სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში "ომიკრონის" ორი ახალი ქვეშტამი ვრცელდება და ექსპერტები კოვიდის ახალ ტალღას პროგნოზირებენ - რამდენად სახიფათოა და რა არის ცნობილი BA.4 და BA.5 შტამებზე
მსოფლიოში "ომიკრონის" ორი ახალი ქვეშტამი ვრცელდება და ექსპერტები კოვიდის ახალ ტალღას პროგნოზირებენ - რამდენად სახიფათოა და რა არის ცნობილი BA.4 და BA.5 შტამებზე

ექ­სპერ­ტე­ბი მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ ტალ­ღას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ და მათი მტკი­ცე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა "ომიკ­რო­ნის" ახალ ქვე­ვა­რი­ან­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც უკვე დო­მი­ნან­ტუ­რია სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

სა­უ­ბა­რია BA.4 და BA.5 შტა­მებ­ზე. ორი­ვე მათ­გა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გაჩ­ნდა და რო­გორც ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, შე­საძ­ლოა, მალე გახ­დნენ დო­მი­ნან­ტუ­რი შტა­მე­ბი ევ­რო­პა­სა და აშშ-ში.

  • რა არის ცნო­ბი­ლი BA.4 და BA.5 შტა­მე­ბის შე­სა­ხებ?

ბოლო დროს გა­მოვ­ლე­ნილ შტა­მებს შო­რის BA.4 და BA.5 ყვე­ლა­ზე უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, რაც ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს. ორი­ვე ვა­რი­ან­ტი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სიას მარ­ტში და­ე­მა­ტა და ისი­ნი "შე­მაშ­ფო­თე­ბელ ვა­რი­ან­ტთა" შო­რის შე­იყ­ვა­ნეს.

  • რო­მელ ქვეყ­ნებ­ში ცირ­კუ­ლი­რებს?

წლის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და­ა­ფიქ­სი­რეს, თუმ­ცა მა­შინ აქ­ცენ­ტი სხვა შტა­მებ­ზე კეთ­დე­ბო­და. ახლა ორი­ვე მათ­გა­ნი სხვა ვა­რი­ან­ტებ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა. ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უკვე გახ­და დო­მი­ნან­ტუ­რი. მა­გა­ლი­თად პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა BA.5 შტამ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

აშშ-ში აცხა­დე­ბენ, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბოლო კვი­რე­ბია იზ­რდე­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ორი ახა­ლი ქვე­ვა­რი­ან­ტის ცირ­კუ­ლი­რე­ბას­თან. დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც ასე­ვე ჩანს კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის შე­საძ­ლო მა­ტე­ბის ად­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია BA.4-ითა და BA.5-ით.

ამ შტა­მე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ასე­ვე აღ­წე­რეს ავ­სტრა­ლი­ა­შიც.

  • რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა?

ექ­სპერ­ტე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მძი­მე დარ­ტყმას მი­ი­ღე­ბენ ქვეყ­ნე­ბი ამ შტა­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად. თუმ­ცა ისი­ნი კო­ვი­დის სხვა ვა­რი­ან­ტებ­თან შე­და­რე­ბით უფრო სა­ხი­ფა­თოდ არ მი­იჩ­ნე­ვა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა ვა­რი­ან­ტე­ბის გა­და­ტა­ნი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს აქვს იმუ­ნი­ტე­ტი, რაც და­ა­ვა­დე­ბას ნაკ­ლე­ბად სა­რის­კოს ხდის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ახა­ლი შტა­მე­ბი უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, რა­საც გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელს უწყობს ის, რომ ქვეყ­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში მო­იხ­სნა კო­ვიდ შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც ვირუსს გავ­რცე­ლე­ბის უფრო მეტ შანსს აძ­ლევს.

მეც­ნი­ერ­თა შე­ფა­სე­ბით, კო­ვი­დის ახალ შტა­მებს შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა მა­ში­ნაც კი, თუ მას ახა­ლი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ომიკ­რო­ნის სხვა შტა­მი.

  • რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი?

რო­გორც კო­ვი­დის სხვა შტა­მე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ ახ­ლაც არი­ან ხან­დაზ­მუ­ლე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ სხვა რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ 100%-იან ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, ისი­ნი მა­ინც თავ­დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

ამ ვაქ­ცი­ნებ­მა შე­ამ­ცი­რეს მძი­მე ავა­დო­ბის რის­კი კო­ვი­დის სხვა ვა­რი­ან­ტე­ბის მი­მართ, მათ შო­რის, ალფა, ბეტა, გამა და დელ­ტა ვა­რი­ან­ტე­ბის მი­მართ.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მწარ­მო­ებ­ლებ­მა უკვე შექ­მნეს ახა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო უნი­ვერ­სა­ლუ­რი, სრულ­ყო­ფი­ლი და ეფექ­ტი­ა­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი­სად­მი და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მოხ­მა­რე­ბა­ში მალე ჩა­ეშ­ვე­ბა.

წყა­რო. BBC.com

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
2

დაკეტონ ეს საზღვრები სანამ არსებობს დაავადების საშიშროება

vake
5

აღარ გვჯერა ზღაპრების რაცხა ახალია მოსაგონებელი სასწრაფოდ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მსოფლიოში "ომიკრონის" ორი ახალი ქვეშტამი ვრცელდება და ექსპერტები კოვიდის ახალ ტალღას პროგნოზირებენ - რამდენად სახიფათოა და რა არის ცნობილი BA.4 და BA.5 შტამებზე

მსოფლიოში "ომიკრონის" ორი ახალი ქვეშტამი ვრცელდება და ექსპერტები კოვიდის ახალ ტალღას პროგნოზირებენ - რამდენად სახიფათოა და რა არის ცნობილი BA.4 და BA.5 შტამებზე

ექსპერტები მსოფლიოში კორონავირუსის ახალ ტალღას პროგნოზირებენ და მათი მტკიცებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებული იქნება "ომიკრონის" ახალ ქვევარიანტებთან, რომლებიც უკვე დომინანტურია სხვადასხვა ქვეყანაში.

საუბარია BA.4 და BA.5 შტამებზე. ორივე მათგანი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში გაჩნდა და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, შესაძლოა, მალე გახდნენ დომინანტური შტამები ევროპასა და აშშ-ში.

  • რა არის ცნობილი BA.4 და BA.5 შტამების შესახებ?

ბოლო დროს გამოვლენილ შტამებს შორის BA.4 და BA.5 ყველაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც ჯანდაცვის წარმომადგენელთა შეშფოთებას იწვევს. ორივე ვარიანტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონიტორინგის სიას მარტში დაემატა და ისინი "შემაშფოთებელ ვარიანტთა" შორის შეიყვანეს.

  • რომელ ქვეყნებში ცირკულირებს?

წლის დასაწყისში აღნიშნული ვარიანტები სამხრეთ აფრიკაში დააფიქსირეს, თუმცა მაშინ აქცენტი სხვა შტამებზე კეთდებოდა. ახლა ორივე მათგანი სხვა ვარიანტებთან შედარებით, გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე გახდა დომინანტური. მაგალითად პორტუგალიაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა BA.5 შტამთანაა დაკავშირებული.

აშშ-ში აცხადებენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო კვირებია იზრდება და ოფიციალური პირების ინფორმაციით, რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ორი ახალი ქვევარიანტის ცირკულირებასთან. დიდ ბრიტანეთშიც ასევე ჩანს კოვიდ ინფექციის შესაძლო მატების ადრეული ნიშნები, რაც გამოწვეულია BA.4-ითა და BA.5-ით.

ამ შტამების შემთხვევები ასევე აღწერეს ავსტრალიაშიც.

  • რამდენად სახიფათოა?

ექსპერტები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მძიმე დარტყმას მიიღებენ ქვეყნები ამ შტამების გავრცელების შედეგად. თუმცა ისინი კოვიდის სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო სახიფათოდ არ მიიჩნევა.

კორონავირუსის სხვა ვარიანტების გადატანისა და ვაქცინაციის შედეგად საზოგადოების ნაწილს აქვს იმუნიტეტი, რაც დაავადებას ნაკლებად სარისკოს ხდის.

აღნიშნული ახალი შტამები უფრო სწრაფად ვრცელდება, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს ის, რომ ქვეყნების დიდ ნაწილში მოიხსნა კოვიდ შეზღუდვები, რაც ვირუსს გავრცელების უფრო მეტ შანსს აძლევს.

მეცნიერთა შეფასებით, კოვიდის ახალ შტამებს შეუძლიათ ადამიანის დაინფიცირება მაშინაც კი, თუ მას ახალი გადატანილი აქვს ომიკრონის სხვა შტამი.

  • როგორ უნდა დავიცვათ თავი?

როგორც კოვიდის სხვა შტამების შემთხვევებში, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ახლაც არიან ხანდაზმულები და ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა რომელიმე დაავადების გართულებული ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ვაქცინები ვერ უზრუნველყოფენ 100%-იან ეფექტიანობა, ისინი მაინც თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

ამ ვაქცინებმა შეამცირეს მძიმე ავადობის რისკი კოვიდის სხვა ვარიანტების მიმართ, მათ შორის, ალფა, ბეტა, გამა და დელტა ვარიანტების მიმართ.

ასევე აღსანიშნავია, რომ მწარმოებლებმა უკვე შექმნეს ახალი ვაქცინები, რომლებიც უფრო უნივერსალური, სრულყოფილი და ეფექტიანია კორონავირუსის არსებული ვარიანტებისადმი და აღნიშნული ვაქცინები მოხმარებაში მალე ჩაეშვება.

წყარო. BBC.com