მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუბრუნდებიან საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს - "ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს"
ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუბრუნდებიან საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს - "ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს"

სა­ქარ­თვე­ლომ წარ­მა­ტე­ბის­თვის ახლა პო­ლი­ტი­კუ­რად უნდა მო­ახ­დი­ნოს შეკ­ვრა და ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი გან­სა­ზღვროს - ვიძ­ლე­ვით რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ კი და­ვუბ­რუნ­დეთ სა­კითხს და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს პი­რო­ბებს, სა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მი­ვა­ნი­ჭებთ, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­ზეც უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვას და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნა გა­აჟ­ღე­რა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო იზი­ა­რებს იგი­ვე პო­ტენ­ცი­ალს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას გა­აჩ­ნია.

"მისი გა­ნა­ცხა­დი ძლი­ე­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ბაზ­რო ორი­ენ­ტა­ცი­ის, ეკო­ნო­მი­კის, ძლი­ე­რი კერ­ძო სექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. წარ­მა­ტე­ბის­თვის ქვე­ყა­ნამ ახლა პო­ლი­ტი­კუ­რად უნდა მო­ახ­დი­ნოს შეკ­ვრა და გან­სა­ზღვროს სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ეს გზა უნდა იყოს ასო­ცი­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლე­ბელ რე­ფორ­მებ­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამი­ტომ ვიძ­ლე­ვით რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ და­ვუბ­რუნ­დეთ სა­კითხს და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს პი­რო­ბებს, სა­ნამ მი­ვა­ნი­ჭებთ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს,“ - გა­ნა­ცხა­და ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ
14:04 / 17-06-2022

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - საქართველოს საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება

14:26 / 17-06-2022

"ნეტა ასეთი რა პასუხები შემოხაზეს იმ კითხვარში? ახლა გვაქვს ორი არჩევანი..."  - პირველი გამოხმაურებები ევროკომისიის დასკვნაზე: ვინ რას წერს "ფეისბუქზე"?

15:16 / 17-06-2022

"ჩვენ გვინდა, ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის კლება საქართველოში" - კიდევ რა რეკომენდაციები აქვს ევროკომისიას საქართველოსთვის?

15:53 / 17-06-2022

"გვესმის, რომ საქართველოს ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი არ გაუღია... დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა დაკარგული აქვს" - კობახიძე

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უშ­ვე­ლე­ბე­ლი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, რომ მას ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ე­ნი­ჭა.

"უშ­ვე­ლე­ბე­ლი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რომ მას ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ე­ნი­ჭა. კა­რე­ბი არის ფარ­თოდ გახ­სნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი გა­დად­გას შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ გა­ერ­თი­ან­დეს მთე­ლი ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს და მკა­ფი­ოდ აჩ­ვე­ნოს, რომ აქ­ტი­უ­რო­ბა სურთ. ეს გან­სა­ზღვრავს ვა­დებ­საც, თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - რაც უფრო მალე შე­იკვრე­ბით, მით უფრო მალე იქ­ნე­ბა წინსვლა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ხელთ არის, რომ წინ წა­ვი­დეს და ღია კარ­ში გა­ვი­დეს", - აღ­ნიშ­ნა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ევ­რო­კო­მი­სია რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი აცხა­დებს, რომ სა­კითხს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაალი
12

თუ აქ დადებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, საქართველო და ქართველი ხალხი მართლაც არ არის ჯერ მზად ევროპულ ოჯახში მისაღებად. კი' ასეს ეს.

ნონა
2

დღესაც ამერიკაშია არახამია რომ დარწმუნდეს ევროპ გადაწყვეტილებაზე ,უშუალოდ მუშაობდა ,გაიხარა რუსეთმა 👏👏👏

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუბრუნდებიან საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს - "ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს"

ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუბრუნდებიან საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს - "ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს"

საქართველომ წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და ევროკავშირის მიმართულებით სტრუქტურული რეფორმები განსაზღვროს - ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა გააჟღერა.

მისივე თქმით, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია.

"მისი განაცხადი ძლიერია. განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ქვეყანამ ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმები ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით.

ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე შეფასებით, საქართველოსთვის უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

"უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. კარები არის ფართოდ გახსნილი, საქართველოზეა დამოკიდებულები გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურ მხარეს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ აქტიურობა სურთ. ეს განსაზღვრავს ვადებსაც, თქვენზეა დამოკიდებული - რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე.

ინფორმაციისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

ნახეთ ვიდეო: