საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, საუკეთესო სეზონია და საუკეთესო სამეული ვართ“ – 19 ივნისს „მასტერშეფის“ მე-7 სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება
„ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, საუკეთესო სეზონია და საუკეთესო სამეული ვართ“ – 19 ივნისს „მასტერშეფის“ მე-7 სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის, „მას­ტერ­შე­ფის“, მე-7 სე­ზო­ნი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. სულ მალე მა­ყუ­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტის ფი­ნალს იხი­ლავს, სა­დაც მა­რი­ამ ბარ­თია, სან­დრა კო­რე­ნე­ვი­ჩი და თა­მარ ბე­ქა­უ­რი პირ­ვე­ლო­ბის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ბრძო­ლის­თვის მზად არის, მა­ყუ­რე­ბელს კი და­უ­ვი­წყარ შო­უ­სა და სა­უ­ცხოო კერ­ძებს ჰპირ­დე­ბი­ან.

სან­დრა კო­რე­ნე­ვი­ჩი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი მო­ნა­წი­ლეა. მას ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რას თა­ვი­დან­ვე უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, ახლა კი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს და, რო­გორც ამ­ბობს, ფი­ნალ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კერ­ძი­თაც გაგ­ვა­ო­ცებს.

„პრო­ექ­ტში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი, ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩავ­დე ამ ყვე­ლა­ფერ­ში, ძა­ლი­ან ვი­ხა­ლი­სე, ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე და განვვი­თარ­დი, შე­სა­ბა­მი­სად ჩემს კერ­ძებ­შიც ახლა უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ, გე­მო­ე­ბის შე­ხა­მე­ბაც უკეთ ვის­წავ­ლე და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გან სა­ბო­ლოო ჯამ­ში უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე. ფი­ნა­ლის­თვის მაქვს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იდეა და ვფიქ­რობ, რომ ამ კერ­ძით ბო­ლომ­დე ავას­რუ­ლებ იმ ჩა­ნა­ფიქ­რს, რაც მქონ­და,“ - ამ­ბობს სან­დრა.

მა­რი­ამ ბარ­თია მეშ­ვი­დე სე­ზო­ნის კი­დევ ერთი აღ­მო­ჩე­ნაა. მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ ეს სე­ზო­ნი ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და ფი­ნალ­შიც ძა­ლი­ან და­ძა­ბულ ბრძო­ლას უნდა ვე­ლო­დოთ, რად­გან სა­მი­ვე ფი­ნა­ლის­ტი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია.

„ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა სა­ო­ცა­რი, ასე­თი რამ ჯერ არ მომ­ხდა­რა, სამი გოგო ვართ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვა, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი კერ­ძე­ბი გვექ­ნე­ბა სა­მი­ვეს. შეფ ლუ­კას თქმის არ იყოს, სა­უ­კე­თე­სო სე­ზო­ნია და სა­უ­კე­თე­სო სა­მე­უ­ლი ვართ. თუმ­ცა, თორ­მე­ტი­ვე მო­ნა­წი­ლე იყო სა­უ­კე­თე­სო, კონ­კუ­რენ­ცია იყო ძა­ლი­ან დიდი და სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ფი­ნალ­ში მოვ­ხვდი,“ - აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ა­მი.

თა­მარ ბე­ქა­უ­რი ჟი­უ­რიმ და­სა­წყი­სი­დან­ვე გა­მო­არ­ჩია. თა­მა­რი უკვე რამ­დე­ნი­მე ტუ­რია, რაც ერთ-ერთი ლი­დე­რია და არც არის გა­საკ­ვი­რი, რომ სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში ვი­ხი­ლეთ. რო­გორც თა­მა­რი ამ­ბობს, პრო­ექ­ტმა მას დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მის­ცა.

„მას­ტერ­შეფ­მა მომ­ცა რწმე­ნა იმი­სა, რომ შრო­მა და სა­კუ­თარ თავ­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­გი­ფას­დე­ბა და გა­მო­ი­ტანს შე­დეგს. მა­ყუ­რე­ბელს ფი­ნალ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბრძო­ლა ელის, შოუ იქ­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე და ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი,“ - ამ­ბობს თა­მა­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „მას­ტერ­შე­ფის“ მე-7 სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი 19 ივ­ნისს, 22:00 სა­ათ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში შედ­გე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

„ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, საუკეთესო სეზონია და საუკეთესო სამეული ვართ“ – 19 ივნისს „მასტერშეფის“ მე-7 სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება

„ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, საუკეთესო სეზონია და საუკეთესო სამეული ვართ“ – 19 ივნისს „მასტერშეფის“ მე-7 სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულინარიული პროექტის, „მასტერშეფის“, მე-7 სეზონი დასასრულს უახლოვდება. სულ მალე მაყურებელი პროექტის ფინალს იხილავს, სადაც მარიამ ბართია, სანდრა კორენევიჩი და თამარ ბექაური პირველობისთვის იბრძოლებენ. სამივე მათგანი ბრძოლისთვის მზად არის, მაყურებელს კი დაუვიწყარ შოუსა და საუცხოო კერძებს ჰპირდებიან.

სანდრა კორენევიჩი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მონაწილეა. მას ფინალში მოხვედრას თავიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი გამარჯვებისთვის იბრძოლებს და, როგორც ამბობს, ფინალში განსაკუთრებული კერძითაც გაგვაოცებს.

„პროექტში გატარებული დრო იყო განსაკუთრებულად კარგი, ძალიან დიდი შრომა ჩავდე ამ ყველაფერში, ძალიან ვიხალისე, ბევრი მეგობარი შევიძინე და განვვითარდი, შესაბამისად ჩემს კერძებშიც ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ, გემოების შეხამებაც უკეთ ვისწავლე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „მასტერშეფში“ მონაწილეობა გადავწყვიტე, რადგან საბოლოო ჯამში უამრავი რამ ვისწავლე. ფინალისთვის მაქვს მოფიქრებული განსაკუთრებული იდეა და ვფიქრობ, რომ ამ კერძით ბოლომდე ავასრულებ იმ ჩანაფიქრს, რაც მქონდა,“ - ამბობს სანდრა.

მარიამ ბართია მეშვიდე სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენაა. მარიამი ამბობს, რომ ეს სეზონი ყველაზე განსაკუთრებულია და ფინალშიც ძალიან დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდოთ, რადგან სამივე ფინალისტი ძალიან ძლიერია.

„ფინალი იქნება საოცარი, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, სამი გოგო ვართ და დარწმუნებული ვა, რომ ძალიან მაგარი კერძები გვექნება სამივეს. შეფ ლუკას თქმის არ იყოს, საუკეთესო სეზონია და საუკეთესო სამეული ვართ. თუმცა, თორმეტივე მონაწილე იყო საუკეთესო, კონკურენცია იყო ძალიან დიდი და საბოლოოდ ძალიან მადლიერი ვარ, რომ ფინალში მოვხვდი,“ - აღნიშნავს მარიამი.

თამარ ბექაური ჟიურიმ დასაწყისიდანვე გამოარჩია. თამარი უკვე რამდენიმე ტურია, რაც ერთ-ერთი ლიდერია და არც არის გასაკვირი, რომ საუკეთესო სამეულში ვიხილეთ. როგორც თამარი ამბობს, პროექტმა მას დიდი გამოცდილება მისცა.

„მასტერშეფმა მომცა რწმენა იმისა, რომ შრომა და საკუთარ თავში თავდაჯერებულობა აუცილებლად დაგიფასდება და გამოიტანს შედეგს. მაყურებელს ფინალში ძალიან საინტერესო ბრძოლა ელის, შოუ იქნება მოულოდნელობებით აღსავსე და ძალიან დაძაბული,“ - ამბობს თამარი.

შეგახსენებთ, რომ „მასტერშეფის“ მე-7 სეზონის ფინალი 19 ივნისს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmasterchef.georgia%2Fvideos%2F715436109662228%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>