პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:16-ზე, მთვარე კუროში იქნება 17:21-დან – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასეირნებისა და მივლინებისთვის. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიცავით ყელი და ყურები. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ოლიგარქის თავგასულობის გამო იღუპება ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი
"ერთი ოლიგარქის თავგასულობის გამო იღუპება ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

მო­რიგ ჯერ­ზე უარი მი­თხრეს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პი­რო­ბა მომ­ცა პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ მო­რა­ვეც­კის თან­დას­წრე­ბით. სა­ერ­თოდ, ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებ­ში არ ჯდე­ბა, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში იყოს და დას­ჯილ იქ­ნას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, - ამის შე­სა­ხებ პო­ლო­ნე­თის სე­ი­მის ვიცე-სპი­კერ­მა მალ­გორ­ზა­ტა გო­ში­ევ­სკამ "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კას­თან მის­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ეს მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ მის­ჯი­ლი ბრალ­დე­ბით სა­პა­ტიმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფოს წინ, რო­მელ­შიც პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მო­რიგ ჯერ­ზე უარი მი­თხრეს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პი­რო­ბა მომ­ცა პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პრე­მი­ე­რი მო­რა­ვეც­კის თან­დას­წრე­ბით. სა­ერ­თოდ, ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებ­ში არ ჯდე­ბა, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში იყოს და დას­ჯილ იქ­ნას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ეს არის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, რო­დე­საც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ მის­ჯი­ლი ბრალ­დე­ბით. თუ სა­ხელ­მწი­ფო და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ გა­მო­ხა­ტავს პა­ტი­ვის­ცე­მას ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის მი­მართ, რა უნდა ქნას უბ­რა­ლო ადა­მი­ან­მა ქვე­ყა­ნა­ში?

ნორ­მე­ბი არამ­ხო­ლოდ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, არა­მედ მომ­დევ­ნო პრე­ზი­დენ­ტსაც ჩა­მო­არ­თვეს - დაც­ვა და ის შე­ღა­ვა­თე­ბი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნის წე­სით ეკუთ­ვნო­და. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს აღიქ­მე­ბო­დეს ევ­რო­პა­ში, მი­თუ­მე­ტეს, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე დგას სა­კი­თხი? ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მხარს უჭერს ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას და ინ­ტეგ­რა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნა მალ­გორ­ზა­ტა გო­ში­ევ­სკამ.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან „სა­ერ­თა­შო­რი­სო ექი­მე­ბის ჯგუ­ფის არ­დაშ­ვე­ბა და სამ­კურ­ნა­ლოდ არ­გაშ­ვე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბარ­ბა­რო­სუ­ლი აქ­ტია“.

"ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტა­ვენ მზა­ო­ბას და მო­წო­დე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭოს კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი. მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა, გუ­შინ შევ­ხვდი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­მაც კი­დევ ერთხელ და­მი­დას­ტუ­რეს მათი მკა­ფიო პო­ზი­ცია. მინ­და პი­რა­დად გან­ვა­ცხა­დო, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის და ხალ­ხის დას­ჯა ერთი ოლი­გარ­ქის თავ­გა­სუ­ლო­ბის, სი­ძულ­ვი­ლი­სა და პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გამო. ამი­ტომ, სრუ­ლი­ად ვუ­ჭერ მხარს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ.

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო ექი­მე­ბის ჯგუ­ფის არ­დაშ­ვე­ბა და სამ­კურ­ნა­ლოდ არ­გაშ­ვე­ბა არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბარ­ბა­რო­სუ­ლი აქტი. პო­ლო­ნეთ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ღე­ბის თან­ხმო­ბა და მზა­ო­ბა. ერთი ოლი­გარ­ქის სურ­ვი­ლის გამო მთე­ლი მსოფ­ლი­ოს თვალ­წინ იღუ­პე­ბა ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მალ­გორ­ზა­ტა გო­ში­ევ­სკამ.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hj
0

saakashvils tu rame daemarta sakartvelos gegmebi shaifusheba

---
1

ისე რა საინტერესო ფაქტია, ეს ამდენი ასაკში მოსული ქალი, უცხოელი თუ შინაური რა ისტერიკულად იცავს სექტანტებს და მათ ბელადს?! რა საცოდაობაა! მთელი ჯოჯოხეთია წარმოდგენილი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს
ავტორი:

"ერთი ოლიგარქის თავგასულობის გამო იღუპება ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

"ერთი ოლიგარქის თავგასულობის გამო იღუპება ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ ჯდება, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგორზატა გოშიევსკამ "ვივამედის“ კლინიკასთან მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ეს მეორე შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი ბრალდებით საპატიმროში იმყოფება.

"ერთმანეთს ვხვდებით საავადმყოფოს წინ, რომელშიც პატიმრობაში იმყოფება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერი მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ ჯდება, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და ეს არის მეორე შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება საპატიმროში ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი ბრალდებით. თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რა უნდა ქნას უბრალო ადამიანმა ქვეყანაში?

ნორმები არამხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილს, არამედ მომდევნო პრეზიდენტსაც ჩამოართვეს - დაცვა და ის შეღავათები, რომელიც კანონის წესით ეკუთვნოდა. როგორ შეიძლება ეს აღიქმებოდეს ევროპაში, მითუმეტეს, ამ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის მომავალზე დგას საკითხი? ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროპულ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ინტეგრაციას“, - აღნიშნა მალგორზატა გოშიევსკამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან „საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და სამკურნალოდ არგაშვება ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტია“.

"ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მზაობას და მოწოდებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბულობისა, გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დამიდასტურეს მათი მკაფიო პოზიცია. მინდა პირადად განვაცხადო, რომ არ შეიძლება ქვეყნის და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ, სრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.

პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და სამკურნალოდ არგაშვება არის ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე სააკაშვილის მიღების თანხმობა და მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნა მალგორზატა გოშიევსკამ.

ნახეთ ვიდეო: