მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეტა ასეთი რა პასუხები შემოხაზეს იმ კითხვარში? ახლა გვაქვს ორი არჩევანი..."  - პირველი გამოხმაურებები ევროკომისიის დასკვნაზე: ვინ რას წერს "ფეისბუქზე"?
"ნეტა ასეთი რა პასუხები შემოხაზეს იმ კითხვარში? ახლა გვაქვს ორი არჩევანი..."  - პირველი გამოხმაურებები ევროკომისიის დასკვნაზე: ვინ რას წერს "ფეისბუქზე"?

ევ­რო­კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე რე­კო­მენ­და­ცია არ გას­ცა. რო­გორც ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ას­რუ­ლოს პი­რო­ბე­ბი, რომ­ლის შემ­დე­გაც ექ­ნე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის შან­სი.

აღ­ნიშ­ნულს უკვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ სა­კი­თხზე უკვე არა­ერ­თი პოს­ტი და­ი­წე­რა. ვნა­ხოთ, რო­გორ ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი:

თინა ხი­და­შე­ლი:

სას­წა­უ­ლე­ბი მხო­ლოდ ზღაპ­რებ­ში ხდე­ბაო, რე­ა­ლო­ბა კი ზუს­ტად ისე­თი­ვე სას­ტი­კი დარ­ჩა, რო­გორც გუ­შინ და გუ­შინ­წინ იყო. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ტრა­გი­კუ­ლიც კი მით უფრო, რო­დე­საც იმა­საც კი ვე­რა­ვინ ხე­დავს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­ძუ­ლო უგუ­ნუ­რი რე­ა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს მარ­თვა, და­ი­წყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სის შე­ნე­ბა და რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი. ასე ხდე­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­ძულ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტია.

ასევე დაგაინტერესებთ
14:04 / 17-06-2022

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - საქართველოს საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება

14:30 / 17-06-2022

ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუბრუნდებიან საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს - "ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს"

15:16 / 17-06-2022

"ჩვენ გვინდა, ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის კლება საქართველოში" - კიდევ რა რეკომენდაციები აქვს ევროკომისიას საქართველოსთვის?

15:53 / 17-06-2022

"გვესმის, რომ საქართველოს ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი არ გაუღია... დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა დაკარგული აქვს" - კობახიძე

16:03 / 17-06-2022

რა პირობები უნდა შეასრულოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისია რეკომენდაციებსა და მოსაგვარებელი საკითხების სიას აქვეყნებს

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი:

ფაქ­ტია ჩავფლავ­დით!ფაქ­ტია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით!შან­სი გვაქვს და კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხრეს რა უნდა გა­ვა­კე­თოთ!ყვე­ლამ უნდა ვა­ი­ძუ­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დად­გას კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი!

ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლი

გვე­უბ­ნე­ბი­ან, თქვენ თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოთ, ოლი­გარ­ქია გირ­ჩევ­ნი­ათ თუ ევ­რო­კავ­ში­რიო. თუ მე­ო­რეს აირ­ჩევთ, ჩვე­ნი კარი ღი­ა­აო.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

ახლა თავს თუ გა­და­ი­პარ­სავს თე­მის გა­და­სა­ფა­რად…

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი:

უკ­რა­ი­ნა­ზე და მოლ­დო­ვა­ზე გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ მი­ე­ნი­ჭოთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. სა­ქარ­თვე­ლო­ზე - არა ... ჩა­მოგ­ვი­წე­რეს პი­რო­ბე­ბი, რა შემ­თხვე­ვა­შიც ღია კარ­ში უბ­რა­ლოდ, შე­ვალთ - მთა­ვა­რი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის არის რუსი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი კრი­მი­ნა­ლურ - კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ჯერი ქარ­თველ ხალ­ხზეა 20 - ში 20:00 სა­ათ­ზე.

გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე:

ნეტა რა პა­სუ­ხე­ბი შე­მო­ხა­ზეს ასე­თი იმ კი­თხვარ­ში, მარ­ტო ჩვენ რომ გვი­თხრეს უარი?

ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი:

ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ნო, გვაქვს ორი არ­ჩე­ვა­ნი: ან სას­წრა­ფოდ ვი­შო­რებთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ან სას­წრა­ფოდ ვყი­დუ­ლობთ ბი­ლე­თებს და მივ­დი­ვართ აქე­დან. სას­წრა­ფოდ, იმი­ტომ რომ, მალე აღარც უვი­ზო იქ­ნე­ბა და აღარც ვი­ზე­ბი.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი:

რე­ჟი­მი დალ­პა! ჩვე­ნი ყვე­ლა ქმე­დე­ბა ამ სი­დამ­პლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბით შეც­ვლის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.(ჩემი აზ­რით, 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის გზავ­ნი­ლიც გა­მო­საც­ვლე­ლია, მაგ­რამ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ჩვენ არ ვართ და არ ვე­რე­ვით).

გიგი უგუ­ლა­ვა:

ევ­რო­პის გზა­ზე ტრიო სა­ქარ­თვე­ლო, მოლ­დო­ვა, უკ­რა­ი­ნა აღარ არ­სე­ბობს. უკ­რა­ი­ნამ და მოლ­დო­ვამ მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ვუ­ლო­ცავ მათ. სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მხო­ლოდ. იქ­ნე­ბა დიდი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ კან­დი­და­ტო­ბის­თვის. ეს დიდი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გან­საც­დე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ახლა არ­ჩე­ვა­ნი ჩვენ­ზეა. ან ჩავ­რჩე­ბით ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ვინ­ცი­ულ ჭა­ობ­ში ან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ქვე­ყა­ნას ოლი­გარ­ქის­გან და მი­ვი­ღებთ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს. მაშ ასე, ივა­ნიშ­ვი­ლი ან ევ­რო­პა. სა­კი­თხი ასე დგას და სხვაგ­ვა­რად ვე­ღარ იქ­ნე­ბა 20 ივ­ნი­სი 20:00 რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე:

ის­ტო­რი­ის გა­აზ­რე­ბუ­ლი დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბით, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მომ­ლო­დი­ნე არ­ცერთ ქვე­ყა­ნას არ უბ­რძო­ლია იმ ძა­ლის­ხმე­ვით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს. ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბაა ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო დროს ყვე­ლა­ზე მავ­ნე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ელო­დე ის­ტო­რი­ულ შანსს. მო­ლო­დი­ნის რე­ა­ლუ­რი გან­ცდა ის იყო, რაც მო­ვის­მი­ნეთ, მაგ­რამ რთუ­ლად მი­სა­ღე­ბია. სა­შინ­ლად ვგრძნობ თავს... რის­თვის ვი­ო­მეთ, რის­თვის ვიწ­ვა­ლეთ, რის­თვის გა­ვი­ღეთ ამ­დე­ნი მსხვერ­პლი.. სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მო­ი­და­რებს.

ელე­ნე ხოშ­ტა­რია:

პერ­სპექ­ტი­ვა გაქვთ თუ ევ­რო­პულ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს და­უბ­რუნ­დე­ბი­თო. მო­თხოვ­ნე­ბი ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნია და ჩვე­ნი მი­საღ­წე­ვი. აი ერთ- ერთი: implement the commitment to “de-oligarchisation” by eliminating the excessive influence of vested interests in economic, political, and public life; დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­აო! ესაა მთა­ვა­რი წი­ნა­ღო­ბა

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

ხუხა, იმდენიც არ იცი რომ მაგ კითხვარში შემოსახაზი არაფერი იყო. რა საწყალი ხარ. ამ კაცის ნააზრევებს როგორ წერთ საერთოდ 

otari
1

მავნებლების სახეები!

ავტორი:

"ნეტა ასეთი რა პასუხები შემოხაზეს იმ კითხვარში? ახლა გვაქვს ორი არჩევანი..."  - პირველი გამოხმაურებები ევროკომისიის დასკვნაზე: ვინ რას წერს "ფეისბუქზე"?

"ნეტა ასეთი რა პასუხები შემოხაზეს იმ კითხვარში? ახლა გვაქვს ორი არჩევანი..."  - პირველი გამოხმაურებები ევროკომისიის დასკვნაზე: ვინ რას წერს "ფეისბუქზე"?

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია არ გასცა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველომ უნდა შეასრულოს პირობები, რომლის შემდეგაც ექნება კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.

აღნიშნულს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები საზოგადოების მხრიდან და სოციალურ ქსელში ამ საკითხზე უკვე არაერთი პოსტი დაიწერა. ვნახოთ, როგორ ეხმაურებიან ევროკომისიის დასკვნას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები:

თინა ხიდაშელი:

სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდებაო, რეალობა კი ზუსტად ისეთივე სასტიკი დარჩა, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ტრაგიკულიც კი მით უფრო, როდესაც იმასაც კი ვერავინ ხედავს, როგორ შეიძლება აიძულო უგუნური რეალურად შეცვალოს მართვა, დაიწყოს საზოგადოებრივი კონსენსუსის შენება და რეალური რეფორმები. ასე ხდება, როდესაც ხელისუფლება სიძულვილის ადვოკატია.

ალეკო ელისაშვილი:

ფაქტია ჩავფლავდით!ფაქტია ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის წყალობით!შანსი გვაქვს და კონკრეტულად გვითხრეს რა უნდა გავაკეთოთ!ყველამ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები!

ზურა ბატიაშვილი

გვეუბნებიან, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, ოლიგარქია გირჩევნიათ თუ ევროკავშირიო. თუ მეორეს აირჩევთ, ჩვენი კარი ღიააო.

გია ხუხაშვილი:

ახლა თავს თუ გადაიპარსავს თემის გადასაფარად…

ლევან ხაბეიშვილი:

უკრაინაზე და მოლდოვაზე გაიცა რეკომენდაცია, რომ მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოზე - არა ... ჩამოგვიწერეს პირობები, რა შემთხვევაშიც ღია კარში უბრალოდ, შევალთ - მთავარი შემაფერხებელი ჩვენი ევროპული პერსპექტივის არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალურ - კორუმპირებული ხელისუფლება, ჯერი ქართველ ხალხზეა 20 - ში 20:00 საათზე.

გიორგი ჯანელიძე:

ნეტა რა პასუხები შემოხაზეს ასეთი იმ კითხვარში, მარტო ჩვენ რომ გვითხრეს უარი?

ნინო ჯანგირაშვილი:

ძვირფასო თანამოქალაქენო, გვაქვს ორი არჩევანი: ან სასწრაფოდ ვიშორებთ ამ ხელისუფლებას, ან სასწრაფოდ ვყიდულობთ ბილეთებს და მივდივართ აქედან. სასწრაფოდ, იმიტომ რომ, მალე აღარც უვიზო იქნება და აღარც ვიზები.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

რეჟიმი დალპა! ჩვენი ყველა ქმედება ამ სიდამპლის დემოკრატიული მთავრობით შეცვლისკენ იქნება მიმართული.(ჩემი აზრით, 20 ივნისის აქციის გზავნილიც გამოსაცვლელია, მაგრამ ორგანიზატორები ჩვენ არ ვართ და არ ვერევით).

გიგი უგულავა:

ევროპის გზაზე ტრიო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა აღარ არსებობს. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ მათ. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა მხოლოდ. იქნება დიდი ჩამონათვალი, ივანიშვილის ოცნების პირობებში შეუძლებელი, რა უნდა გავაკეთოთ კანდიდატობისთვის. ეს დიდი გეოპოლიტიკური განსაცდელია ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა არჩევანი ჩვენზეა. ან ჩავრჩებით ივანიშვილის პროვინციულ ჭაობში ან გავათავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქისგან და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. მაშ ასე, ივანიშვილი ან ევროპა. საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება 20 ივნისი 20:00 რუსთაველის გამზირი.

ეკა ხერხეულიძე:

ისტორიის გააზრებული დროის ხანგრძლივობით, კანდიდატის სტატუსის მომლოდინე არცერთ ქვეყანას არ უბრძოლია იმ ძალისხმევით, როგორც საქართველოს. ბედუკუღმართობაა ყველაზე საჭირო დროს ყველაზე მავნებელი ხელისუფლების პირობებში ელოდე ისტორიულ შანსს. მოლოდინის რეალური განცდა ის იყო, რაც მოვისმინეთ, მაგრამ რთულად მისაღებია. საშინლად ვგრძნობ თავს... რისთვის ვიომეთ, რისთვის ვიწვალეთ, რისთვის გავიღეთ ამდენი მსხვერპლი.. საქართველოშიც გამოიდარებს.

ელენე ხოშტარია:

პერსპექტივა გაქვთ თუ ევროპულ და დემოკრატიულ ფასეულობებს დაუბრუნდებითო. მოთხოვნები ძალიან სამართლიანია და ჩვენი მისაღწევი. აი ერთ- ერთი: implement the commitment to “de-oligarchisation” by eliminating the excessive influence of vested interests in economic, political, and public life; დეოლიგარქიზაციაო! ესაა მთავარი წინაღობა