საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციას არ დაესწრება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ვერ დაესწრება ღონისძიებას, სადაც პოლიტიკური მოწოდებებია.
„სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე, ან მეორეზე და მესამეზე. ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას და ა.შ. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის. ეს უნდა ვისწავლოთ. ნელ-ნელა ვისწავლით, ამაში დარწმუნებული ვარ და ძალიან მნიშვნელოვანია, არავინ ამას ხელი არ შეუშალოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში „ევროპის მოედანზე“ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციას არ უერთდება მმართველო გუნდი. აქციას ოპოზიციიდან უერთდება "ლელო", "მოქალაქეები" და პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის". ცნობილია, რომ დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა არ იგეგმება.
რაც შეეხება 20 ივნისს დაანონსებულს აქციას, მისი ორგანიზატორი მოძრაობა „სირცხვილიაა“. მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პარლამენტთან აქციაზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს იწვევენ.
ასევე იხილეთ: