პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან რუსეთში ევროკომისიის გადაწყვეტილებას - "ცნობილი ტრიოდან ერთ-ერთს უარი უთხრეს... ხომ არ აგვიანებს ევროპა?!"
როგორ ეხმაურებიან რუსეთში ევროკომისიის გადაწყვეტილებას - "ცნობილი ტრიოდან ერთ-ერთს უარი უთხრეს... ხომ არ აგვიანებს ევროპა?!"

"რა­ტომ არ მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლომ იგი­ვე, რაც უკ­რა­ი­ნამ და მოლ­დო­ვამ?! ევ­რო­კავ­ში­რის­გან მეტს ვე­ლო­დით აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლო! ევ­რო­კო­მი­სი­ამ ცნო­ბი­ლი ტრი­ო­დან ერთ-ერთს უარი უთხრა!" - ეს არის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სულ მე­დი­ა­სა და ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნას მოჰ­ყვა.

life.ru-ს ცნო­ბით, ევ­რო­კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა, რომ მოლ­დო­ვამ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს, სა­ქარ­თვე­ლოს კი უარი უთხრა.

"ევ­რო­კო­მი­სი­ამ თბი­ლისს მო­უ­წო­და უფრო მეტი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით იმუ­შა­ოს პო­ლი­ტი­კურ რე­ფორ­მებ­ზე, ასე­ვე აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ა­ზე. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ურ­სუ­ლა ფონ დე ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და.

უკ­რა­ი­ნის კვალ­დაკ­ვალ, კი­დევ ერ­თმა ქვე­ყა­ნამ მო­ის­მი­ნა, რომ მას ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბის სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბა - ეს არის მოლ­დო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში კი, ევ­რო­კო­მი­სი­ამ გა­და­წყვი­ტა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის სა­კითხს მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­უბ­რუნ­დეს" - წერს გა­მო­ცე­მა.

ასევე დაგაინტერესებთ
15:53 / 17-06-2022

"გვესმის, რომ საქართველოს ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი არ გაუღია... დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა დაკარგული აქვს" - კობახიძე

16:03 / 17-06-2022

რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისია რეკომენდაციებსა და მოსაგვარებელი საკითხების სიას აქვეყნებს

19:22 / 17-06-2022

"საქართველო პოლიტიკური კატასტროფის წინაშეა - არადა ხელისუფლებას შეეძლო, ეიძულებინა ბრიუსელი..." - რა შანსები გვაქვს ევროკომისიის დასკვნის შემდეგ?

11:22 / 18-06-2022

"ოცნებაში" "ცივი შხაპის" გადავლება დიდად არ ეამათ... მეჩვენებოდა, რომ ისინი მაინც ელოდნენ დათქმებით კანდიდატის სტატუსს" - კონფლიქტოლოგი

14:41 / 18-06-2022

"ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს" - ევროპარლამენტარი ტომ ვანდერკენდელარე

"ევ­რო­კო­მი­სია ჯერ არ არის მზად, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მის­ცეს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა გუ­შინ­დელ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ცე­მა currenttime.tv.

მი­სი­ვე ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნას კან­დი­და­ტის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სი გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლი­თა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის აღი­ა­რე­ბით აძ­ლევს, იგი­ვე ეხე­ბა მოლ­დო­ვა­საც.

dw.com/ru-ს ცნო­ბით, "ევ­რო­კო­მი­სია რე­კორ­დულ დრო­ში აპი­რებს, უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ღე­ბას, ალ­ბათ იგი­ვე ხდე­ბა მოლ­დო­ვას შემ­თხვე­ვა­ში, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს - მას უარი უთხრეს კან­დი­და­ტო­ბის წევ­რის სტა­ტუს­ზე... ხომ არ აგ­ვი­ა­ნებს ევ­რო­პა?!" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­ცე­მა ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"ომში გახ­ვე­უ­ლი უკ­რა­ი­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას მხარს უჭე­რენ არა მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლე­თი და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი, არა­მედ იტა­ლია და ირ­ლან­დი­აც კი, რად­გან მათ იცი­ან ამა­ვე უწყე­ბის მხრი­დან რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, (იგუ­ლის­ხმე­ბა გა­წევ­რი­ა­ნე­ბა), რომ ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა" - მი­აჩ­ნია გა­მო­ცე­მას.

ევ­რო­კო­მი­სი­ის გუ­შინ­დელ დას­კვნას რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი "პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას" უწო­დე­ბენ. ნა­წი­ლის თქმით, ევ­რო­პა ახალ წევ­რებს გა­უ­ბე­და­ვად ირ­ჩევს და თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ურ­ჩევ­ნია ზო­მე­ბი უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღოს, უარს ხან გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით ფუ­თავს, ხან კა­რის ღიად და­ტო­ვე­ბით ხსნის.

"თუ ობი­ექ­ტუ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოც მათ შო­რის უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სხვა თუ არა­ფე­რი, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის მხრივ, ის ნამ­დვი­ლად მო­წი­ნა­ვეა და თუ მოლ­დო­ვა ბოლო ერთი წე­ლია გა­მო­ცო­ცხლდა, სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამას აკე­თებს. მთა­ვა­რია, ამ ქვეყ­ნებს რუ­სე­თის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის შან­სი მის­ცენ, ვუ­ლო­ცავ მოლ­დო­ვას და უკ­რა­ი­ნე­ლებს სის­ხლით მო­პო­ვე­ბულ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია" - წერს იუ­ლია უშ­კი­ნა.

"უკ­რა­ი­ნის ომმა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა და რაც უფრო დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მით მეტი ქვე­ყა­ნა იქ­ცე­ვა რუ­სე­თის­თვის მტრად, თუმ­ცა, ჩვენს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და მათი ძა­ლის­ხმე­ვით, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს, ისე­დაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ მსოფ­ლიო მათ წი­ნა­აღ­მდე­გაა. თუ ადრე ნა­ტოს წევ­რე­ბი ით­ვლე­ბოდ­ნენ მტრად, ახლა მათ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი, ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ემა­ტე­ბი­ან. ყვე­ლა ცდი­ლობს რუ­სეთს ვი­ღა­ცის ფრთის ქვეშ და­ე­მა­ლოს" - მი­აჩ­ნია ალექ­სან­დრ მა­ი­ო­როვს.

"ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გამჭვირ­ვა­ლო­ბა ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე და­ნარ­ჩენ ორ ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა, იქ ბოლო ხა­ნებ­ში და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია აშ­კა­რა და შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ქვე­ყა­ნას ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია არც ერთი სა­კი­თხის მი­მართ არ აქვს... ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც კარ­გად არის ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე ძნე­ლად აღ­მო­სა­ფხვრე­ლია. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია - უკ­რა­ი­ნა ომ­შია და მეტი მო­ტი­ვა­ცია სჭირ­დე­ბა, რუ­სე­თი ბოლო ხა­ნებ­ში მოლ­დო­ვის­კენ იწევს და მა­საც სჭირ­დე­ბა სტი­მუ­ლი ამ მონ­სტრს ებ­რძო­ლოს." - წერს მაქ­სიმ კრი­ვა.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ADAMIANI
2

მეგობრებო საქართველოში გასაკეთებელი კიდე ბევრი რამა მაგრამ ბევრი კარგი რამ გაკეთდა და კეთდება კიდეც, თუ არ გინდა დაინახო ვერ დაინახავ მაგრამ ფაქტია რომ კეთდება , მთავრობაც ევროპულია , რუსეთს უგვარებს ტექნიკურად , როცა იცი რომ შენზე ბევრად ზლიერია და შეუძლია მოგერიოს დაგბლოკოს , მაგ დროს ეთამაშები ტექნიკურად და ისე გადიხარ ძვრები ფინალშიი, ფინალში და მერე უცებ შედიხარ ევროკავშირში და ნატოში! ასევე პანდემიამ ძალიან უკან დახია საქართველო თორემ ძალიან მაგარი მოხოდილი იყო და ყველფერს ეტყობოდა , მაგრამ ეხლა ისევ იხოდება ! ასევე ხალხს დაეხვეწა გემოვნება და მიტომ მიდის ბევრი უცხოეთში უკეთესი ცხოვრების საძიებლად, იძახიან აქ არაფერი არაო:-) მაგრამ გაინძერიი შენს ქვეყანაში შენს ეზოში შენს სალში , ერთი ხე მაინც დარგე შენს ეზოში ? ან ნათურა თუ გამოცვალე სადარბაზოში ? მოიფიქრე რამეე? მთავრობამ ეზოებში სტადიონები რომ გააკეთა და კიდევ უამრავი რამ ყველგან, მერე მოუარე მას ? სადარბაზო რომ გაგირემონტა მერე მოუარე მას? მთელი საქართველო ოცნებობადა უვიზო რეჟიმზე ევროპასთან და ვინ მოაგვარა ბოლობოლო? ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ , მაგრამ ოპოზიცია მუშაობს მაგრად შავი პიარი , მთავრობას კი პიარი არ უვარგა , როგორ არი იციდ ? აი ძაან პატიოსანი რომ ხარ მართალი რომ ხარ და თავს რომ ვერ იმართლებ მაინც აი ასეთი სიტუაცია ეხლა ევროკავშირში გაწევრიანების საქმეზე ! ყველაფერი კარგად იქნება მთავარია ვისწავლოდ დანახვა კარგი საქმეების დანახვა 

ბექა
4

ევროკავშირის ბიუროკრატები არც მოლდოვას და არც უკრაინას იქამდე არ მიცემენ წევრობის სტატუსს, სანამ ესენი მინიმალურ დონეზე მაინც არ დაემსგავსებიან დანარჩენ ევროპას. ამას კი დიდი დრო დასჭირდება. საქართველოზეც იგივე შეიძლება ითქვას. სამივე ქვეყანაში მენტალურად ჩამორჩენილი საზოგადოებაა, ევროპულობისა ცხოვრების წესით არაფერი სცხია და მხოლოდ სურვილი კი ბევრს არაფერს წყვეტს. სამწუხაროდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

როგორ ეხმაურებიან რუსეთში ევროკომისიის გადაწყვეტილებას - "ცნობილი ტრიოდან ერთ-ერთს უარი უთხრეს... ხომ არ აგვიანებს ევროპა?!"

როგორ ეხმაურებიან რუსეთში ევროკომისიის გადაწყვეტილებას - "ცნობილი ტრიოდან ერთ-ერთს უარი უთხრეს... ხომ არ აგვიანებს ევროპა?!"

"რატომ არ მიიღო საქართველომ იგივე, რაც უკრაინამ და მოლდოვამ?! ევროკავშირისგან მეტს ველოდით აცხადებს საქართველო! ევროკომისიამ ცნობილი ტრიოდან ერთ-ერთს უარი უთხრა!" - ეს არის გამოხმაურებები, რომელიც რუსულ მედიასა და ინტერნეტსივრცეში ევროკომისიის დასკვნას მოჰყვა.

life.ru-ს ცნობით, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საქართველოს კი უარი უთხრა.

"ევროკომისიამ თბილისს მოუწოდა უფრო მეტი გულისხმიერებით იმუშაოს პოლიტიკურ რეფორმებზე, ასევე აქცენტი გააკეთოს საზოგადოების კონსოლიდაციაზე. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დე ლაიენმა განაცხადა.

უკრაინის კვალდაკვალ, კიდევ ერთმა ქვეყანამ მოისმინა, რომ მას ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ექნება - ეს არის მოლდოვა. საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისიამ გადაწყვიტა კანდიდატის სტატუსის საკითხს მოგვიანებით მიუბრუნდეს" - წერს გამოცემა.

"ევროკომისია ჯერ არ არის მზად, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მისცეს" - ასე ეხმაურება გუშინდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოცემა currenttime.tv.

მისივე ცნობით, უკრაინას კანდიდატის წევრობის სტატუსი გარკვეული პირობებით, კორუფციასთან ბრძოლითა და კანონის უზენაესობის აღიარებით აძლევს, იგივე ეხება მოლდოვასაც.

dw.com/ru-ს ცნობით, "ევროკომისია რეკორდულ დროში აპირებს, უკრაინის ევროკავშირში მიღებას, ალბათ იგივე ხდება მოლდოვას შემთხვევაში, რაც შეეხება საქართველოს - მას უარი უთხრეს კანდიდატობის წევრის სტატუსზე... ხომ არ აგვიანებს ევროპა?!" - ასე ეხმაურება გამოცემა ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

"ომში გახვეული უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ არა მხოლოდ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, არამედ იტალია და ირლანდიაც კი, რადგან მათ იციან ამავე უწყების მხრიდან რეალური ნაბიჯების გადადგმას, (იგულისხმება გაწევრიანება), რომ ძალიან დიდი დრო დასჭირდება" - მიაჩნია გამოცემას.

ევროკომისიის გუშინდელ დასკვნას რუსი ინტერნეტმომხმარებლები "პოლიტიკურ გადაწყვეტილებას" უწოდებენ. ნაწილის თქმით, ევროპა ახალ წევრებს გაუბედავად ირჩევს და თუ მაინცდამაინც ურჩევნია ზომები უკიდურეს შემთხვევაში მიიღოს, უარს ხან გეოგრაფიული მდებარეობით ფუთავს, ხან კარის ღიად დატოვებით ხსნის.

"თუ ობიექტურები ვიქნებით, ვფიქრობ, საქართველოც მათ შორის უნდა ყოფილიყო, სხვა თუ არაფერი, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, ის ნამდვილად მოწინავეა და თუ მოლდოვა ბოლო ერთი წელია გამოცოცხლდა, საქართველო რამდენიმე წელია ამას აკეთებს. მთავარია, ამ ქვეყნებს რუსეთისგან თავის დაღწევის შანსი მისცენ, ვულოცავ მოლდოვას და უკრაინელებს სისხლით მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს, დანარჩენი ყველაფერი ნათელია" - წერს იულია უშკინა.

"უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ის სამხედრო მოქმედებები, მით მეტი ქვეყანა იქცევა რუსეთისთვის მტრად, თუმცა, ჩვენს ხელმძღვანელობას და მათი ძალისხმევით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, ისედაც მიაჩნიათ, რომ მსოფლიო მათ წინააღმდეგაა. თუ ადრე ნატოს წევრები ითვლებოდნენ მტრად, ახლა მათ ევროპის ქვეყნები, ან გაწევრიანების მსურველები ემატებიან. ყველა ცდილობს რუსეთს ვიღაცის ფრთის ქვეშ დაემალოს" - მიაჩნია ალექსანდრ მაიოროვს.

"ვფიქრობ, საქართველოში გამჭვირვალობა ბევრად მეტია, ვიდრე დანარჩენ ორ ქვეყანაში, თუმცა, იქ ბოლო ხანებში დაწყებული პოლიტიკური პოლარიზაცია აშკარა და შესამჩნევი გახდა. ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანას ერთიანი პოზიცია არც ერთი საკითხის მიმართ არ აქვს... ჩვენ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური განხეთქილება, რომელიც საზოგადოებაშიც კარგად არის ფეხმოკიდებული, ყველაზე ძნელად აღმოსაფხვრელია. დანარჩენი ყველაფერი გასაგებია - უკრაინა ომშია და მეტი მოტივაცია სჭირდება, რუსეთი ბოლო ხანებში მოლდოვისკენ იწევს და მასაც სჭირდება სტიმული ამ მონსტრს ებრძოლოს." - წერს მაქსიმ კრივა.