ავტორი:

რა ვითარებაა ევროპის მოედანზე, სადაც ევროპული კურსის მხარდამჭერები იკრიბებიან - აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი

რა ვითარებაა ევროპის მოედანზე, სადაც ევროპული კურსის მხარდამჭერები იკრიბებიან - აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი

ევროპის მოედანზე მოქალაქეები პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე იკრიბებიან. აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი, ასევე აქციაზე უკვე მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებაზე რიგდება ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დროშები, ასევე ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებით.

შეგახსენებთ, 16 ივლისს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის ჩატარების ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. აქციას არ უერთდება მმართველო გუნდი. ცნობილია, რომ აქციას დაესწრება ევროკავშირის ელჩი, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები. აქციას ოპოზიციიდან უერთდება "ლელო", "მოქალაქეები" და პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის".

ცნობილია, რომ დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა არ იგეგმება.