24 ივნისს კანონი ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.
რუსული სიმღერები სააკამ რომ აკრძალა, მის მერე ბარე 10 წელი გავიდა,მეტი თუ არა.ევროკანდიდატობა კი მაინც ამათ მისცეს.ბედკრული საქართველო...
დიდი ხანია თქვენს ქვეყანაში კომუნისტური პარტია აღარ მართავს ქვეყანას?