პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე?
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე?

ნატო-ს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში, ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტით მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს იენს სტოლ­ტენ­ბერგს შეხ­ვდა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­წე­უ­ლი მტკი­ცე პო­ლი­ტი­კუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი მხარ­და­ჭე­რის­თვის.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რეს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო რუ­სე­თის მიერ წარ­მო­ე­ბულ ომს უკ­რა­ი­ნა­ში.

"მხა­რე­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა და სო­ლი­და­რო­ბა უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ. რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეხ­ვედ­რი­სას ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს პრაქ­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, აღ­ნიშ­ნულ საფრ­თხე­ებ­თან მი­მარ­თე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დო­ბი­სა და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­მტკი­ცე­ბის, ნა­ტოს­თან თავ­სე­ბა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ქვეყ­ნის ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიზ­ნით. ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო "სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რის დო­კუ­მენ­ტის“ (Tailored Support Document) გან­ხილ­ვას, რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლია თავ­დაც­ვის სფე­რო­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მხა­რე­ებ­მა ისა­უბ­რეს ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბი­სა და შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით ალი­ან­სის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც. ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის რე­ფორ­მე­ბი და ნა­ტოს­თან პრაქ­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი და კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მხარ­და­ჭე­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა, მათ შო­რის ჰიბ­რი­დუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის.

შეხ­ვედ­რა­ზე და­დას­ტურ­და ნატო-ს მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ. შეხ­ვედ­რის და­სას­რულს, მხა­რე­ებ­მა ხაზი გა­უს­ვეს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ნატო-ს მად­რი­დის სა­მი­ტის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას, არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ნატო-ს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა, ნატო-ს წევ­რი და პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ანგარიში
23

ხალხის ფული ასე ნაურაზე რო იხარჯება ამათ ვიზიტებში, შედეგი რა გვაქვს? ესენი გულაობენ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში, კაის სვავენ, კაის ჭამენ და ხალხი ნაგავში იქექება. 

ავტორი:

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე?

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე?

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის გაწეული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში.

"მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, აღნიშნულ საფრთხეებთან მიმართებით საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნით. ყურადღება დაეთმო "საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ (Tailored Support Document) განხილვას, რომელიც მორგებულია თავდაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე.

მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის მზადყოფნა, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის.

შეხვედრაზე დადასტურდა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოახლოებული ნატო-ს მადრიდის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.