პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბილ გეითსი თვლის, რომ კრიპტოვალუტა და NFT "დიდი სისულელის თეორიაზეა" დაფუძნებული - რატომ უყურებს მილიარდერი ციფრულ აქტივებს სკეპტიკურად
ბილ გეითსი თვლის, რომ კრიპტოვალუტა და NFT "დიდი სისულელის თეორიაზეა" დაფუძნებული - რატომ უყურებს მილიარდერი ციფრულ აქტივებს სკეპტიკურად

ბილ გე­ით­სი, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის და NFT-ების მოყ­ვა­რუ­ლი არ გე­გო­ნოთ. Microsoft-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი TechCrunch-ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავ­სი ციფ­რუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი "100%-ით და­ფუძ­ნე­ბუ­ლია დიდი სი­სუ­ლე­ლის თე­ო­რი­ა­ზე". (ფი­ნან­სებ­ში "დიდი სი­სუ­ლე­ლის თე­ო­რია" გუ­ლის­ხმობს, რომ ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა ზოგ­ჯერ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნი­თაც შე­იძ­ლე­ბა, თუ მფლო­ბე­ლი მას კი­დევ უფრო "სუ­ლელ" ადა­მი­ანს უფრო ძვი­რად მიჰ­ყი­დის.)

გე­ითსმა, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ირო­ნი­უ­ლად ისა­უბ­რა "მო­წყე­ნი­ლი მა­ი­მუ­ნე­ბის" NFT-ის შე­სა­ხებ და სარ­კას­ტუ­ლად თქვა, რომ "მა­ი­მუ­ნე­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ციფ­რუ­ლი სუ­რა­თე­ბი სამ­ყა­როს უსა­ზღვროდ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს".

მი­ლი­არ­დერს "ძვე­ლე­ბუ­რი" ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ურ­ჩევ­ნია: "მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ისეთ კომ­პა­ნი­ებ­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბას, სა­დაც რა­ი­მის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა", - ამ­ბობს ბილ გე­ით­სი.

Bored Apes NFT

გე­ითსმა ად­რეც შე­ი­ტა­ნა ეჭვი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ში. მან 2021 წელს "ბლუმ­ბერგთან" ინ­ტერ­ვი­უ­შიც ისა­უბ­რა. მა­შინ გე­ითსმა თქვა, რომ მარ­თა­ლია, ილონ მას­კი "ბიტ­კო­ი­ნებ­ში" დებს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლამ მას უნდა მი­ბა­ძოს.

"ვფიქ­რობ, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­პყრო­ბი­ლია ამით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა აქვთ თუ არა საკ­მა­რი­სი და­ნა­ზო­გი", - ამ­ბობს მი­ლი­არ­დე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბილ გე­ით­სის კო­მენ­ტა­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვხე­დავთ, რო­გორ და­ე­ცა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის სა­ფა­სუ­რი. ბიტ­კო­ინ­მა, 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­აღ­წია ყვე­ლა დრო­ის მაქ­სი­მუმს, 69 000$-ს. მას შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ­მა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტამ გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და­ი­წყო.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით კი მისი გასი 23 000$-ზე უფრო ნაკ­ლე­ბია. Crypto Exchange Coinbase-მა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 18%-ს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს, რად­გან ციფ­რუ­ლი ვა­ლუ­ტის ბა­ზა­რი "ნგრე­ვის პი­რა­საა."

  • რა არის NFT?

NFT არის ციფ­რუ­ლი აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი სა­ქონ­ლის ან ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, რო­გო­რი­ცაა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ან საგ­ნე­ბი აპ­ლი­კა­ცი­ა­ში. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის მსგავ­სად, NFT-ების უმე­ტე­სო­ბა ბლო­კჩე­ი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ას ეყ­რდნო­ბა. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ სა­ქონ­ლის გა­ყიდ­ვა ან გაც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმა­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თებ­ზე და ყვე­ლა მათ­გა­ნი უნი­კა­ლუ­რია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ NFT ხელ­მი­საწ­ვდო­მია 2014 წლი­დან, ბა­ზა­რი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და 2020 წელს და ახლა 2,5 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი ღირს. დღეს NFT არის პო­პუ­ლა­რუ­ლი გზა ხე­ლოვ­ნე­ბის ციფ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ძე­ნად. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი NFT იყო მაიკ ვინ­კელ­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის კო­ლექ­ცია, იგი­ვე ბიპ­ლი.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

Status quo
0

რაიმის კი არა, რაიმეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ბილ გეითსი თვლის, რომ კრიპტოვალუტა და NFT "დიდი სისულელის თეორიაზეა" დაფუძნებული - რატომ უყურებს მილიარდერი ციფრულ აქტივებს სკეპტიკურად

ბილ გეითსი თვლის, რომ კრიპტოვალუტა და NFT "დიდი სისულელის თეორიაზეა" დაფუძნებული - რატომ უყურებს მილიარდერი ციფრულ აქტივებს სკეპტიკურად

ბილ გეითსი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, კრიპტოვალუტების და NFT-ების მოყვარული არ გეგონოთ. Microsoft-ის თანადამფუძნებელი TechCrunch-ის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ მსგავსი ციფრული აქტივები "100%-ით დაფუძნებულია დიდი სისულელის თეორიაზე". (ფინანსებში "დიდი სისულელის თეორია" გულისხმობს, რომ ფულის გამომუშავება ზოგჯერ ძვირადღირებული აქტივების შეძენითაც შეიძლება, თუ მფლობელი მას კიდევ უფრო "სულელ" ადამიანს უფრო ძვირად მიჰყიდის.)

გეითსმა, კონფერენციაზე ირონიულად ისაუბრა "მოწყენილი მაიმუნების" NFT-ის შესახებ და სარკასტულად თქვა, რომ "მაიმუნების ძვირადღირებული ციფრული სურათები სამყაროს უსაზღვროდ გააუმჯობესებს".

მილიარდერს "ძველებური" ინვესტიციები ურჩევნია: "მიჩვეული ვარ ისეთ კომპანიებში ფულის ჩადებას, სადაც რაიმის წარმოება ხდება", - ამბობს ბილ გეითსი.

Bored Apes NFT

გეითსმა ადრეც შეიტანა ეჭვი კრიპტოვალუტაში ინვესტირების ეფექტიანობაში. მან 2021 წელს "ბლუმბერგთან" ინტერვიუშიც ისაუბრა. მაშინ გეითსმა თქვა, რომ მართალია, ილონ მასკი "ბიტკოინებში" დებს ინვესტიციებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ მას უნდა მიბაძოს.

"ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი შეპყრობილია ამით, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა საკმარისი დანაზოგი", - ამბობს მილიარდერი.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსის კომენტარის პარალელურად, ვხედავთ, როგორ დაეცა კრიპტოვალუტების საფასური. ბიტკოინმა, 2021 წლის ნოემბერში მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს, 69 000$-ს. მას შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა კრიპტოვალუტამ გაუფასურება დაიწყო.

ბოლო მონაცემებით კი მისი გასი 23 000$-ზე უფრო ნაკლებია. Crypto Exchange Coinbase-მა უკვე განაცხადა, რომ თავისი თანამშრომლების 18%-ს გაათავისუფლებს, რადგან ციფრული ვალუტის ბაზარი "ნგრევის პირასაა."

  • რა არის NFT?

NFT არის ციფრული აქტივი, რომელიც გამოიყენება რეალური საქონლის ან ობიექტების წარმოსაჩენად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები ან საგნები აპლიკაციაში. კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ების უმეტესობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ამ საქონლის გაყიდვა ან გაცვლა შეუძლებელია იმავე ღირებულების ნივთებზე და ყველა მათგანი უნიკალურია.

მიუხედავად იმისა, რომ NFT ხელმისაწვდომია 2014 წლიდან, ბაზარი მკვეთრად გაიზარდა 2020 წელს და ახლა 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს. დღეს NFT არის პოპულარული გზა ხელოვნების ციფრულ ნაწარმოებებზე უფლებების შესაძენად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT იყო მაიკ ვინკელმანის ნახატების კოლექცია, იგივე ბიპლი.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა