ავტორი:

დამოუკიდებლობის თემაზე დაწერილი ესეების კონკურსი აბიტურიენტებისთვის ვებსტერის უნივერსიტეტში ჩატარდება

დამოუკიდებლობის თემაზე დაწერილი ესეების კონკურსი აბიტურიენტებისთვის ვებსტერის უნივერსიტეტში ჩატარდება

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის კამპუსი საქართველოში ესეების კონკურსს მართავს. კონკურსი აბიტურიენტებისთვისაა განკუთვნილი და დამოუკიდებლობის თემატიკას ეხება. გამარჯვებული კონკურსანტი 1000 ლარის ოდენობის პრემიას და სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს. გამარჯვებული თემა გამოქვეყნდება პუბლიკაციის სახითაც.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით საქართველოს პარლამენტიდან, აშშ-ის საელჩოდან საქართველოში, USAID ოფისიდან, ამერიკის სავაჭრო პალატიდან (AMCHAM),საქართველოს ატლანტიკური საბჭოდან, ამერიკული საბჭოდან და აჭარა ჯგუფიდან.

ჟიურის წევრები არიან:

● თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი;

● კრის ანდერსონი - აშშ-ის საელჩო საქართველოში, კულტურის ატაშე;

● ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა;

● მარკ მაკკორდი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი;

● ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონალური დირექტორი, ამერიკული საბჭო;

● ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.

● გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო.

კრის ანდერსონი, კულტურის ატაშე აშშ-ის საელჩოში საქართველოში: „4 ივლისი არის დღე, როდესაც ყველა ერთად ვიხსენებთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელზეც აშშ დგას. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველას აქვს თანაბარი უფლება იცხოვროს, იყოს თავისუფალი

და ბედნიერი. აშშ შეიქმნა იმისთვის, რომ აღნიშნული უფლებები დაიცვას. როგორც აბრაამ ლინკოლნმა თქვა: აშშ დგას ხალხის მთავრობაზე, ხალხის მიერ, ხალხისთვის. ეს არ არის მარტივად მისაღწევი. აქტიური მუშაობა დემოკრატიისთვის არასდროს მთავრდება, მაგრამ ჩვენ, ხალხი უნდა ვისწრაფოდეთ, რომ სრულყოფილი გაერთიანება შევქმნათ.“

ნინო კვერნაძე, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი: მოხარული ვარ, რომ ასეთ საინტერესო ღონისძიებაში ვმონაწილეობ, როგორც ჟიურის წევრი. ყველა სტუდენტს ვუსურვებ წარმატებას. „აჭარა ჯგუფის“ გუნდი აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ადამიანის პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. ჩვენი თანამშრომლებისთვის არაერთი ცოდნის გაზიარების პლატფორმა გვაქვს შემუშავებული. როგორც ადამიანებზე ორიენტირებული ბიზნესი, „აჭარა ჯგუფი“ მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს სთავაზობს კომპანიის სტუდენტ თანამშრომლებს. ამგვარად, საქართველოში ჩვენი წვლილი შეგვაქვს განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფაში. სწორედ ცოდნის მიღებით არის შესაძლებელი შემოქმედებითი და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება. განათლებული საზოგადოება არის ბევრად უფრო პროდუქტიული, მოქნილი და მდგრადი.“

დამოუკიდებლობის დღე აშშ-ში 4 ივლისს აღინიშნება. საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტი ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებას 7 ივლისს 13:00 საათზე კამპუსის ტერიტორიაზე გამართავს. ღონისძიებაზე გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული, აგრეთვე ჩატარდება პრეზენტაციები საქართველოში არსებული ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ, საგანმანათლებლო პროექტების და სტუდენტების მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ.

კონკურსანტების რეგისტრაცია და შესაბამისი ნაშრომების წარდგენა მიმდინარეობს 17 ივნისიდან 29 ივნისამდე მითითებულ ბმულზე.

R