მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ, რადგან ამ ადამიანმა არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი" - ეკა ბესელია
"ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ, რადგან ამ ადამიანმა არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი" - ეკა ბესელია

ჩვენ თუ ევ­რო­კავ­შირს კო­ლექ­ტი­უ­რი კო­ბა­ხი­ძე­ე­ბი ვაჩ­ვე­ნეთ, არ­სად მიგ­ვი­ღე­ბენ იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ან­მა სა­ერ­თოდ არ იცის არც კონ­სტი­ტუ­ცია, არც სა­უ­ბა­რი და ეთი­კა, არა­ფე­რი იცის,- ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ პრე­ზი­დენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შეკ­რე­ბის კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ბე­სე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, შეკ­რე­ბა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ძა­ლი­ან კარ­გი იყო და პრე­ზი­დენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ არ­სე­ბობს ერთი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო, რო­მელ­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ით სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რის სტა­ტუ­სი და სწო­რი ხედ­ვა აქვს.

“გუ­შინ არ იყო არც მი­ტინ­გი და არც მა­ნი­ფეს­ტა­ცია. ეს იყო შეკ­რე­ბა ყო­ველ­გვა­რი სპეც­მომ­ზა­დე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბის გა­რე­შე, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი წნე­ხის და არას­წო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბის ფონ­ზე. იქ ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე, რო­მელ­თა პო­ზი­ცია ყო­ველ­თვის არის მყა­რი და შე­უც­ვლე­ლი, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ქვეყ­ნის ბედს. ადა­მი­ა­ნებს რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით არ და­ვით­ვლი­დი. უფრო პრო­ცე­სია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მგო­ნია, ეს შეკ­რე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი იყო თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით - თით­ქმის ყვე­ლა დიპ­ლო­მა­ტი იქ იდგა, პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით. პრე­ზი­დენ­ტის ამ ნა­ბი­ჯებს, ამ გა­ბე­დულ სვლებს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, რად­გან რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია, მან აჩ­ვე­ნა რომ არის ერთი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო, რო­მელ­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ით სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რის სტა­ტუ­სი და სწო­რი ხედ­ვა აქვს. ეს ხედ­ვა ემ­თხვე­ვა ხალ­ხის ხედ­ვას, ამის დე­მონ­სტრი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

თო­რემ ჩვენ თუ ევ­რო­კავ­შირს კო­ლექ­ტი­უ­რი კო­ბა­ხი­ძე­ე­ბი ვაჩ­ვე­ნეთ, არ­სად მიგ­ვი­ღე­ბენ. იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ან­მა სა­ერ­თოდ არ იცის არც კონ­სტი­ტუ­ცია, არც სა­უ­ბა­რი და ეთი­კა, არა­ფე­რი იცის. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი მას­ზე მა­ში­ნაც ვსა­უბ­რობ­დი, რომ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე რომ იყო, მა­ში­ნაც ვამ­ბობ­დი, რომ სა­ხი­ფა­თოა. ახლა პარ­ლა­მენტს კი არა, ქვე­ყა­ნას ახ­ვევს ან­ტი­და­სავ­ლურ ცე­ცხლში. ეს ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ენაა, რომ­ლი­თაც მას ალა­პა­რა­კე­ბენ. ის არ ლა­პა­რა­კობს, ალა­პა­რა­კე­ბენ. ვინც ალა­პა­რა­კებს, უნდა ეს­მო­დეს, რომ მა­საც აზი­ა­ნებს და მთლი­ა­ნად პარ­ტი­ა­საც. პრე­ზი­დენტს რომ თავს ეს­ხმის, არ მიკ­ვირს. ვხე­დავთ, ვინც კი წინ გა­და­უდ­გა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ისა­უბ­რა, ყვე­ლას მი­მართ რო­გორ იქ­ცე­ვი­ან. კო­ბა­ხი­ძის ენა­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც პრე­ზი­დენ­ტი უპა­სუ­ხებს. თუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს იც­ნობ, უნდა იცო­დე, რომ მას­თან ასე­თი ენით სა­უ­ბა­რი უკუ­რე­აქ­ცი­ას იქ­ვევს”,- გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ევ­რო­კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნას დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, ბე­სე­ლია ამ­ბობს, რომ “არ უნდა და­ვი­სა­ჯოთ იმის გამო, რომ უგ­ვა­ნი, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და მავ­ნე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შერ­ჩა ქვე­ყა­ნას”.

“ევ­რო­კავ­შირ­მა და­ი­ნა­ხა, რომ გა­ნახ­ვა­ვე­ბუ­ლია ხალ­ხი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია. ხალ­ხის გან­წყო­ბას, ვფიქ­რობ, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა უნდა მი­ე­ნი­ჭოს და არ და­ვი­სა­ჯოთ იმის გამო, რომ ასე­თი უგ­ვა­ნი, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და მავ­ნე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შერ­ჩა ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ისე ელა­პა­რა­კე­ბა ევ­რო­პულ ოჯახს, რო­გო­რა არ უნდა ელა­პა­რა­კე­ბო­დეს. ელე­მენ­ტა­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია უნდა გყოფ­ნი­დეს, რომ მო­ძებ­ნო ფორ­მა, რო­გორ თქვა სათ­ქმე­ლი. ვერც ფორ­მა მო­ძებ­ნეს და ვერც ში­ნა­არ­სი. ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო ბო­ლოო დღე­ე­ბი ამ პრო­ცე­სე­ბის­თვის. მგო­ნია, რომ რა­ღაც დათ­ქმე­ბი იქ­ნე­ბა, რაც იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში გვე­ტყვი­ან, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა უნდა დას­რულ­დეს, სა­სა­მარ­თლო უნდა გავ­დეს სა­სა­მარ­თლოს, არ­ჩევ­ნე­ბი არ უნდა ყალბ­დე­ბო­დეს. ამის შემ­დეგ რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო ვერ­დიქ­ტი, ამის შე­სა­ხებ იმე­დი ბო­ლომ­დე არ მე­წუ­რე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას 3 500 000-მდე ადა­მი­ა­ნი უჭერს მხარს, თუმ­ცა აქ­ცი­ა­ზე მხო­ლოდ 300-მდე ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და, რად­გან აქ­ცია მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი იყო.

“85% უჭერს მხარს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ამ დროს ვხე­დავთ, რომ 300 კაცი მი­დის აქ­ცი­ა­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, არ გვი­ჯე­რებს ხოლ­მე რა­ღა­ცებ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და მერე თვი­თონ უბ­რუნ­დე­ბა ცუ­დად”,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გური
3

რისი კობახიეეები , რისი მთავრობა, აქ მთავარი გეოპოლიტიკაა , თუ ეს არ ესმით ევროპასი მაშინ კარგად ყოფილა მათი საქმე რაღაც საშინელება აქვთ ჩაფიქრებული ჩვესს წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვიყოთ

ნოე
2

თქვენნაირმა "კოლექტიურმა მედროვეებმა"დაღუპა ეს ქვეყანა.ყოველთვის ყვარყვარე თუთაბერს მაგონებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ, რადგან ამ ადამიანმა არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი" - ეკა ბესელია

"ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ, რადგან ამ ადამიანმა არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი" - ეკა ბესელია

ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული შეკრების კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, შეკრება თავისი შინაარსით ძალიან კარგი იყო და პრეზიდენტმა აჩვენა, რომ არსებობს ერთი კონსტიტუციური, მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც კონსტიტუციით სახელმწიფო მეთაურის სტატუსი და სწორი ხედვა აქვს.

“გუშინ არ იყო არც მიტინგი და არც მანიფესტაცია. ეს იყო შეკრება ყოველგვარი სპეცმომზადებისა და ორგანიზების გარეშე, საკმაოდ მაღალი წნეხის და არასწორი პოლიტიკური დებატების ფონზე. იქ ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, რომელთა პოზიცია ყოველთვის არის მყარი და შეუცვლელი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ბედს. ადამიანებს რაოდენობის მიხედვით არ დავითვლიდი. უფრო პროცესია მნიშვნელოვანი. მგონია, ეს შეკრება ძალიან კარგი იყო თავისი შინაარსით - თითქმის ყველა დიპლომატი იქ იდგა, პრეზიდენტის გვერდით. პრეზიდენტის ამ ნაბიჯებს, ამ გაბედულ სვლებს ძალიან ვაფასებ, რადგან როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მან აჩვენა რომ არის ერთი კონსტიტუციური მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც კონსტიტუციით სახელმწიფო მეთაურის სტატუსი და სწორი ხედვა აქვს. ეს ხედვა ემთხვევა ხალხის ხედვას, ამის დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თორემ ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის. როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი მასზე მაშინაც ვსაუბრობდი, რომ ძალიან სახიფათო მოცემულობა იყო. პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, მაშინაც ვამბობდი, რომ სახიფათოა. ახლა პარლამენტს კი არა, ქვეყანას ახვევს ანტიდასავლურ ცეცხლში. ეს ძალიან სახიფათო ენაა, რომლითაც მას ალაპარაკებენ. ის არ ლაპარაკობს, ალაპარაკებენ. ვინც ალაპარაკებს, უნდა ესმოდეს, რომ მასაც აზიანებს და მთლიანად პარტიასაც. პრეზიდენტს რომ თავს ესხმის, არ მიკვირს. ვხედავთ, ვინც კი წინ გადაუდგა და განსხვავებულად ისაუბრა, ყველას მიმართ როგორ იქცევიან. კობახიძის ენაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებული ვარ, არც პრეზიდენტი უპასუხებს. თუ სალომე ზურაბიშვილს იცნობ, უნდა იცოდე, რომ მასთან ასეთი ენით საუბარი უკურეაქციას იქვევს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს, ბესელია ამბობს, რომ “არ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ უგვანი, უპასუხისმგებლო და მავნე ხელისუფლება შერჩა ქვეყანას”.

“ევროკავშირმა დაინახა, რომ განახვავებულია ხალხისა და ხელისუფლების პოზიცია. ხალხის განწყობას, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს და არ დავისაჯოთ იმის გამო, რომ ასეთი უგვანი, უპასუხისმგებლო და მავნე ხელისუფლება შერჩა ქვეყანას, რომელიც ისე ელაპარაკება ევროპულ ოჯახს, როგორა არ უნდა ელაპარაკებოდეს. ელემენტარული დიპლომატია უნდა გყოფნიდეს, რომ მოძებნო ფორმა, როგორ თქვა სათქმელი. ვერც ფორმა მოძებნეს და ვერც შინაარსი. ძალიან დამაზიანებელი იყო ბოლოო დღეები ამ პროცესებისთვის. მგონია, რომ რაღაც დათქმები იქნება, რაც იქნება ძალიან კონკრეტული. პირველ რიგში გვეტყვიან, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს, სასამართლო უნდა გავდეს სასამართლოს, არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ამის შემდეგ როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი, ამის შესახებ იმედი ბოლომდე არ მეწურება”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ევროინტეგრაციას 3 500 000-მდე ადამიანი უჭერს მხარს, თუმცა აქციაზე მხოლოდ 300-მდე ადამიანი მივიდა, რადგან აქცია მოუმზადებელი იყო.

“85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.