ყოფილი ცოლ-ქმრის, ჰოლივუდის ვარსკვლავების, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი მართალია დასრულდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი მედიასთან ერთმანეთზე საუბრის შეწყვეტას არ აპირებენ.
ამჯერად ამბერ ჰერდმა თქვა, რომ ყოფილი მეუღლე კვლავ ძალიან უყვარს.
"მიყვარს, მე ის მთელი გულით მიყვარდა და ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა დამსხვრეული ურთიერთობის აღსადგენად, მაგრამ ეს ვერ შევძელი.
საერთოდ არ მაქვს ცუდი გრძნობები, ან ბოროტი ნება მის მიმართ. მესმის, რომ შესაძლოა, ეს რთულად გასაგები იყოს, ან ვიღაცას ადვილად ესმოდეს. თუ ერთხელ მაინც გყვარებიათ, მარტივად გამიგებთ“, - თქვა მსახიობმა NBC-სთან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯონი დეპმაც ისაუბრა ამბერზე. დეპის თქმით, მას არ სურს ყოფილი ცოლისგან სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის მიღება და მისი მიზანი არა ფულის მიღება, არამედ სიმართლის დამტკიცება იყო.
ცნობისთვის ამბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სასამართლო დავა საჯაროდ მიმდინარეობდა და მას ზოგიერთმა სპექტაკლიც კი უწოდა. დეპმა ამბერს ცილისწამებისთვის უჩივლა. ის ამბობდა, რომ არასდროს უძალადია ყოფილ ცოლზე. სასამართლომ ჯონი დეპი გაამართლა.